Home წარმატება

შენს უფროსს ეღიმება. მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი. შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ტყუილად კი არ იყო ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი. შენ გაქვს მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა გამოყენებამაც, შესაძლოა ზემოხსენებული ცინიკური ღიმილი მოაშთოს შენი დამსაქმებლის სახიდან.

შენ გაქვს უფლება:

Office

1. გამოთქვა საჩივარი სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გააპროტესტო და მოითხოვო ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსწორება. შრომის კოდექსში პირდაპირაა მითითებული დამსაქმებლის ვალდებულება, უზრუნველყოს დასაქმებულისთვის შესაბამისი სამუშაო პირობები და უსაფრთხოების ზომები.

2. მოითხოვო და შეინახო ყველა იმ დოკუმენტის ასლი ან დედანი (შენი პირი), რომელსაც ხელს აწერ. უფლება გაქვს გაეცნო სამსახურში შენ შესახებ დაცულ ყველა საბუთს. თუ ისინი არ გაძლევენ ხსენებულ დოკუმენტებს, დაწერე ოფიციალური წერილი დირექტორის სახელზე ორ ასლად. განუსაზღვრე ვადა, რა ვადაშიც ეს ინფორმაცია უნდა იქნეს მოწოდებული (შეარჩიე გონივრული ვადა – არანაკლებ 10 დღისა). ერთი პირი დატოვე კანცელარიაში/მენეჯერთან, მეორე ასლზე თარიღის დასმით ხელი მოაწერინე იმავე ადამიანს, ვისაც ჩააბარე განცხადება და შეინახე. მერწმუნე, გამოგადგება.

Docs

3. მოითხოვო და მიიღო შრომის შინაგანაწესი. ხშირ შემთხვევაში, შინაგანაწესი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მისი დარღვევა შესაბამის სანქციებს იწვევს, როგორც შენთვის, ისე დამსაქმებლისთვის. ის შენი სახელმძღვანელოა სამსახურში მოქმედებისას. ის საკითხები, რაც არ არის განსაზღვრული ხელშეკრულებით, ძირითადად, შინაგანაწესითაა მოწესრიგებული.

4. შრომის შინაგანაწესი, შესაძლოა უკანონო ნორმებსა და დებულებებს შეიცავდეს. მოქმედი შრომის კანონმდებლობით, მხარეთა შეთანხმებით არ შეიძლება განისაზღვროს შრომის კოდექსისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებენ დასაქმებულის მდგომარეობას. ამიტომ, გირჩევ, კარგად გაეცნო ხსენებულ კანონს.

5. თუ დამსაქმებელი, გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით ან სხვა რამე საბაბით (მაგ. იმ მიზნით, რომ შენზე არ გავრცელდეს შრომის კოდექსის მოქმედება) შრომის ხელშეკრულებას შენიღბავს მომსახურების ხელშეკულების იარლიყით, მაგრამ დამსაქმებელი აკონტროლებს შენს დროს, სამუშაოს შესრულების ადგილსა და წესს, აჰყავს და ათავსიუფლებს შენს თანამშრომლებს, აკეთებს შეფასებას, ან ამბობს, რომ ექსკლუზიურად მხოლოდ მას უნდა მიაწოდო მომსახურება, მაშინ შენ დასაქმებული ხარ და გეკუთვნის ყველა ის სიკეთე და შეღავათი, რაც შრომის კოდექსით ან შინაგანაწესით სხვა თანამშრომლებზე ვრცელდება (მაგ. კორპორატიული დაზღვევა).

working

6. კვირაში 40 საათს პლიუს შრომა უკვე ზეგანაკვეთურ შრომად ითვლება და ის უნდა ანაზღაურდეს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რაც უნდა იცოდე. შეგიძლია, შრომის კოდექსს თავად გაეცნო, ან დაელოდო ჩვენს შემდგომ სტატიებს შრომის უფლებებთან დაკავშირებით.

17 კომენტარი to this post
  1. ძალიან საჭირო, ინფორმაციული და საინტერესო პოსტია. დიდი მადლობა ავტორს

  2. პროსტა ეს რა გამიკეთეს.. ყველაზე საუკეთესო ვიყავი თანამშრომლებს შორის, საუკეთესო დროის მაჩვენებელი მქონდა სამსახურში გატარებულ ყოველ დღეზე, ვმუშაობდი შესვენების გარეშე, დილის 9დან საღამოს 6მდე, ხანდახან მეტსაც და რა შემრჩა??? არაფერი, არავითარი მეტი ანაზღაურება, არავითარი დასვენების დღეები, არავითარი შემცვლელი რომ დღის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც მიმეღო საკვების სულ მცირე ულუფა, ეგ კი არა ერთი ჭიქა ყავის დალევას ერთ საათს ვუნდებოდი იმდენად მოუცლელი ვიყავი, სადაა სამართალი,. ხალხნო გეკითხებით შემიძლია ასეთ სიტუაციაში რაიმე გავაკეთო??? შეიძლება რომ ვუჩივლო???

