Home წარმატება

კარგი ერთი,  ვინ და როდის ამბობს ამას?!

მე – ყოველთვის, როცა კი სამსახურიდან წამოსვლა მიწევს.

umushevroba1

ვიცი ყველა იმ გამოუთქმელი თუ ხმამაღლა გამოთქმული ვარაუდის შესახებაც, ამ სათაურის  წაკითხვის შემდეგ რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს:

  • გასაგებია. ეტყობა,  თავის დროზე მშობლებმა ამის მაგივრადაც იმუშავეს.
  • უსაქმურია, სხვა არჩენს.
  • ლატარიაში ხომ არ მოიგო თანხა ამ ბოლო ხანს… რა გვარია?
  • ეს იმის ის არაა?
  • და ა.შ.

კარგი, ვაღიარებ:

  • ჩემს მშობლებს ზარმაცები ნამდვილად არ ეთქმოდათ, მაგრამ მემკვიდრეობაც ისეთივე მოკრძალებული მხვდა წილად, როგორც გენებით გადმოცემული ხასიათი.
  • სხვის კისერზე ჯდომა პრინციპულად ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენებს პიროვნულ ღირსებაზე, რისი ხელყოფის საშუალებასაც, არც უკეთური და არც კეთილი განზრახვით, მოვკვდები და არავის მივცემ.
  • ჰოო… ლატარიაში, კაცმა რომ თქვას, მიმართლებს ხოლმე (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ სწორედ მაშინ მავიწყდება ბილეთის ყიდვა, როცა ჯეკპოტი უნდა გათამაშდეს ;).
  • რაც შეეხება, იმას… საერთოდ არ ვიცნობ, დამიჯერე!

მაშ, რა მახარებს და მაღრიალებს, როცა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაზე დარტყმულ ბეჭედს ჯერ მელანიც არ შეშრობია?

ახლავე აგიხსნი.

პირველ რიგში კი, იმაში გამოვტყდები, რომ არასოდეს… აი, არასოდეს… საკუთარი ნებით არ მიძებნია სამსახური – ყოველთვის სხვა მთავაზობს, დავიწყო მასთან მუშაობა და მეც:

  • ვეთანხმები იმიტომ, რომ ოჯახს სჭირდება და თავს ვიზღვევ სინდისის ქენჯნის შემოტევისაგან
  • ან ვხვდები, რომ ვინც მთხოვს, მას ვჭირდები და ხათრს ვერ ვუტეხ.

სხვა მოტივი სამუშაოს დაწყებისას არ მქონია და, ღმერთმა ნუ ჰქნას, მომავალში გამომიჩნდეს.

ვერ ვიტან, ორგანულად ვერ ვიტან სამსახურს… პირველ რიგში კი, იმიტომ, რომ იგი მუშაობის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი პირველი მტერი მაინცაა!

ჰო, ნუ გაიკვირვე – დასაქმება მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ შრომობ (ანუ სასარგებლო საქმიანობით ხარ დაკავებული) და საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ შენი მიზნების განსახორციელებლად მოქმედებ ანუ სასურველი მიმართულებით „თხრი“, ხოლო ჩვენს დროში თითქმის კულტად ქცეული სამსახურის დაკარგვა, ძალიან ხშირად, შეიძლება დიდი გარდატეხის და ყველაზე პოზიტიური ცვლილებების მიზეზად იქცეს შენს ცხოვრებაში, რადგან სწორედ მაშინ იწყება, რაც იწყება… 

1. გიჩნდება თავისუფალი დრო იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებას ჩაუფიქრდე

umushevroba

თუ დილის ცხრა საათზე სხვის მომსახურებას იწყებ (აბა, სამსახურს სხვა რა შეიძლება დაარქვა) და დღის ბოლოს, გასავათებულს, მხოლოდ ლოგინამდე მისასვლელად გყოფნის ძალა (ზოგჯერ ესეც არ გამოგდის), ძალიან მეეჭვება, სიღრმისეული ფიქრისა და განსჯის დრო ან ენერგია გქონდეს.

დღეები დღეებს ემატება, წლები – წლებს და უეცრად აღმოაჩენ, რომ შენი კი არა, სრულიად უცხო ადამიანის ცხოვრებით გიცხოვრია, იმ ადამიანის, რომლის ადგილზე ყოფნა არასოდეს გინატრია და არც მაინცდამაინც გესიმპატიურება.

