Home Events

მას შემდეგ, რაც ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა, საზოგადოებას გაუჩნდა ინტერესი, უფრო მეტი იცოდეს მათ შესახებ.

მერილ სტრიპმა საკუთარი პირადი რეკორდი გააუმჯობესა. წლევანდელი ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი ქალი“ ფილმით „აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო“ (August: Osage County) მე-18-ა. მერილ სტრიპის შემდეგ ყველაზე მეტჯერ – 12-ჯერ საუკეთესო მსახიობად ნომინირებული იყვნენ ჯეკ ნიკოლსონი და ქეთრინ ჰეპბერნი.

ბრიუს დერნი 1978 წლის შემდეგ პირველად იქნა წარდგენილი ნომინაციაზე „საუკეთესო მსახიობი მამაკაცი“, ანალოგიურად დიდი შუალედი აქვს ნომინაციებს შორის „12-წლიანი მონობის“ (12 Years a Slave) 82 წლის კოსტიუმების დიზაინერს პატრიცია ნორისს. ის ბოლოს „ოსკარზე“ 1989 წელს იყო წარდგენილი.

ლუპიტა ნიონგომ (12 Years a Slave) და ბარხად აბდიმ (Captain Phillips) თავიანთ პირველივე როლებზე დაიმსახურეს „ოსკარზე“ ნომინაციები. ასევე „ნებრასკას“ ( Nebraska) სცენარისტი ბობ ნელსონი თავისი პირველივე ფილმის სცენარისთვის წარადგინეს ნომინაციაზე „საუკეთესო სცენარის ავტორი“.

„დალასის შემსყიდველთა კლუბის“ (Dallas Buyers Club) ორი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი და ჯარედ ლეტო ერთდროულად პირველად იქნენ წარდგენილი „ოსკარზე“, ასევე მაიკლ ფასბენდერი და ჩიუტელ ეჯიოფორიც ერთი და იმავე ფილმით „12 წლიანი მონობა“ (12 Years a Slave) არიან ნომინირებული.

„ოქროს გლობუსის“ მფლობელი სალი ჰოუკინსისთვის ფილმით „ჟასმინი“ (Blue Jasmine ) და 84 წლის ჯიუნ სქუიბისთვისაც  ფილმით „ნებრასკა“ (Nebraska)  ეს პირველი ნომინაციაა „საუკეთესო მსახიობი ქალის მეორე ხარისხოვან როლზე“.

„საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაზე წარდგენილი ხუთი ქალიდან ემი ადამსი არის ერთადერთი, რომელსაც ჯერ ეს ჯილდო არ მიუღია. ის მანამდე 4-ჯერ იყო ნომინირებული „საუკეთესო მსახიობი ქალის მეორეხარისხოვან როლზე“.

თუ ჯენიფერ ლოურენსი შეძლებს გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალის მეორეხარისხოვანი როლი“, ის იქნება „ოსკარების“ ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც ზედიზედ აიღო „ოსკარი“ სხვადასხვა კატეგორიაში. შეგახსნებ, რომ ის შარშან გახდა „საუკეთესო მსახიობი ქალი“ ფილმით „ვერცხლისფერი პიესები“ (Silver Linings Playbook).

დევიდ ორასელის ფილმი „ამერიკული აფიორა“ (American Hustle) არის მე-14 ფილმი, რომლის მსახიობებიც ნომინირებული არიან ოთხივე სამსახიობო ნომინაციაზე. გასულ წელს, ამავე რეჟისორის ფილმი „ვერცხლისფერი პიესები“ (Silver Linings Playbook) ამდენივე ნომინაციით იყო წარმოდგენილი „ოსკარზე“.

The-Oscars-2014-logo

მოგვწერე, რა გინდა იცოდე ნომინანტების შესახებ და შენს სურვილს აუცილებლად შევასრულებთ.

მსგავსი სტატიები
5 კომენტარი to this post
    • ლეოს რად უნდა ოსკარი ? დავლანძღავ ერთხელაც იქნება ყველას ერთად >.< რაბიჭს ჩაგრავენ T.T

  1. საერთოდ რა საჭიროა ოსკარი ხალხის აზრი მგონია ყველაზე დიდი ოსკარი

  2. იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ ლეონარდო არის მოვლენა,არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოვებული შეუდარებელი მსახიობი. ფანებიც როგორ ვნერვიულობთ, ვლანძღავთ აკადემიას მაგრამ.. ერთხელაც არ დავფიქრებულვართ რომ ამ კაცს ძალიან მაგრად კიდია ეს ოსკარი -_- ასჯერ აქვს ეს ნათქვამი და ხალხი რატომღაც მაინც უ-ოსკარო ლეოს არ აღიქვამს როგორც სერიოზულ მსახიობს თუ რა მაფიაა -_- მაინც ვიმედოვნებ რომ აღირსებენ მგელისთვის რადგან მთელი 7 წელი კაცი მუშაობდა რომ ეს ფილმი შემდგარიყო. რავიცი, დაუფასდეს უნდა მაინც.

შენ რას იტყვი?