Home სახლი

თუ ხელნაკეთი სუვენირები და განსაკუთრებით, სანთლები გიყვარს, ეს სტატია სწორედ შენთვისაა. მიჰყევი ინსტრუქციებს და შექმენი სანთელი, რომელიც გაახალისებს შენს და შენი საყვარელი ადამიანების ცხოვრებას.

meo

საჭირო მასალა:

  • სხვადასხვა ზომის და ფერის სანთლები
  • თხელი ხელსახოცი სასურველი ორნამენტით ან ნახატით
  • კოვზი
  • ანთებული  სანთელი

p1

ნაბიჯი პირველი:

თხელი ხელსახოციდან  ფრთხილად გამოჭერი, ან მოხიე ის ორნამენტი ან ნახატი, რომელიც გჭირდება. შეგიძლია, ნახატი მთლიან სანთელზე, ან მის გარკვეულ ნაწილზე დაიტანო.

p2

ნაბიჯი მეორე:

გააცხელე კოვზი წინასწარ ანთებულ სხვა სანთელზე, რომელსაც დეკორაციისთვის არ გამოიყენებ.

p3

ნაბიჯი მესამე:

მოარგე ნახატი სანთელს და ფრთხილად გადაასწორე გაცხელებული კოვზით (ყურადღება მიაქციე, კოვზი ძალიან არ გაცხელდეს).

p4

შეგიძლია, რამდენიმე სანთელი გააკეთო და ლამაზი ლენტით შეკრა. მსგავსად შეგიძლია გააფორმო ნებისმიერი ზომის სანთელი, ასევე თხელი ხელსახოცის მაგივრად, შეგიძლია ძველი გაზეთის ფურცლები გამოიყენო.

p01

თუ კარგად ხატავ, გირჩევთ გამოიყენო სპეციალური საღებავი, რომელიც სანთელზე დასახატად არის განკუთვნილი. მსგავსი საღებავები შეგიძლია ნახო აქ.

მსგავსი სტატიები
6 კომენტარი to this post
  1. რა მაგარია <3 ვგიჟდები სანთლებზე და კარგი იდეაა გასაფორმებლად. მადლობა :*

  2. გაზეთითაც ძალიან ლამაზია, უბრალოდ გაზეთი ძველი უნდა იყოს :)) მოყვითალო ^_^

შენ რას იტყვი?