მანტო, პალტო, პიჯაკი, ქურთუკი – ყველაფერი ერთად!
ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. პალტო, ქურქი, ქურთუკი, პიჯაკი, ჟაკეტი, ყველაფერი ერთად! ალბათ სასაცილოდ გეჩვენება, მაგრამ დიზაინერები ამ ტენდენციას საკმაოდ კარგად იყენებენ.
ალბათ ბეწვიანი მანტოს და ქურთუკის კომბინაცია ვერასდროს წარმოგედგინა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან თბილად და კომფორტულად იგრძნობ თავს სუსხიან ზამთარში.
Giambattista Valli Haider Ackermann
ცდილობ თავი აარიდო მობეზრებულ ქურთუკს, ან პალტოს? მესმის შენი: ზამთარი წინ არის. შეგიძლია, დიზაინერებისგან შემდეგი შემოთავაზება გაითვალისწინო: ნაქსოვი სვიტერი და ზემოდან ჟილეტი. არც სიცივე შეგაშინებს და თან ყურადღებასაც მიიქცევ. დიზაინერები ტყავის, ან ბეწვის ჟილეტს გვირჩევენ.
კიდევ ერთი ხერხი, რითაც შეგიძლია განაახლო შენი ზამთრის გარდერობი: პალტო, ან ბეწვის ქურთუკი, რომლის ჩაცმასაც წელს აღარ გეგმავ, შეგიძლია გადააკეთო მოსასხამად.
modelebs yvelaferi uxdebat tore me cigans davemsgavsebi :D :D
თათი გეთანხმები :D