Home წარმატება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას უახლეს ისტორიაში მდედრობითი მმართველი არ ჰყოლია, მაინც არსებობენ ისტორიული ლიდერები, რომლებიც იმპერიებს მართავდნენ და მამრ მმართველებს არც ჩამორჩებოდნენ. ისტორიას მრავლად ჰყავს ასეთი მაგალითები:

  • დედოფალი ჰატშეფსუტი
  • კლეოპატრა
  • ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ პირველი
  • რუსეთის დედოფალი ეკატერინე
  • ავსტრიის მარია ტერეზა
  • საქართველოს თამარი და მრავალი სხვა

ქალებს, რომლებმაც ძალაუფლების ხელში აღება მოახერხეს, დიდი წარმატება ხვდათ წილად.

პოლიტიკური ფსიქოლოგების აზრით, ამას ახსნაც აქვს.

მეცნიერები თვლიან, რომ მამაკაცებთან შედარებით, ქალებს უკეთ შეუძლიათ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.

თუ ასეა, რატომ არის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ქალი მმართველების რაოდენობა ძალიან მცირეა?

მონარქიებში, ქალებს, რომლებიც ასეთ სიმაღლეებს აღწევდნენ, მხოლოდ ვიწრო ელიტასთან გამკლავება უხდებოდათ. შესაბამისად, ადვილი იყო საკუთარი თავის წარმოჩენა და მართვა. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი ქალებს ბევრად უფრო ფართო პუბლიკასთან უწევთ გამკლავება.

არის ასეთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი “გოლდბერგის პარადიგმა”:

ადამიანებს სთხოვეს შეეფასებინათ ორი იდენტური პრეზენტაცია. მხოლოდ, ერთ შემთხვევაში მათ პრეზენტაციის ავტორად მამაკაცი გაასაღეს, შემდეგ კი ქალი. უცნაურია, მაგრამ საბოლოო შედეგების მიხედვით, პრეზენტაციამ მამაკაცის ავტორობით მეტი მოწონება დაიმსახურა, ვიდრე იდენტურმა პრეზენტაციამ, რომლის ავტორობაც მდედრობითი სქესის ორატორს მიაწერეს.

როგორც წესი, ჩაცმულობას და გარეგნობას ქალის შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მამაკაცის. რამდენიმე კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქალისთვის ფიზიკური მიმზიდველობა არახელსაყრელიც კია, თუ ის მენეჯერულ პოზიციაზე აკეთებს განაცხადს. მიმზიდველი აპლიკანტები უფრო დაბალ შეფასებას იღებენ, რადგან, თურმე, ისინი ნაკლებად კომპეტენტური ჩანან.

შეგვიძლია, ყველაფერი მამაკაცებს გადავაბრალოთ, ვიწუწუნოთ, რომ გვჩაგრავენ, მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე. თუ ვინმე მჩაგვრელის იარლიყის ღირსია, ეს ისევ საზოგადოებაა, რომელიც არ არის გენდერულად ერთგვაროვანი და ორივე სქესის წევრებს მოიცავს.

სამწუხაროდ, საზოგადოების ცრუ წარმოდგენები ბევრ ადამიანს უშლის ხელს წინსვლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. სამწუხაროა ისიც, რომ ფიზიკური მიმზიდველობა შესაძლოა დამაბრკოლებელი გარემოება აღმოჩნდეს ჩვენთვის, თუმცა არა მამაკაცებისთვის, რადგან თურმე “ქალი ლამაზიც და ჭკვიანიც ვერ იქნება”.

სამწუხაროა, რომ საზოგადოება ღიად განარჩევს “ქალის საქმეს” “კაცის საქმისგან”. თუმცა ყველაზე მეტად ის მწყინს, როცა ამ საკითხის განხილვისას ზოგიერთი ქალიც კი აკეთებს მსგავს “აღიარებას”:

“ვერ უარვყოფ, კაცი მაინც ქალზე ჭკვიანია”.

