Home სახლი

არასდროს იცი, რა მოხდება დღეს, ამიტომაც როცა იღვიძებ, სახლიდან პურის საყიდლად გადიხარ, თუ ქორწილში ხარ მეჯვარე, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს და არ აქვს მნიშვნელობა, პმს გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ, 10 წელია, რაც გათხოვდი თუ უბრალოდ, ყველაფერი გეზარება.

დრო არავის გვაყრია თავზე, ამიტომაც გვჭირდება ქალური მოხერხებულობა, რომლითაც ამ დავალებას უნდა მოვუდგეთ. ზოგადად, არაფერია რთული, როცა იცი რა და როგორ უნდა გააკეთო. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ვარცხნილობებს, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთი და ძალიან ცოტა ენერგია ესაჭიროება, მაგრამ სამაგიეროდ შენ გამოიყურები ლამაზად ყველგან: წინსაფრით ქურასთან, თუ საღამოს რომანტიკულ პაემანზე, თანაც სალონში ვიზიტებისა და ფულის გადაყრის გარეშე.

მაშ ასე: გვაქვს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რომლებშიც აუცილებლად იპოვი სასურველს. რაც შეეხება ვიდეოებს, სამწუხაროდ ქართული ტუტორიალები არ მოგვეპოვება, თუმცა ეს ნამდვილად არ შეგიშლის ხელს.

კარგი იქნება, თუ ყოველთვის იქონიებ თმის ლაქს და ბევრნაირ თმის სამაგრს.

ნაწნავი

486d42eaebc05a1ebc5ca5a79129c4b7

მგონი, ნაწნავი ყველა დროის ყველაზე ფართო თემაა. აუცილებლად გადახედე ჩვენს სტატიას ნაწნავის 8 სახეობაზე, სადაც ფოტოებსაც იპოვნი და ვიდეო-ინსტრუქციებსაც. აქვე ფრანგული ნაწნავის ამ ვიდეო – ტუტორიალს შემოგთავაზებთ.

კუდი

ცხენის კუდზე უკვე გვაქვს კარგი სტატია ვიდეო – ტუტორიალებით, თუმცა ამ ვიდეოების ნახვასაც გირჩევდი; მე პირადად, რამდენიმე მათგანს ხშირად ვიყენებ და ძალიანაც მომწონს. ჰო, კიდევ ერთი: ხშირი პრობლემაა პატარა ბუწუწოები, რომლებსაც ვერაფრით ამაგრებ და მზესავით შარავანდედი გადგას თავზე. ამას ძველი კბილის ჯაგრისი და თმის ლაქი მოგიგვარებს. დაასხი მცირე ოდენობით ლაქი ჯაგრისს და გადაისვი შეკრულ თმაზე.

  • ცხენის კუდი სერიალ “ჭორიკანადან”
  • როგორ გავიკეთოთ იდეალური “ცხენის კუდი”
  • გვერდული კუდი
  • გაყოფილი კუდი
  • კუდი რომანტიკული პაემნისთვის

სწორი თმა

bd200bcddf69bf3a25b18ff153c2c1aa

  • ძალიან მარტივი ხერხი თმის დატალღვისთვის.

შარფი

შედარებით ექსტრავაგანტური ხერხია, რომელიც ნამდვილად არ უხდება ყველას, თუმცა საზღვაო სეზონზეც გამოდგება და რაღაც-რაღაცეებსაც დამალავს. ასევე შეგიძლია, წვრილი შარფი ნაწნავში ჩაიწნა, ნამდვილად მშვენიერი გამოდის.

  • შარფის თმაზე მორგების 12 ვარიანტი
  • შარფი ყელსაბამსა და თმაზე
  • Rihanna Inspired Hairstyle

აბადოკი

ეს 2 სტილი ჩემი ფავორიტია. ძალიან მარტივად, ზედმეტი წვალების გარეშე ვიკეთებთ ძველი ბერძნული სტილის ვარცხნილობას:

  • ერთმაგი აბადოკით
  • ორმაგი აბადოკით

ხვეულა

7c8f464effc0ecc1816588feb7330dfdერთ – ერთ პოსტში გასწავლიდით, როგორ გავიკეთოთ თმით ბაფთა. თუმცა ხვეულა საკმაოდ ფართო თემა აღმოჩნდა და მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ქვემოთ მოცემული ხერხებიდან რამდენიმე ვიცოდი, რამდენიმე კი ნამდვილად აღმოჩენა გახდა ჩემთვის. იმედია, შენც მოგეწონება:

  • იდეალური დაბალი ხვეულა
  • საზაფხულო ხვეულა
  • ჩვენი ფავორიტი ჩაბრუნებული ხვეულა
  • ბალერინას ხვეულა
  • დაგრეხილი ხვეულა
  • “უწესრიგო” ხვეულა
  • ხვეულა თმის სამაგრის გარეშე
  • გვერდითი ხვეულა

მოკლე თმა

ბევრი გოგოსგან გამიგია, რომ ვერაფერს უხერხებენ თმას, რადგან მოკლეა. ნურას უკაცრავად, გოგონებო, ეს ფაქტი სულაც არ გაძლევთ სიზარმაცის უფლებას!

