“გილოცავთ, ქეით!” – დღეს ქეით მოსის დაბადების დღეა
აჭრელდა დღეს გლამურული ახალი ამბებისა და ყვითელი პრესის პირველი გვერდები ქეით მოსის დაბადების დღის მოლოცვით.
ვინ არ იცის ქეით მოსი? ყველას აუცილებლად გაუგია მისი სახელი, თუნდაც არ იყოს გარკვეული მოდის ინდუსტრიაში. ამ ქალბატონმა სახელი გაითქვა როგორც გარეგნობით, “მგლის მზერითა” და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიხვრა-მოხვრით პოდიუმზე. ასევე მრავალფეროვანი, ეპატაჟური ცხოვრების სტილითა და სკანდალებით ხშირად ახარებს ყვითელ პრესას.
მიუხედავად მისი მოდელისთვის არასაკმარისი სიმაღლისა (170სმ), ის პოდიუმის დედოფალია. მრავალი დიზაინერის მუზა და რჩეული გამხდარა და უამრავ პრიალა ჟურნალზე აღბეჭდილა 20 წლიანი სამოდელო კარიერის მანძილზე. ის მისტიკური 0 ზომის მატარებელია. აღიარებულია ერთ-ერთ გავლენიან პერსონად მოდის ინდუსტრიაში.
მაგარი ქალია!
არც მძულს მაგრამ არც ვგიჟდები :დ