    • სამართალი სასამართლოშია. ხელშეკრულება გქონდა გაფორმებული? ასლები გამოითხოვე. გათავისუფლების ბრძანებაც. აი, დოკუმენტების მიხ. შემდგომ უკვე გამოჩნდება, აქვს თუ არა ჩივილს აზრი. გირჩევ, კონსულტაციისათვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს მიმართო. 11:00-17:00-ამდე მუშაობენ. ორიდან სამამდე – შესვენება აქვთ და ცოცხალი რიგია.

  3. თუმცა ახლა რაღა დროს ალბათ, უკვე გამათავისუფლეს.. თუმცა მეგონა რომ რაც უფრო ნაკლებად პრეტენზიული ვიქნებოდი მით მეტხანს ვიქნებოდი დასაქმებული, ნამდვილი იდიოტი ვარ რა

    • გათავისუფლებიდან 3 წელი კიდევ შეგიძლია დავა სასამართლოში.

  4. არსებობს სადმე ეს კანონი, რომ ვნახო?…
    ან რომელ ორგანიზაციებს ეხებათ უფრო ზუსტად რომ მითხრათ?…
    როგორც გავიგე მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებზე ვრცელდება და კერძოებს არ ეხებათო…
    სწორედ ამის გამო წამოვედი სამსახურდან, დღეში 11 საათი სამუშაო დღე მქოდა (შესვენების გარეშე) და კვირაში 77 საათი (ასევე დასვენების გარეშე) გაგიგონიათ მსგავსი რამ?!!… :)))))
    სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს… :))))
    ბევრი ორგანიზაცია სარგებლობს იმით, რომ სამსახურის შოვნა ძნელია და უკვე ნაპოვნს ყველა უფრთხილდება, ამიტომ თამამად არღვევენ წესებს და დასაქმებულს სულს ხდიან!!…

  5. https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1155567 აი, შრომის კოდექსი. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კომპანიას/ორგანიზაციას, გარდა საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებებისა. ასე რომ, მწარედ მოგატყუეს, თუ ვინმემ გითხა, რომ შრომის კოდექსი მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებს ეხება, ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არსებობს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც შრომის კოდექსთან ერთად არეგულირებს სახელმწიფო სამსახურის შინაგანაწესს.

  6. tu icit vinmem, roca sheni nebit modixar samsaxuridan. ufleba aqvs damsaqmebels ar mogces bolo tvis premia? ( turme yvelgan eseti kanoni yofila. ese amixsnes me)

  7. ბოლო თვის ხელფასი უნდა მოგცეს, ან თუ ბოლო თვე სრულად არ გიმუშავია, ის ოდენობა, რაც იმუშავე. მაგრამ თუ შენი ნებით მოდიხარ, ერთი თვის კომპენსაცია არ გეკუთვნის.

  8. დიანა კვარაცხელია ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის…
    ასეთი "კანონები" გვაქვს საქართველოში, არავინ არაფერს აკონტროლებს…
    მითხრეს: გინდა ასეთი პირობები? მიიღე, თუ არადა სხვაც ბევრია მსურველიო…
    ყოველ 3 თვეში ერთხელ იცვლიან თანამშრომლებს და ტექსტით: "რამდენიმე დღეში ხელშეკრულებას მოგიტან" გაჰყავთ დრო!!

  9. შრომის კოდექსი ეხება კერძო დამსაქმებლებს. საჯარო დაწესებულებებისთვის ცალკე კანონი არსებობს საჯარო სამსახურის შესახებ.

  10. კერძო სამსახურებში ამას არავინ იცავს, ყველას თავისი შედგენილი ხელშეკრულებაა. ” არმოგწონს. წადი” ასეთი სლოგანია ყველგან. კანონს ძალა მაშინააქვს როცა ვინმე აკონტროლებს, ჩვენთან შრომის კანონი არავის აინტერესებ, გამკონტროლებელიც არავინ არის,

  11. და გადახდის დაგვიანებაზე არის რამე ჯარიმა? მე მაგალითად ყოველთვის მიგვიანებდა სულ ცოტა ორი კვირით, არცერთხელ არ მოუცია თავის დროზე ხელფასი, არადა ფლანგავდა თვითონ…აღარაფერს ვამბობ დატვირთვაზე, მეც ლამის 70 საათს ვმუშაობდი კვირაში, მთელი შაბათის ჩათვლით…
    უარს იტყვი და იმდენია მსურველი იმ წუთას გადაგაგდებენ და სხვას აიყვანენ, უნდა არსებობდეს რაიმე რეგულირების საშუალება, რომ ესე არ წურონ ადამიანები კაპიკებისთვის, ამჟამად უმუშევარი ვარ და მსგავს პირობებში აღარ ვაპირებ მუშაობას სულ შიმშილით რომ ამომხდეს სული…

  12. dgeshi vmushaob 10-11 saats da aranairi damatebiti anazgaureba ar maqvs, arc xelshekruleba maqvs dadebuli da kvirashi visveneb 2 dge. ashkarad irgveva chemi uplebebi

შენ რას იტყვი?