უმუშევრობის პერიოდში კი, არაჩვეულებრივი შანსი გეძლევა, შეჩერდე და ყველაფერი კარგად გაანალიზო, მიზნები დააზუსტო, გეგმებს საჭირო კორექცია გაუკეთო და დავიწყებული ოცნებების რეაბილიტაცია მოახდინო.

2. გამუდმებით აღარ გენატრება ახლობლები

ojaxi1

სამსახური, განსაკუთრებით, თუ კარგად გიხდის, საშინელი ეგოისტი და მესაკუთრეა – მთლიანად იპყრობს შენს დროს, ტვინს, ნერვებს და ახლობლებისგან საიმედო იზოლაციაში “გეხმარება”. ხშირად ხდება, რომ ტერიტორიულად დაშორებული მეგობრების მოსანახულებლად  კი არა, ოჯახის წევრებთან დასალაპარაკებლადაც არ გცალია.

არადა, ნებისმიერი ურთიერთობა დროს მოითხოვს და ნელ-ნელა ინგრევა, თუ ზრუნვა და ყურადღება მოაკელი. აბა, სხვა რისი იმედი უნდა გქონდეს, თუ, დროთა განმავლობაში, მეუღლესთან შენი დამოკიდებულება არასრულ განაკვეთზე მომუშავე შინამოსამსახურესთან ურთიერთობას ემსგავსება, შვილისთვის ბანკომატის ფუნქციით შემოიფარგლები, მოხუც მშობლებს კი სოციალური მომსახურების აგენტზე მეტ დროსა და ყურადღებას ვერ უთმობ.

ამიტომ, სანამ ამის საშუალება გაქვს, დატკბი და შეირგე დროებითი უმუშევრობით ბოძებული უპირატესობა.

3. გეძლევა პროფესიული სრულყოფისა და თვითგანვითარების ახალი შანსი

kvalifikacia

დიახ, დიახ! პროფესიული სიახლეების გაცნობას, კვალიფიკაციის ამაღლებას და პერსპექტივის დანახვასაც დრო სჭირდება.

თუ უმუშევრობის პერიოდს ნაყოფიერად გამოიყენებ, ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას, საჭიროების შემთხვევაში, ახალი რაღაცების სწავლასა და აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასაც მოახერხებ. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, უფრო მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიული სამსახურის მოსაძებნად შეგიძლია გამოიყენო.

ამასთან ერთად, ჰობისა და სხვა პიროვნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაც იპოვი დროს. ეს კი, ადამიანს ხანდახან (ან ყოველთვის) უფრო მეტ სტიმულს აძლევს ცხოვრებაში, ვიდრე ყველაზე მაღალი ხელფასი და მატერიალური კეთილდღეობა.

ასე რომ, თუ დროებით უმუშევარი დარჩი და შენი დანაზოგი ან ოჯახური მდგომარეობა საშუალებას გაძლევს, ზემოაღნიშნული პუნქტების რეალიზაციით დაკავდე, ეცადე, როგორმე გაიხანგრძლივო ეს ნეტარი პერიოდი. ამის პარალელურდ კი, მოძებნო სამსახური, რომელიც მეტ მორალურ და ფინანსურ დაკმაყოფილებას მოგიტანს და უკეთეს პირობებს შეგიქმნის თვითრეალიზაციისთვის.

ვინ იცის, იქნებ გაიხედ-გამოიხედო  და მოულოდნელად აღმოაჩინო, რომ დროა, რაიმე ახალ პროფესიას დაეუფლო ან, სულაც, საკუთარი საქმე წამოიწყო და ახლა უკვე თვითონ დაასაქმო ადამიანები. ვინ იცის ;).

21 კომენტარი to this post
  1. ორი კითხვა მაქვს პოსტის ავტორთან.
    1) თუ არ გინდა ხოლმე სამსახური, მაშინ შემოსავალი საიდან??? ესე იგი მაინც სხვის კისერზე ყოფნა გიწევს :D
    2) კვალიფიკაციის ამაღლება როგორ? ანუ რა ფულით? :D

  2. მადლობა, Kate Narimanidze – ვგიჟდები ადამიანებზე, ბრმად რომ არაფერზე გენდობიან :)
    სიამოვნებით გიპასუხებ შეკითხვებზე:
    1. "არ მინდა" სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა არასოდეს მიწევს :), თანაც… ზემოთ გაკვრით დანაზოგი ვახსენე, არ შენიშნე? ;)
    2. კვალიფიკაციის ამაღლება, არ დაიჯერებ და, არა მარტო ფულით და ზემოხსენებული დანაზოგით, თუ მოინდომებ, სრულიად უფასოდაც შეიძლება: სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო პროგრამებში მონაწილეობით, ინტერნეტით, თვითგანათლებით… გავაგრძელო?