  • თმის დატალღვა
  • 10 სტილი მოკლე თმისათვის
  • ჰოლი ბერის სტილი

თმის ცარცი

თმის ცარცზე სხვა პოსტებშიც ვწერდით. თუ გინდა, ყოველ დღე ახალი ფერის თმა, ანდა, სულაც ცისარტყელა თავზე, ეს პროდუქტი შენთვისაა! ბმულზე ნახავ ამაზონის ლინკსაც შესაძენად. ეს ტუტორიალი კი მის სწორად გამოყენებაში დაგეხმარება.

ბონუსად ფოტოგალერეა ინსპირაციისთვის:

იმედია, სტატია გამოგადგება. და ბოლოს, უპასუხე გამოკითხვასაც:

რომელ სტილს გამოიყენებ ყველაზე ხშირად?

View Results

Loading ... Loading ...
27 კომენტარი to this post
  1. ამ სტატიისთვის ვეძებდი ხევული თმის ვარცხნილობებს, მაგრამ საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდი გარდა აბადოკიანი ბერძნული სტილისა, რომელიც დახვეულ თმას ძალიანაც უხდება.
    მე კი სამწუხაროდ სწორი თმა მაქვს და ამ მხრივ პრაქტიკულ გამოცდილებასაც ვერ გაგიზიარებთ :(
    შევეცდები თქვენი თხოვნა სამომავლოდ გავითვალისწინო და მოვიძიო მასალა ^_^

  2. yvelaferi gasagebia,magram samcuxarod xveultmas ra eshveleba amis mrcheveli ver vnaxe…antu sheizleba dascoreba didixnitmainc,rom gadavide mtlianat tma kiara chemi tavi mecodeba,

  3. marto roca axali dabanilia im processhi sanam gashreba gishvelos gmertma kaia.gashreba tuara buchqebshi gachedil zgarbsa vdevar,sad ar vikitxe vis ar mivmarte,araferi meshvela,tetri shurit mshurs scori tmebi,,,,

  4. xveuli tma maqvs da dzalian lamazad madgeba tu kargad movuvli.. yovel dabanaze balzams sachiroebss.. dabanis shemdgom ki svel tmaze musi sheizilettt da fenis gareshe gaishret

  5. kidev erti ragac vcade am bolo dross.. sakmaod martivia da mussac ar sachiroebss:)) dabanis shemdegg,, pirsaxocs rom vixsni, lamazi kululebi maqvs, tu gashliili gavishre musis gareshe puvdeba da upormo xdeba musis ar wasmis shemtxvevashi… ertxelac dabanis shemdeg musi ar wavisvli da svel tmaze bendena shemovixvie, ise rom tma mtlianad daimala masshi da game ise davidzine rom ar movixade.. dilit, bendenis moshorebis shemdeg davinaxe tma isev im pormis iyo, rogoric axaldabanili lamazi kululebi, ogond axla ukve mshrali:) tqvenc scadett:)

  6. makvs zalian jiuti da daumorchilebeli talgovani tma….verapers vuxerxeb kimiuri daxveva mkonda gaketebuli upro gamipuja da mcviva tma ras mirchevdiit?

  7. xveuli tma maqvs magram minda, rom xuchucha mqondes da dzirebidan mexveodes da qimiiis gada rame sxva sashualeba ar arsebobs?? txeli tma maqvs da qimia dzalian damiwvavs

  8. ტალგოოვან თმებს რა ვუშველო იქნებ დამეხმაროთ, ტალგოოვანი და პუწკავა თმები მაქვს არც დახვეული მიჩერდება და არც გასწორებული ვერაფერი მოუხერხე იქნებ მირცჰიოთ რამე.

  9. მე მოკლე და ხვეული თმა მაქვს ზოგჯერ ვიხვევ მაგრამ მეტი არაფერი გამომდის რამეს ვერ მირჩევდით?????????????????????ქ

  10. მე მაქვს გრდზელი და ტალოვანი თმა მირცჰიეტ რამე კარნავალისთვის

  11. მე მაქვს ტალღოვანი თმა და ცოტათი მოკლეც როგორ დავიწნა ნაწნავი რომ იყოს ადვილიც და ლამაზიც?

შენ რას იტყვი?