11 სუნამო გაზაფხულისთვის
გაზაფხულია, ძველი სუნამოები მოგბეზრდა, ახალი გინდა რამე, მხიარული, თავდასავლებით სავსე, სრულიად უცხო და მოულოდნელი. გჭირდება სუნამო, რომელიც გაზაფხულის განწყობას შეგიქმნის, მაგრამ წარმოდგენაც არ აქვს, რა სუნამო შეიძლება იყოს ეს. მე გთავაზობ, ამ სიას გადახედო, იქნებ რამე ახალი იდეაც გაგიჩნდეს.
Chloé for Women
ჯგუფი: აღმოსავლური ყვავილოვანი
Chloé for Women, საკმაოდ ქალური და არატრადიციული ყვავილოვანი სურნელია, სუნამოს ზედა ნოტებია პეონი და ფრეზია, შუაგულში ვარდის, შროშანის და მაგნოლიას სურნელია, ხოლო ძირითად ნოტებს ამბრი და კედარი ქმნის. ფლაკონი ვინტაჟის სტილშია დამზადებული, კლასიკური Chloé blouse-ის მიხედვით, და ქალური დეტალი, პაწაწინა ბანტი აქვს დამატებული.
Clinique Happy To Be
ჯგუფი: ყვავილოვან-ციტრუსოვანი
ამ სუნამოში ყვავილების და ციტრუსების სურნელია შერწყმულია. სუნამოს საბაზისო ნოტები სანდალოზის ხე და კაკაოა, შუა და ზედა ნოტებად იასამანი, ვარდი, ჰიბისკუსის ყვავილი, მსხალი და აქვა ნოტებია გამოყენებული. ეს არის ყოველდღიური სუფთა, გრილი სურნელი, რომელიც გაზაფხულს მოგვაგონებს.
Marc Jacobs Daisy
ჯგუფი: ყვავილოვან-მერქნოვანი
ზიზილებით მორთული სადა და ელეგანტური ფლაკონი სუნამოს პკურებამდეც კი გაზაფხულის განწყობას ქმნის. ველური მარწყვის, იის ფოთლების და გრეიფრუტის ზედა ნოტებს გარდენიის, იის და ჟასმინის ყვავილების არომატები ენაცვლება, ხოლო სუნამოს გულში ვანილი, თეთრი ხე და მუშკია. მთლიანობაში ეს არომატები ნაზ, დახვეწილ, ახალგაზრდულ სურნელს ქმნის.
Jo Malone White Jasmine & Mint cologne
ჯგუფი: ყვავილოვანი მწვანე
საგაზაფხულოდ ამწვანებული ინგლისური ბაღებით შთაგონებული ეს არომატი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ჟასმინის, ჩაის ფოთლის და ბერგამოტის სურნელს ქალაქის ატმოსფეროდან შორს, სიმწვანეში გადაყავხარ თითქოს.
Floris Fleur
ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის
2000 წელს გამოშვებული ამ სუნამოს ფლაკონი ვინტაჟის სტილშია გადაწყვეტილი და გრილი არომატი აქვს. ბერგამოტის, გრეიფრუტის, შროშანების და დუმფარების არომატები, მუშკის და სანდალოზის ხის არომატთან ერთად, ძალიან ახალგაზრდულ, ფრეშ და ენერგიულ სურნელს ქმნიან.
Estée Lauder Emerald Dream
ჯგუფი: ყვავილოვანი
გაზაფხული-ზაფხულის ფავორიტი სუნამო, ყვავილოვანი არომატით. ზედა ნოტებში ცხრატყავა, გარგარი, ფორთოხალი და ბაზილიკია. შუა ნოტებში მიმოზა, ორქიდეა, ია, ყოჩივარდა- გაზაფხულის ყვავილების თაიგული, ხოლო საბაზისო ნოტებად სანდალოზის ხის და კვიაპაროსის არომატებია გამოყენებული.