  3. მადლობა, მანანა <3
    შესაშური კი არაფერია – ყველას შეუძლია იყოს ოპტიმისტი :)

  4. mev vambob oghond vasha umushevari var ki ara, vasha Freedoooooooooooommmmmmmm :D
    getanxmebi bolomde, zustad amas vamtkiceb yovel dghe da zogs martla ar esmis

  5. Kate rasac me ojaxistvis da chemi shvilistvis vaketeb, (absoluturad yvelapers vgulisxmob) aravis araperze ar chirdeba zrunva, yvela patara tu did problemas vagvareb da ase shemdeg, me ro vimushavo garet da saxshi dzidzebi, mzareulebi, damlageblebi, santeknikosebi, produktebis mommarageblebi, natesavebis sadme camyvan-caomyvani mdzgholebi da ase shemdeg mteli arsenali ro davikiravo, damijere imdeni damijdeba eset xelpass sakartveloshi albat versad ver gadamixdian ro es avanazghauro, ase rom aravis kiserze ar var, mtavari puli ki aris magram, am pulis scorad damxarjavi da gamnacilebeli ro gyavs saxshi egec dzalian bevrs nishnavs. mokled gaigrdzmelda da ra vici, me is ar mesmis titon 500 larze ro mushaoben da dzidzas 400 rom uxdian, oghond saxshi ar iyon da vitom samsaxuris (anu 100 laris) gamo shvils ro ucxostan toveben. ra vici ra vici. me mimachnia ro am etapze saxlshi upro sachiro da gamosadegi var.

  6. Ketevan Gogiashvili rac sheexeba ginda damijeret da ginda ara mec arasodes midzebnia chemit samsaxuri, magram chenit ki bevrjer camovsulvar, mapatios yvelam magram ucodinar uprostan mushaobas, nervis shlas da mere shen ojaxshi cuda xasiatze dabrunebas jobia is ra ukve zemot postshi davcere rom vaketo. xoda jer ar vtvli rom mushaoba ajobebs am mdgomareobas, amis dro roca dadgeba mere sheidzleba mec vimushavo. tan 17 clidan sul vmushaobdi da cota ar iyos mshevrobac kargi yopila, oghond mteli dghe iseti datvirtuli makvs ar gegonot zedmeti dro mrchebodes

  7. Shoko, ყურადღებით გადავიკითხე შენი სამივე კომენტარი და გულწრფელად აღვფრთოვანდი, როგორც თავისუფლად აზროვნების და სტერეოტიპებზე მიუჯაჭველობის მაგალითით.

    დარწმუნებული ვარ, ისევე კარგად გამოგდის "უმუშევრობა", როგორც მუშაობა – მშვენიერი თანამშრომელი, დედა და ქალი იქნები ნებისმიერ შემთხვევაში და, რაც მთავარია, ამ როლებსაც ვინმეს კარნახით კი არა, საკუთარი მოთხოვნილებების, კონკრეტული საჭიროებებისა და საღი აზრის გათვალისწინებით აირჩევ.

    დიდი მადლობა. ყოველთვის მიხარია ასეთ ქალებთან ურთიერთობა <3

  8. me ki sul mixaria sheni postebis kitxva, didi madloba Keti, martalia xar karnaxit ki ar vasruleb, siamovnebit, tu vinmeze ar vizrune ise ar shemidzlia, chemi kmari ghimilit meubneba xolme mocodebit deda xaro. da tan ise mixaria rocai vinmes rameshi gamovadgebi xolme ro nebismier xelpass mirchevnia gulcrfeli ghimili :)
    xo da 8 marts gilocav chemo kargo :)

  9. რატომ იწყებთ მუშაობას იმ პროფილით, რომელიც არ მოგწონთ?
    მე მიყვარს ჩემი სამუშაო :) მსიამოვნებს იმის კეთება, რასაც "სამუშაო" ჰქვია.

