Home ვარსკვლავები

მოკლედ ამ ჰოლივუდის პაპარაცებს ხომ ვერაფერს გამოაპარებს კაცი? არადა თუ საიდუმლოდ სურდა თავისი ქორწინების დატოვება ნატალი პორტმანს, რატომ არ იფიქრა, იმაზე, რომ ოსკარის 84-ე ცერემონიალს მილიარდობით მაყურებელი ჰყავს და ნომინაციის გამოცხადების დროს, კონვერტის გახსნისას, “ვიღაც” მაინც შეამჩნევდა მის თითზე საქორწინო ბეჭდის მოზრდილი ბრილიანტის ბრწყინვას???

უნდა ავღნიშნოთ, რომ ნატალი პორტმანის რჩეულს ბენჯამინ მილიპედსაც ანალოგიურად ქორწინების ბეჭედი ამშვენებდა.

მოკლედ აქ არის ფაქტები და იქორწინეს თუ არა წყვილმა საიდუმლოდ, ამის გარკვევა თქვენთვის მოგვინდია, რადგანაც თავად ამ ფაქტის გამო კომენტარის გაკეთებისგან უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ წყვილი საკმაოდ დიდხანს იყო დანიშნული და ჰყავთ ვაჟიშვილი სახელად ალეფი. თავად ნატალი კი ჟურნალ PEOPLE- თან ინტერვიუში აცხადებს რომ უზომოდ ბედნიერია და ბენჯამინი მოფერებით “მშვენიერ სიყვარულს” ეძახის.

2 კომენტარი to this post
  1. თუ საიდუმლოდ უნდოდათ ამ ფაქტის დატოვება, მაშინ ბეჭდებსაც არ გაიკეთებდნენ. მგონი წინასწარ გათვალა წყვილმა ყველაფერი და ვუსურვებ ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს:)))

  2. მეც მასე ვფიქრობ რომ წინასწარ გათვლილი ნაბიჯი იყო, ცოტა მეტი ყურადღების მისაქცევად, პიარი მაინც თავისას შვება :D

შენ რას იტყვი?