ანჯელინას გლამურული ტური: რომელი ჩაცმულობაა უკეთესი? [გამოკითხვა]
ეს ბოლო პერიოდი ანჯელინა ჯოლი საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს, შედგა მისი სარეჟისორო დებიუტიც. ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში უამრავ წითელ ხალიჩაზე მოუწია გავლა, იქნებოდა ეს დაკავშირებული მის სარეჟისორო მოღვაწეობასთან თუ დაჯილდოების ცერემონიებთან. არაფერს ვიტყვი ოსკარის ცერემონიაზე მის ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ამაზე ისედაც ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა, სათქმელად ისიც საკმარისია, რომ ენჯის ფეხს უფრო დიდი გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან, ვიდრე ოსკარის ზოგიერთ ლაურეატს.
მინდა შემოგთავაზო ანჯელინას ჩაცმულობა, რომლითაც ის ბოლო პერიოდში ჩნდება საზოგადოების წინაშე. მას თავისი ფილმის “სისხლისა და თაფლის მიწის” პრემიერის გამო ნიუ-იორკში, პარიზსა თუ ხორვატიაში უწევდა მოგზაურობა.
შენი აზრით მაინც რომელი ჩაცმულობაა უკეთესი? მე ჩემს სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ და ვიტყვი, რომ ოქროს გლობუსის ცერემონიალზე თეთ-წითელ კაბაში განუმეორებელი იყო. საუკეთესო კაბა შეგიძლია გამოკითხვაში დააფიქსირო, ხოლო ყველაზე ცუდი კომენტარებში დაწერე.

yvelashi lamazada.. msoplioshi ybvelaze lamazi qali …♥♥♥
მერვე მომწონს მე, ეგრე ვერ გავარკვიე ჩამონათვალში.
ეგ აქ შავად კი ჩანს მაგრამ მუქი ლურჯი კაბაა ლოს ანჟელესის პრემიერაზე
didi atavi uchans umetesad suratebshi:(
ყველა კაბაში მშვენიერია<3<3<3
მე მაგალითად პირველ სურათში არ მომწონს, არ ვიცი კაბის ბრალია არ ვიცი სიგამხდრის
უბრეტელო შავი კაბა მომეწონა ისე ამ ქალს ყველაფერი უხდება
კი ყველაფერი უხდება, სანამ კატასტროფულად არ გახდება ხოლმე
yvelaperii uxdebaa <3.
ვერსაჩეს კაბებში კარგია
მართალია ეს ხომ ვერსაჩეა :)
ჩემი აზრიტ ყველა უხდება!
მართალია, უბრალოდ რამოდენიმეგან კატასტროფულად გამხდარია და იქ არ მომწონს
ვერსაჩეც – სუპერ.
6 da 8 <3