Home სახლი

კარგი გოგონები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე ოცნებობენ, ცუდები მერსედესიან მილიონერზე, ჭკვიანებმა იციან, რომ ერთიც და მეორეც პერსონაჟები არიან.

კარგი გოგონები პიჟამოში იძინებენ, ცუდები – შიშვლები, ჭკვიანები სიტუაციის მიხედვით.

კარგ გოგონებს აქვთ სამსახური, ცუდებს ყავთ სპონსორი, ჭკვიანებს საკუთარი ბიზნესი აქვთ.

კარგი გოგონები ეძებენ სამუდამო სიყვარულს, ცუდები – დროებითს, ჭკვიანები ხარისხიანს.

კარგი გოგონები იცვამენ აკურატულად, ცუდები გამომწვევად, ჭკვიანები სწრაფად.

კარგი გოგონები კეთილსინდისიერნი არიან ქმართან, ცუდები საყვარელთან, ჭკვიანები ორივესთან.

კარგ გოგონებს ჯერათ მამაკაცების, ცუდებს – არა, ჭკვიანებს არავისი არ ჯერათ.

კარგ გოგონებს სექსი აქვთ სიყვარულის გამო, ცუდებს ფულის გამო, ჭკვიანებს როცა უნდათ.

კარგ გოგონებს უყვართ ყველა ბავშვი, ცუდებს ყველა სრულწლოვანი ბავშვი, ჭკვიანებს მხოლოდ საკუთარი.

კარგ გოგონებს აკომპლექსებთ მკერდის ზომა, ცუდები იბერავენ სილიკონით, ჭკვიანები ამაყობენ იმით, რაც აქვთ.

კარგი გოგონები მზრუნველი მეუღლეები ხდებიან, ცუდი გოგონები – შესანიშნავი საყვარლები, ჭკვიანები საიმედო მეგობრები!!

პ.ს ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ არის მასში რაღაც რეალურიც : )

რომელი ხარ შენ?

View Results

Loading ... Loading ...
23 კომენტარი to this post
  1. ამდენი ჭკვიანი ქალი რომ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას რაღა გვიჭირს )))).
    გამეცინა შედეგებზე ძალიან,გულწრფელობა აკლია ერს და საშველიც ვერასოდეს იქნება მაგ ამბავში,სამწუხაროდ.

  2. შენ ფიქრობ რომ 6 ჭკვიანი ქალი უშველიდა საქართველოს? მაშინ გეტყვი, რომ 6 გვყავს, თუმცა ძალიან ცოტაა შველისთვის. მაღალი თვითშეფასება ცუდი არაა, მაგრამ ამ სამიდან ყველაზე კარგი შეიძლება "ჭკვიანი" მაინც არ იყოს, ისევე როგორც ჩვენგან ყველა ვერ იქნება "ჭკვიანი" კატეგორიის.

  3. Anano Iashvili 6 vote ახლა დავინახე,უბრალოდ პროცენტებს რომ შევხედე მეგონა რომ ბევრი ხმა ჰქონდა :დ

  4. ჰაჰა… კარგი ვარ… მაგრამ მამაკაცების ნაკლებად მჯერა… მაგ შემთხვევაში ჭკვიანი ვყოფილვარ.. :)))))

  5. სიტუაციას გააჩნია )) ხან კარგი ვარ, ხან ცუდი და ხანაც ჭკვიანი ^_^ 3:) :დ :დ

  6. ზოგ საკითხში კარგი ვარ,ზოგში ჭკვიანი :))) მაგრამ 63% და ჭკვიანი?? ჰა ჰა ჰა

შენ რას იტყვი?