Home ვარსკვლავები

მათი სახელები ყველამ იცის.

განურჩევლად სქესისა “Victoria’s Secret”-ის ჩვენებებს ყველა სიამოვნებით უცქერს.

ისინი ყველა მამაკაცისთვის სასურველი არიან.

Angels

Angels

მათი არაამქვეყნიური სილამაზის უკან კი ჩვეულებრივი ქალები იმალებიან, რომლებსაც მიუხედავად თავყვანისმცემლების დიდი არმიისა, ჰყავთ საყვარელი მამაკაცები. საინტერესოა, ვინ არიან ისინი?!

კარლი კლოსი და ჯოშუა კუშნერი

კარლი კლოსი მედიამაგნატ ჯოშუა კუშნერს ხვდება, რომელიც ეშტონ კატჩერის ახლო მეგობარია. ჯოშუას უფროსი ძმის ცოლი კი ივანკა ტრამპია.

27 წლის მდიდარ და სასურველ სასიძოს პაპარაცები ხშირად აფიქსირებენ “Victoria’s Secret”-ის 21 წლის ლამაზმანთან ერთად.

ლილი ოლდრიჯი და ქალებ ფოლოვილი

28 წლის ლილი ოლდრიჯი მომღერალ ქალებ ფოლოვილზეა დაქორწინებული. წყვილი 2007 წელს ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად შვილიც ჰყავთ – დიქსი.

ლილი დღემდე უზომოდაა შეყვარებულ თავის მეუღლეზე და ყველა ინტერვიუში აფიქსირებს, რომ ის საუკეთესო მამაკაცია, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია.

ალესანდრა ამბროზიო და ჯეიმი მაზური

ბრაზილიელი სუპერმოდელი და მილიონერი ბიზნესმენი ჯეიმი მაზური ერთმანეთს 2005 წლიდან ხვდებიან. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ: 4 წლის ანია და სულ რამდენიმე თვის ნოა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, მაგრამ 32 წლის ალესანდრამ განაცხადა, რომ ისინი კვლავ ერთად არიან. წყვილი დანიშნულია, თუმცა ოფიციალურ ქორწინებას ჯერ არ გეგმავს.

ადრიანა ლიმა და მარკო ჯარიჩი

სერბი კალათბურთელი არა მხოლოდ კარიერაში აღმოჩნდა წარმატებული, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ის 2009 წელს ვალენტინობას, დაქორწინდა ბრაზილიელ მოდელ ადრიანა ლიმაზე, რომელთანაც უკვე ორი ქალიშვილი ჰყავს – 3 წლის ვალენტინა და რამდენიმე თვის სიენა.

ბოლო მშობიარობის შემდეგ ადრიანას არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ის ძალიან მომატებული იყო წონაში, თუმცა 32 წლის ლამაზმანმა მალევე დაიბრუნა ულამაზესი ფორმები. ამის სადემონსტრაციოდ წლევანდელი შოუც გამოდგება.

ჯოან სმოლსი და ბერნარდ სმიტი

“Modellounge NYC” არის საუკეთესო ადგილი მანჰეტენზე განტვირთვისთვის და მოდელების საყვარელი ადგილი ჩვენებებსა და კასტინგებს შორის შესვენებისას. მისი მფლობელი ბერნარდ სმიტი წარმატებული მარკეტოლოგი და გამომცემელია.

არც ის ფაქტია გასაკვირი, რომ მისი მეგობარი გოგონა მოდელია. “Victoria’s Secret”-ის 25 წლის ლამაზმანი ჯოან სმოლსი და ბერნარდი 2011 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

დოუცენ კროსი და სანერი ჯეიმსი

წყვილი ერთმანეთს 2009 წელს შეხვდა და ერთი წლის შემდეგ მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. მათ ერთი წლის ვაჟი ფილონი ჰყავთ.

სანერი ცნობილი DJ-ია და ძირითადად ამსტერდამში მოღვაწეობს, ხოლო დოუცენის სამოდელო კარიერა ნიუ-იორკთანაა დაკავშირებული, რის გამოც წყვილს საკმაოდ რთულ პირობებში უწევს ურთიერთობის შენარჩუნება.

ბეატი პრინსლოო და ადამ ლევინი

დიახ, დიახ! ჯგუფ “Maroon 5” სოლისტი ადამ ლევინი 24 წლის მოდელზეა დანიშნული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ადამის პირველი მეგობარი გოგონა არ არის  “Victoria’s Secret”-ის ლამაზმანებიდან. ის მანამდე ანა ვიალიცინას ხვდებოდა.

ერინ ჰეტერტონი და ჯორდან კამერონი

წყვილმა “Victoria’s Secret”-ის შარშანდელი შოუს შემდგომ წვეულებაზე გაიცნო ერთმანეთი და დღემდე ხვდებიან.

24 წლის ერინი იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ მისი წინა მეგობარი მამაკაცი 39 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო იყო.

ლეო კი თავის მხრივ რეკორდსმენია. ის სხვადასხვა დროს “Victoria’s Secret”-ის ოთხ ლამაზმანს ხვდებოდა.

თითოეული მათგანი მომხიბვლელი და საინტერესოა, მაგრამ რომელ წყვილს მიანიჭებდი უპირატესობას?

არ დაგავიწყდეს გადახედო ჩვენს რეპორტაჟებს Victoria’s Secret-ის წლევანდელი შოუს კულისებიდან.

7 კომენტარი to this post
  1. ლეონარდო დიკაპრიოს ამჟამინდელი შეყვარებულიც ვიქტორია სეკრეტის ერთ-ერთი ანგელოზია – ტონი გარნი :))))))))) მოკლედ დაიპრყო ანგელოზები :D :)))))))))

  2. მირანდა კერი და ორლანდო ბლუმი გამოგრჩაა :( ყველაზე მეტად მაგენი მიანტერესებს <3

შენ რას იტყვი?