ბოლივუდი VS ჰოლივუდი
ჩემი მუშაობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმდენი მოვასწარი, რომ ინდოელებთანაც კი ვიმუშავე. რას ვიზამთ, უმუშევრად ჯდომას ისევ იმათი ინგლისურის მოსმენა მერჩივნა. მართალია, ეს სამუშაო სულ რაღაც ორი თვე იყო, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი. ინდური ფილმების ყურება და ინდური მუსიკის მოსმენა დამაწყებინეს.
თავის მართლებასავით ჟღერს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ისეთ ადგილას ვიჯექი, სადაც მთელი დღე რომელიღაც ინდური არხი ტრიალებდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ აუცილებლად მეკითხებოდნენ: ეს ინდოელი მსახიობი იცი? აუ ის არ იცი? და თუ არ ვიცოდი ეს ძალიან უკვირდათ მაშინ, როცა თვითონ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მაგალითად მაიკლ ჯექსონი, მადონა, ანჯელინა ჯოლი არ იცოდნენ.
ერთ-ერთი სტატიისათვის სურათების ძებნისას საკმაოდ საინტერესო სურათებს გადავაწყდი. ბოლივუდის სელებრითები, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს გვანან. ინდოელი მსახიობებიდან მხოლოდ აიშვარია რაი ვიცანი, რომელსაც, ვაღიარებ, რომ ულამაზესია. სხვებს აქა-იქ მოვკარი თვალი, იძულებითი კინო-სეანსებისას. მაშ ასე, ბოლივუდი VS ჰოლივუდი:
Shahid Kapur & Zack Braff
Sonali Kulkarni & Halle Berry
Priety Zinta & Drew Barrymore
Bipasha Basu & Sophia Loren
Aishwarya Rai & Angelina Jolie
John Abraham & Antonio Banderas
Sylvestor Stallone & Ranbir Kapoor
Jean Russo & Sanjay Dutt
Tom Hanks & ინდოელი არ ვიცი
Bradley Cooper & Hrithik Roshan
Dia Mirza & Anne Hathaway
Paris Hilton & Kareena Kapoor
Pooja Batra & Debra Messing
Hrithik Roshan & Sylvester Stallone
Shahrukh Khan & Michael Jackson
რაღაც მსგავსება შეინიშება, არა?!
მე ის აღმოვაჩინე, რომ ბოლივუდი, ხშირ შემთხვევაში, სჯობს ჰოლივუდს. ნუ, ამ კონკრეტულ მსახიობებს ვგულისხმობ. :)))
vaaa daujerebelia, es shemtxvevit tu specialurad edzeben mimsgavsebul msaxiobebs?
jean russo ki ara renoa, is ucnobi msaxiobi kide aamir khania :):)
ზოგიერთი მართლაც ძალიან გავს. ჰოლივუდელებმა თუ იციან ამ მსგავსების შესახებ? :))