ცნობილი დები, რომელი ჯობია?
ეს არის სტატია ცნობილ დებზე, ან დებზე რომელთაგანაც ერთერთი უფრო ცნობილია ვიდრე მეორე. შევაფასოთ რომელი უკეთესია.
კენდელ ჯენერა და კიმ კარდაშიანი
13 მარტს კიმ კარდაშიანმა თავის ბლოგზე დაწერა, “კენდელს ჩემი Azzedine Alaia-ს კაბა ვათხოვე Hunger Games-ს პრემიერაზე. ღვთაებრივად გამოიყურება, ხომ მართალია?” და აქვე დაამატა, “ეს ისეთი გასაოცარი კაბაა! მე ის 2010 წელს მეცვა, როცა დედასთან ერთად ვიყავი პარიზში და თავად Azzedine Alaia-ს შევხვდი. მახსოვს ამ ბრენდის კაბებს დედაჩემი ხშირად მათხოვებდა ხოლმე თავისი გარდერობიდან, როცა უფრო პატარა ვიყავი, ახლა მიხარია, რომ მე უმცროსი დები მყავს, ვისაც შემიძლია ჩემი საყვარელი საგნები გავუზიარო.”

ბიონსე და სოლანჯი
ბიონსეს უმცროსი და სოლანჯი საკმაოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ცნობილი ალბათ უფრო იმიტომ არის, რომ ბიონსე არის ასეთი პოპულარული ვარსკვლავი.

პარის და ნიკი ჰილტონები
რომ არა მათი პაპის სახელი, ისინი შეიძლება არავის არ სცნობოდა დღეს. მათ არ აქვთ რაიმე ტალანტი, რომ წარმოაჩინონ, მაგრამ ამის მიუხედავად გაზეთები მაინც მათზე ნადირობენ.

ჯესიკა და ეშლი სიმპსონები
ეს მომღერალი დები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თუ ჯესიკა ქალურია და მოდას აყოლილი, ეშლი უფრო ჰიპური სტილის მოყვარულია.

ქეით და პიპა მიდლტონები
მიუხედავად იმისა, რომ უფროსი და პრინცესაა, პიპა ნამდვილად არ თმობს პოზიციებს. ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება და დას ტოლს არ უდებს.

ეშლი, მერი-ქეით და ელიზაბეთ ოლსენები
ეშლი და მერი-ქეითი ყოველთვის პოპულარულები იყვნენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში იღებდნენ მონაწილეობას ფილმებში. რაც შეეხება მათ დას ელიზაბეთს, ის ახლახან გამოჩნდა ჟურნალ asos-ის მარტის თვის ნომერში, თუმცა უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს.

დაკოტა და ელლე ფენინგები
ორივე და საკმაოდ პოპულარულია. მათ არა მარტო ჰოლივუდში დაიმკვიდრეს სახელი, არამედ სამოდელო ბიზნესშიც. შენ რომელი დის სტილი უფრო მოგწონს, უფროსი დაკოტას ელეგანტურობა, თუ უმცროსი ელლეს ელფური ბრწყინვალება?

ემილი და ზოი დეშანელი
ლამაზი ზოი და გლამურული ემილი, ორივე ნამდვილი კარნავალის დედოფალია და პირველობას სხვას კი არა ერთმანეთსაც არ უთმობენ.

ჰაილი და ჰილარი დაფები
ქერათმიანი ლამაზმანები, მართლაც რომ მომხიბვლელები არიან. ჰილარი თინეიჯერების ნამდვილი ვარსკვლავი იყო, ახლაც უამრავ ფილმში იღებენ და ერთერთ ფილმში მას თავისი და უწევს პარტნიორობას.

ალი და ლინდსი ლოჰანები
ლინდსი ლოჰანი საკმაოდ ნიჭიერი და პოპულარული მსახიობია. ალი კი ყოველთვის მისი პატარა და იყო. ამბობდნენ, რომ მას თავისი დისგან განსხვავებით არანაირი ტალანტი არ აქვს. თუმცა ალი გაიზარდა და მოდელი გახდა, მონაწილეობა მიიღო რეალითი შოუში და კონტრაქტი გააფორმა NEXT MODEL-თან.

keiti jobia
მეც ქეითი უფრო მომწონს
კიდევ? სხვებზე რას იტყვით?
pipa jobs kates , kardashianebi saertod ar momcons))
tqvens saits saertod ar mixsnis da ra xdeba?
სხვა ბრაუზერით სცადეთ აბა. მუშაობს საიტი გამართულად
arc operati shedis arc googleti xsnis da arc mozilati ;)
kardasheni koshmaria, arc meore uqnia gmerts,magram kimze uketesi aris ragacit
დიდი ბედნიერებაა როცა და ყავს ადამიანს.არა აქვს მნიშვნელობა ცნობილი იქნება თუ არა<3
ბავშვობიდან მინდოდა უფროსი და მყოლოდა :) რო მერე იმის კაბები და ფეხსაცმელები ჩამეცვა :D დედაჩემის დიდები მქონდა ხოლმე :D :D :D
ეშლი, მერი-ქეით და ელიზაბეთ ოლსენები ulamazesebi arian samiveee
Sally Wiedźmin Wiedźmin – კენდალ ჯენერზე რომ დაწერ ღმერთს არ უქნიაო ტეხავს პროსტა რაა :)))) ულამაზესი გოგოა, ამ სურათში კიდე არ ჩანს, კიმიც კარგი იყო, სანამ გასუქდებოდა, მაგრამ კენდალი ნამდვილად ყველა კარდაშიანს და არა მხოლოდ კარდაშიანს, ჯობია :)))