  10. აიმენა რა :დ ამას არავინ არ უნდა იყვანდეს სამსახურში :დ

  11. ეს სამოტივაციო სტატიაა იმ ადამიანებისთვის ვინც სამსახურიდან წამოვიდა.
    თუ სამსახური მოგწონს, პრინციპში არც წამოხვალ იქიდან.
    თუმცა ყოველთვის არ გაქვს შესაძლებლობა ისეთ ადგილას იმუშავო, რომელიც მოგწონს.

  12. დავწყნარდები და აუცილებლად მოგწერთ, 1 აპრილიდან მეც უმუშევარი ვარ

  13. ძალიან კარგი სტატიაა! ძლივს ვნახე ადამიანი, რომელიც უმუშევრობაში ხედავს სხვა გზით განვითარების პოტენციალს. უმეტესობა შიშით ამბობს: "მერე რა მეშველება, როგორ ვიცხოვრო და ა.შ" საკითარი გამოცდილებით ვადასტურებ ზემოთხსენებულ ინფორმაციას.
    ქალბატონო ქეთევან დიდი მადლობა სტატიისთის.

  14. მადლობა თქვენ – მხარდაჭერისა და გულთბილი კომენტარისათვის.

  15. Knuti Lovegood აი, ეს კი ნამდვილად. ხომ გახსოვს: აკეთე ის, რისი კეთებაც გსიამოვნებს და ცხოვრებაში ერთი დღეც არ მოგიწევს მუშაობა ;)

  16. ანა გელბახიანი, გაგიკვირდება და (მეც მიკვირს) ყოველთვის პირიქით ხდება ხოლმე :)

  17. მეგონა მარტო მე ვფიქრობდი ესე :))) მომეწონა სტატია..მუშაობა საშინელებაა.არაფრის დრო აღარ გრჩება, დეპრესიაში ხარ, პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლი, შაბათ-კვირას გინდა რომ სახლში გამოჯდე,რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დაისვენო და მომავალი კვირისთვის ენერგია მოიკრიბო…ვფიქრობ მუშაობა უბრალოდ საჭიროა იმისთვის, რომ შემოსავალი გქონდეს თორემ სასიამოვნო ნამდვილად არ არის …

  18. xandaxan es zustad igivea daagcio tavi ukidures gadaqanculobas da cxadad gaiazro ra kargia,rom tavisufali xar,shegidzlia dilidan sheni nebit, sheni gemovnebisamebr dagemo sheni cxovreba, aketo shentvis mosaconi saqme,ganvitarde da kargad da kuradgebit daatvaliero ra xdeba garshemo, aqamde tu mxolod kvira dge arsebobda tavisufali,romelic dasvenebistvisac ki ar gkofnida axal shen xelshia kvelaferi, ase rom tu amis sashualebaa davtkbet am mdgomareobit cota xnit mainc, kvelaferi kargi cin gvelodeba! :)

  19. danazogi tu ar gvak ra vknat? ishviatad ro vinmes danazogi kondes mitumetes iseti samsaxuridan saidanac camosvla uaxaria da sxvaze momsaxureobad agikvams aset samsaxurs saertod kartveli xalxis ubedurebac amashi akomplexsshi da zedmet kedmaglobashi , arian egetebic vinc dzidzas 400 lars adzleven da 100 laris gamo dadian samsaxrshi mara imas meore cels 500 laris nacvlad 1500 lari ak imitom rom mushaobis drosac shegidzliat kvalipikaciis gamodilebis amagleba mondomeba akvelaperi da saxshi tu chajekit 10 celi mere kvel atavis sakmes mixedavs da kmarsac marto tkveni gautovebuli sarochka dachirdeba da mzrunvelobac ikneba kovlad daupasebeli da koveldgiur normad kceuli shvilebi tavis ojaxebs shekmnian tkven ki imis pulicar geknebas spa proceduraze caxvidet imitom rom tkven xo ar gakvt tkveni xelpasi ? kmars dedas mamas und atxovot tu rame dagchirdebat? ase rom dapikrdit .da shesvenebaze axloblebtan shexvdrac sheidzleba da bolo bolo samsaxuris gacdenac da memgoni axloblebicar airan umushevrebi d aamitom mati monaxuleba aseve samsaxuris mere sagamos an ukme dgeebshi xdeba amitom es mizezic usapudzvloa. edzebet kargi samsaxuri nu edzebt usakmurobas da nu edzaxit amas ojaxze zrunvas orive ertad savsebit shesadzlebelia mtavaria mondomeba ….

შენ რას იტყვი?