L’Occitane Cherry Blossom
ჯგუფი: ყვავილოვანი
ალუბლის არომატი თუ გიყვარს, მაშინ ეს სუნამო შენია. ფლაკონში აყვავებული ბაღის და ადრიანი გაზაფხულის სურნელია მოქცეული.
Lanvin Rumeur 2 Rose for Women
ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის
სახელწოდების მიუხედავად, ამ სუნამოში ფორთოხლის, ლიმონის, ბერგამოტის და გრეიფრუტის არომატები უფრო იგრძნობა, ვიდრე ვარდის, რომელიც ძალიან ნაზია. ეს სუნამო ახალგაზრდებზეა გათვლილი, ბედნიერი, “ფრეში”, ახლი თავგადასავლებით სავსე გაზაფხულისთვის.
Kenzo Amour
ჯგუფი: ყვავილოვან-მერქნოვანი
ფლაკონი, რომელიც ტროპიკულ ფრინველს მოგაგონებს და არომატი-აღმოსავლური, აზიური, მგრძნობიარე და ტკბილი. ალუბლის ყვავილების, ვანილის, მუშკის და თეთრი ჩაის ფოთლების არომატი ეგზოტიკური ქვეყნების იფუმალებით სავსე ატმოსფეროს ქმნის შენს გარშემო.
Paul Smith Rose
ჯგუფი: ყვავილოვან-მერქნოვანი
ამ სუნამოს შთაგონების წყაროდ ინგლისის ბაღები იქცა, სადაც ჰაერში ვარდების სურნელია, შენ კი ზიხარ სავარძელში, მზის გულზე და ყინულოვანი კოქტეილებით ტკბები. სუნამოს ზედა ნოტებში ლიმონი და მწვანე ვაშლია, შუაში ვარდის, მაგნოლიის და იის არომატები, ხოლო საბაზისო ნოტებს მუშკის, კედრის და ამბრის არომატები წარმოადგენს.
PINK.ge-ს რჩეული: ESCADA Cherry In The Air
ეს არის ESCADA -ს ახალი, ლიმიტირებული გაზაფხული-ზაფხულის გამოშვება, რომელიც გადმოგვცემს ალუბლისა განუმეორებელ სურნელს! შემადგენლობაშია: ბალი, ალუბალი, მანდარინი, გარდენია, თეთრი ორქიდეა, ვანილი, ზეფირი, სანდალოზი, მუხა და მუშკი.
ქლინიქზე თავს ვდებ, რომ იდეალურია საზაფხულოდ ^_^ Jo Malone White Jasmine & Mint cologne ამან ძალიან დამაინტერესა :))
Chloe <3 რაც უნდა ვეცადო, უკეთესს სურნელს ჩემთვის მაინც ვერ ვპოულობ <3 ყველაზე დახვეწილია
მომეწონა ნიუსი :)
sad sheizleba shevizinot?
https://www.facebook.com/EvropuliKhariskhisSunamoebi
fragrancex.com/- მე აქედან ვიწერ ხოლმე, ორიგინალ სუნამოებს ყიდიან. ან oth.strawberrynet.com/. ალბათ აქაურ მაღაზიებშიც იქნება.
madlobaaa
Chloe <3 <3 <3
წკლიპერინა შეგიძლია ამიხსნა როგორ გამოვიწეროო?
აუცილებლად გვექნება სტატია ამის შესახებ.
grilic da tkbilic ro iyos da nazi surneli yvavilebis..romels mirchevdit gogoeboo?anu mzafri ar miyvars madloba
კარგი პოსტია (y) მუდმივად გრილი, ყვავილების სურნელის მქონე სუნამოებს დავეძებ
Escada <3
escada minda zalian sad iyideba?
დზალიან კარგია
daisy.. chemi favoritiaa ))
xshirad vicvli, am etapze Guchis Flora (y)
narciso shavi…da escada…
ჩემი მარკ ჯეიკობსი <3
მწვანე შანსი არ არის გაზაფხულის? :) უმაგრესია ♥
Kenzo Amour yvelaze magariaa <3