Home ვარსკვლავები

17 ნოემბერს გამართულმა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

ინაუგურაციის შემდგომ ბევრი დაიწერა და ითქვა სხვადასხვა საკითხზე, თუმცა კითხვაზე, რომელი დიზაინერის სამოსი ეცვათ ხელისუფლების პირველი პირების მეუღლეებს, პასუხს ყველამ დიპლომატიურად აარიდა თავი.

ჩვენთვის კი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს “Christian Dior“-ის შავ-თეთრი პალტო ეცვა, რომელიც 2013 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციიდანაა.

სწორედ ეს პალტო ეცვა კერი ვაშინგტონის გმირს, ოლივია პოუპსაც სერიალ “სკანდალის” მესამე სეზონის ერთ-ერთ სერიაში.

აღსანიშნავია ეკა ხვედელიძის მზის სათვალეც, რომლის ბრენდი  “Dolce & Gabbana” ყველასთვის შესამჩნევი იყო.

როგორ შეაფასებდი ეკა ხვედელიძის სტილს?

5 კომენტარი to this post
  1. პალტო უხდება, ჩემი აზრით, მაგრამ უფრო მოუხდებოდა, შიგნით რომ დიდყელიანი ზედა არ ეცვას. უკეთესი იქნებოდა თუნდაც სწორი, დახურული, შავი ზედა ჩაეცვა – კონსერვატიულიც იქნებოდა და ლამაზიც.

შენ რას იტყვი?