Home სტილი

ზამთარი ახლოვდება და ყველას გვაწუხებს კითხვა: როგორი ფეხსაცმელი შევიძინოთ?!

პასუხის პოვნა გამარტივდება, თუ გავითვალისწინებთ იმ ტენდენციას, რომელსაც გვთავაზობს მაღალი მოდის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ბალმანი, სელინი, შანელი, ემილიო პუჩი, დონა კარანი და მრავალი სხვა.

მუხლს ზემოთ ჩექმა ტყავის ან ზამშის ფაქტურით გადაწყვეტს შენს პრობლემას არჩევნის გაკეთებასთან დაკავშირებით. შეგიძლია, გამოიყენო როგორც შარვალზე ჩასაცმელად, ასევე კაბასთან. ემილიო პუჩიმ და ბალმანმა ზამშზე გააკეთეს აქცენტი, ხოლო შანელმა და სელინმა – ტყავზე.

ტენდენციის კიდევ ერთი დადებითი მხარე შეუზღუდავი ფერებია: წითელი, შავი, ყავისფერი, შინდისფერი, მწვანე. თითოეული სხვადასხვა ტონალობებში სრულ თავისუფლებას განიჭებს. შეუზღუდავი ხარ ასევე სტილში. შეგიძლია შეუხამო შალი ისე, როგორც კარლ ლაგერფელდმა წარმოგვიდგინა შანელის 2013-2014 წლის ზამთრის კოლექციაში; ტარტანი, როგორც ეს სელინმა აჩვენა; ოქროსფერი და ვერცხლისფერი მდიდრული, მბზინავი ქსოვილის კაბები -ბალმანის მაგალითზე; მოკლე ქვედა ბოლოზე და ფერადი ბეწვის პალტოზე – ემილიო პუჩის მსგავსად.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?