18 კომენტარი to this post
  1. არ მგონია ოდესმე დადგეს დღე, როდესაც გენდერული თანასწორობა აღარ იქნება დავის საგანი.

  2. ყველაზე უარესი ისაა,რომ კაცები კი არა, ძალიან ბევრი ქალიც ფიქრობს ასე. ნუ,ვინც მაგას ფიქრობს,ის პრინციპში ზუსტად ეგეთი დამოკიდებულების ღირსია.

  3. რა სამწუხარო რეალობაა :( ქალები ძალიან ვიჩაგრებით კარიერული წინსვლისათვის ქალი კაცზე 100ჯერ ძლიერი უნდა იყოს რომ მისი სამუშაოზე აყვანა მოუნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უპირატესობა კაცს რჩება. მაღალანაზღაურებად სამსახურებშიც უმეტესად მამაკაცები არიან დასაქმებულები.

  4. არადა მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანის ტიტულს ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი მერილინ ვოს სავანტი ფლობს. მისი IQ 228 ქულის ტოლია

  5. და მაინც კაცები ქალებზე ჭკვიანები არიან :)) და ნუ დამესხმებით თავს აღშფოთებული ფემინისტები :)

  6. აი თამარ მეფე როგორც ლიდერი 0 ზერო:| ნამდვილად არ მოვიყვანდი მაგალითად : (

    • მართალი ხარ, თუმცა მაინც ქვეყნის მმართველი იყო და არ გამოვტოვე)

  7. ქალის მთავარი იარაღია ის, რომ მეტად ჭკვიანია ვიდრე მამაკაცებს ეს წარმოუდგენიათ, მთავარია სწორედ იყენებდე ამ ჭკუას

  8. მე ძალიან მიყვარს შუშანიკი :) და მისი სიტყვები :"განვისაჯენით მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა-იგი არა არს თვალღებაი, მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაისა, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქუათ წინაშე უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესა… "

    მე ვფიქრობ, რომ შუშანიკი ჭკვიანი ქალი იყო :) კიდევ, ქალი მაშინ არის მამაკაცზე უჭკუო თუ თავად უნდა, რომ ეს ასე ჩანდეს :) ფემინისტი არ ვარ, უბრალოდ მიმაჩნია, რომ დღევანდელ საქართველოში ქალმა აიღო თავის თავზე ის საქმე რაც კაცის იყო, იმიტომ, რომ მათ ძალა არ ეყოთ :) თავად შეაფასეთ, ესე იგი ჩვენ ეს შეგვიძლია. კაცებს ჭკვიანი ქალები არ უყვართ, უბრალოდ იმიტომ, რომ მას ვერ მიწვდებიან სხვა შემთხვევაში, ურჩევნიათ მასსზე უპირატესობა ჰქონდეთ ჭკუით. უბრალოდ,ქალი სუსტი იმიტომ არის მათი თვალთახედვით ,რომ მგრძნობიარეა :)

  9. მინდა ვთქვა რომ.. არცერთ კაცს არ ვთვლი ჩემზე ჭკვანად. ;) .კცი ყოველთვის ქალის ჭკუაზე დადიოდა და დადის ..ყველა ხელოვანს… მეცნიერს ..საზოგადო მოღვაწის უკან იდგა..მუზა… ..დედის, დის, სატრფოს ,მეუღლის სახით ანუ ქალების ..რომლებიც მათ ეხმარებოდნენ, გვერდში ედგნენ..აღმაფრენას აძლევდნენ..ეს დიდებული ქალებიიი ..მათი სახელები ისტორიას თითქმის არ შემორჩა ..ნუ გამონაკლისების გარდა…ყველა ქალში იმდენი მომხიბვლელობა.ჭკუა ..ამტანობა… შარმი იმალება, კაცებს არც დაესიზმრებათ..ჩვენს გარეშე უსუსური ბავშვები იქნებოდნენ..არ ვეთანხმები არანაერად ;)

შენ რას იტყვი?