სამოსი, რომელიც უფრო გამხდარს გამოგაჩენს
ყველას ცხოვრებაში დგება პერიოდი, როცა სასურველ ფორმაში დასაბრუნებლად ათასგვარ საშუალებას მივმართავთ. თუ ზედმეტი კილოგრამების დამალვა გსურს, თუმცა არ იცი ამისთვის დიეტის გარდა რა ხერხებს უნდა მიმართო, წარმოგიდგენ რამდენიმე რჩევას ჟურნალისგან ELLE.
ეშმაკობა ნასკვით
წელზე შემოხვეული და განსკვული ჟაკეტი ან სვიტერი შეგიძლია ატარო მოკლე კაბასთან ერთად. ეს აპრობირებული მეთოდია, როცა წონის მატების შედეგად ბარძაყები არ გაგსუქებია. ასეთ შემთხვევაში მხედველობის არეში იდეალური ფორმის ბარძაყები ექცევა და არა მუცელი.
ფართო ბლუზი
ვიწრო ჯინსებში ჩატანებული ან ზემოდან ფართოდ გადმოშვებული ბლუზი აჩენს ილუზიას, რომ მის პატრონს იდეალურად სწორი მუცელი და თხელი თეძოები აქვს.
მამაკაცის პულოვერი
შვედი ბლოგერი ელენ კლინგი გვირჩევს გამოვიყენოთ საყვარელი მამაკაცის, მამის ან თუნდაც ძმის გარდერობი. მამაკაცის დიდი ზომის პულოვერი და ლეგინსი იდეალურად ეხამება ერთმანეთს და უფრო გამხდარს გაჩენს.
ვიწრო შარვალი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
სწორად შერჩეული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გახდომის გარდა სიმაღლის ვიზუალურ ეფექტსაც ქმნის, ხოლო ვიწრო შარვალთან და შარვლის სათავემდე სიგრძის პიჯაკთან ერთად ეს ეფექტი ორმაგდება.
განიერმხრებიანი ქურთუკი
ცივი დღეებისთვის განიერმხრებიანი ქურთუკი ან მანტო იდეალურად დაფარავს მოულოდნელად მომატებულ კილოგრამებს. უნდა გაითვალისწინო, რომ ასეთ სამოსთან კომბინაციაში ვიწრო შარვალი ან კაბა გაზრდის ეფექტს.
ქვიშის საათისებრი სილუეტი
ოდნავ განიერი ბლუზი და განიერი ქვედაბოლო იდეალურ ფორმებს აჩენს, თუ მათთან ერთად გამოიყენებ ქამარს, რომელიც წელს გამოკვეთს – სტილი, რომელიც 60-70-იან წლებში ძალიან მოდური იყო.
თუ აქამდე არ იცოდი: იმისთვის რომ იდეალურად გამოიყურებოდე, სიგამხდრე საჭირო სულაც არ არის, მთავარი სტილის გრძნობა, დახვეწილი გემოვნება და სამოსის სწორად შერჩევაა, რისთვისაც არსებობს Pink.ge – შენი საუკეთესო მეგობარი :)
da msuqans ro gamogvachens iseti tansacmeli?????????
asetii tanii tu gaqq ragat ginda tanisamosis shercheva? :/ mshvenier tanze arian es gogonebi
გამხდარ მოდელებს რომ ხატავთ, მსუქანი გვაცვენეთ როგორ გამოაჩინა გამხდარი ამ ტანსაცმელმა და უფრო დამაჯერებელი იქნება.
ამათ სამოსი აჩენთ გამხდარს :))
magra miyvars 50-70iani wlebis stili
dzalian momwons sharvalshichatneuli bluzebi ^^
me vitkvi, rom absurdia
60-70ანების სტილზეც დაწერეთ სტატია, დღეს როგორ გამოვიყენოთ მაშინდელი აქსესუარები და ა.შ. მეც ძალიან მიყვარს ეგ სტილი და მინდა რამე საინწერესო წავიკითხო
da ro gaixdi raga gishvelis? :D
ვიწრო ჯინსები და ფართო ბლუზი ჩემი საყვარელი კომბინაციაა, არც თუ ისე ბრტყელ მუცელს ანუ ნაკლს მალავს.
აი, პრაქტიკაც :)