Home სახლი

საახალწლო მორთულობაზე ფიქრისას თავში უამრავი იდეა მოგვდის და ერთ-ერთი მათგანია ქაღალდის ფიფქები. საკუთარი ხელით შექმნილი მორთულობა გამორჩეული და ორიგინალურია, განსაკუთრებულად მოგვწონს და განწყობასაც გვიუმჯობესებს. გაიხსენე ბავშვობა და შექმენი ფიფქები!

sn11

1.შექმენი მობილი ფიფქებისგან

დაგჭირდება:

  • ქაღალდი
  • მეტალის რგოლი ან მავთული
  • ძაფი (ან ძუა)

ფურცელი გადაკეცე სამ ან ოთხ ფენად, ფანქრით მიახატე ორნამენტები და ამოჭერი. ფიფქები ძაფით მიაბი ერთმანეთს, შემდეგ ლითონის რგოლს.

146

2. გამოიყენე ფიფქი საჩუქრის შესაფუთად

დაგჭირდება:

  • ქაღალდი ფიფქისთვის
  • საჩუქრის შესაფუთი ქაღალდი
  • ძაფი ან დეკორატიული ლენტი

გამოჭერი ფიფქი, შეფუთე საჩუქარი და ზედ მიამაგრე ფიფქი ძაფით ან დეკორატიული ლენტით. ფიფქის და შესაფუთი ქაღალდის შერჩევისას საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელე.

219

3. გააოცე სტუმრები ქაღალდის ბალერინებით

დაგჭირდება:

  • ქაღალდი
  • ძაფი

გამოჭერი ბალერინას ფიგურა და ჩამოაცვი ფიფქი, რომელიც ტუტუს მაგივრობას ასრულებს. ბალერინები და ფიფქები ერთმანეთს ძაფით მიაბი.

PicMonkey Collage (2)

4. ფიფქების გვირგვინი

დაგჭირდება:

  • მუყაოს გვირგვინის ფორმა
  • ფერადი ქაღალდი
  • წებო (სასურველია ცხელი წებოს პისტოლეტი)
  • ნაჭრის (ტილოს) ზოლები

მუყაოს ფორმას ზემოდან დაახვიე ნაჭრის ზოლები. გამოჭერი ფიფქები და დააკარი გვირგვინს.

PicMonkey Collage (1)

4 კომენტარი to this post
  1. ორნამენტის დახატვა ერთერთი ყველაზე მნიშნელოვანია ამ საქმეში და სამწუხაროდ ძალიან ცუდად არის ამის შესახებ მითითება, როგორც აქ ხატია, მასე არ დაიხატება და ცოტა მეტი რომ გეძებნათ ინტერნეტში, იპოვნიდით რომ ორნამენტების გამოსაჭრელი ნიმუშები არსებობს და მეთოდების შესახებ დაწერდით. რაღაც მოვალეობის მიზნით დაწერილს გავს, საჭირო იყო საახალწლო რამე დაგეწერა და დაწერე რა უბრალოდ.

    • აქ მოცემული ნებისმიერი ორნამენტი მშვენივრად გამოვჭერი. უარყოფითი კრიტიკა ყველაზე მარტივია. თუ სურვილი გაქვს მოძებნე გამოსაჭრელი ნიმუში და ლინკი მიამაგრე, სხვებიც რომ განათლდნენ შენსავით! ერთ რამეში მართალი ხარ. აქ წერა ჩემთვის ნამდვილად მოვალეობაა, რომელიც ნებაყოფლობით ვიტვირთე და მისი შესრულება ჯერჯერობით ძალიან სასიოამოვნოა. ახალ წელს გილოცავ.

  2. aq daxatulis zustad gameoreba Tu ar gamogiva mieci fantazias gasaqani. aucilebelia mxolod furclis sworad gakecva, rac kargadaa mocemuli erTi-ori cdis mere aucileblad gamogivaT saintereso fifqebi ubralod miamsgavse daxaTuls da moigone axali. Dfarxmali ar dayaro da sasurvel Sedegs aucileblad miaRwev

შენ რას იტყვი?