Home წარმატება

ალბათ გამოგიყენებია, ან გაგიგონია მაინც ტერმინები: სამომხმარებლო, იპოთეკური, ბიზნესსესხი. ეს არის სესხის კატეგორიები, რომლებიც ყალიბდება სესხის მიზნობრიობის მიხედვით და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით დაიხარჯება მიღებული სესხი. სესხების კატეგორიები მეტ-ნაკლებად მსგავსია თითოეული კომერციული ბანკისთვის. ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ შეარჩიო სესხის ტიპი მიზნობრიობიდან გამომდინარე.

რას ნიშნავს სამომხმარებლო სესხი?

სამომხმარებლოა სესხი, რომელიც გამოიყენება სამომხმარებლო პრინციპით, კერძოდ მოგზაურობისთვის, მოძრავი ქონების, სატრანსპორტო საშუალების შესაძენად და სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის. სამომხმარებლო სესხის მისაღებად არ არის აუცილებელი სესხის უზრუნველყოფა. საკმარისია იყო გარკვეულ ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, გქონდეს მინიმალური შემოსავალი (სასურველია თვეში 200 ლარზე მეტი) და თანხა ყოველთვიურად ირიცხებოდეს შენს პირად ანგარიშზე. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს მაინც ვერ აკმაყოფილებ, შეგიძლია სამომხმარებლო სესხზე განაცხადი გააკეთო თანამსესხებელთან ერთად, რომელიც მოცემულ პირობებს აკმაყოფილებს. ამასთან, თუ წარსულში ბანკებთან პრობლემები გქონდა და ამ მიზეზით სესხზე უარი მიიღე, შეგიძლია შენს ოჯახის წევრს/მეგობარს, რომელსაც უკეთესი საკრედიტო ისტორია აქვს, თავდებობა სთხოვო, ან გამოიყენო უზრუნველყოფა, ანუ უზრუნველჰყო შენი სამომხმარებლო სესხი ავტომანქანით, ან უძრავი ქონებით. დაიმახსოვრე, თავდებობის გამოყენების შემთხვევაში თავმდები მხარე ფინანსურადაა პასუხისმგებელი საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევაზე, ამიტომ ფრთხილად იყავი და საფრთხეში ნუ ჩააგდებ შენი თავმდების ფინანსურ მდგომარეობას და პირიქით, კარგად დაფიქრდი, სანამ ვინმეს თავდებობაზე დათანხმდები.

რას ნიშნავს იპოთეკური სესხი?

იპოთეკურია სესხი, რომელიც გამოიყენება უძრავი ქონების (სახლის, ბინის, მიწის) შესაძენად, ან რემონტისთვის, როგორც წესი, ამავე ქონების უზრუნველყოფით. იპოთეკური სესხის მისაღებად საჭიროა იყო გარკვეულ ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, გქონდეს შემოსავალი თვეში მინიმუმ 750 ლარის ოდენობით შენს პირად ანგარიშზე და ფლობდე/გსურდეს შეიძინო უძრავი ქონება. იპოთეკურ სესხს საქართველოში რეგისტრირებული დეველოპერული კომპანიების უმრავლესობა სთავაზოვს მომხმარებელს, შესაბამისად, დღესდღეობით იპოთეკური სესხი შენი მომავალი სახლის დაფინანსების ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა.

რას ნიშნავს ბიზნესსესხი?

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ბიზნესსესხი განკუთვნილია კომერციული საქმიანობისთვის და გაიცემა სხვადასხვა მიზნობრიობით: ბიზნესის დასაწყებად, ბიზნესის გასაფართოებლად, მოძრავი/უძრავი ქონების შესაძენად, სხვა ვალდებულებების გასასტუმრებლად და სხვა. ბიზნესსესხზე აღარ შევჩერდები, რადგან ეს ძალიან ფართო თემაა და სავარაუდოდ, ნაკლებად გაინტერესებს.

რას ნიშნავს ავტოსესხი?

ავტოსესხი გამოიყენება ავტომობილის (ახალი, მეორადი) შესაძენად, შესაძენი ავტომობილის, ან უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ავტოსესხის მისაღებად საჭიროა იყო გარკვეულ ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, გქონდეს შემოსავალი თვეში მინიმუმ 750 ლარის ოდენობით შენს პირად ანგარიშზე და გსურდეს შეიძინო ავტომობილი. ავტოსესხის პირობების გაცნობა საქართველოში არსებულ ავტო-დილერებთანაც შესაძლებელია. ავტოსესხი გულისხმობს ავტომობილის სავალდებულო დაზღვევას სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

სხვა სესხები

სხვა ტიპის სესხების ყველაზე გავრცელებული ფორმაა მომენტალური/სწრაფი განვადება, რომელსაც დღესდღეობით საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების უმრავლესობა სთავაზობს მომხმარებელს. მომენტალური განვადების მიღება შეგიძლია ტექნიკის, ავეჯის და სხვა სამომხმარებლო პროდუქტის შესაძენად. მომენტალურ განვადებაზე მოქმედებს დაბალი პროცენტი ე.წ. “უპროცენტო პერიოდის” განმავლობაში. ყურადღება მიაქციე, რომ ყველა კომერციულ ბანკს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში 0%-იან საშეღავათო პერიოდს გთავაზობს, აქვს განვადების საკომისიო. იმისთვის, რომ ბანკისგან თანხმობა მიიღო განვადებაზე, აუცილებელია გქონდეს შემოსავალი თვეში მინიმუმ 200 ლარის ოდენობით (თუმცა ზუსტი მოთხოვნა დამოკიდებულია სასურველი ნივთის ღირებულებაზე).

ფინანსური სვეტის მომდევნო სტატიებში მოგიყვებით რა განსხვავებაა სესხებსა და საკრედიტო ბარათებს შორის და რომელი ინსტრუმენტის გამოყენებაა უფრო მომგებიანი შენთვის კონკრეტულ სიტუაციაში.

მოგვიყევი ბანკთან ურთიერთობის შენი გამოცდილების შესახებ და დაგვისვი ნებისმიერი კითხვა – ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით!

და გახსოვდეს: თანამედროვე, ჭკვიან ქალს აქვს ინფორმაცია და სრული წარმოდგენა საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე!

12 კომენტარი to this post
  1. ასევე დღესდღეობით სულ უფრო და უფრო იმატებს იმ არასაბანკო ორგანიზაციების რაოდენობა რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია აიღოს მოკლევადიანი სესხი, სახლიდან გაუსვლელათ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა ბაზარზე ბოლოს გამოჩენილი https://www.crediton.ge მომხარებელი რეგისტრირდება ასეთი არასაბანკო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და 30 დღით იღებს მცირე სესხს. ყველაზე დიდი ოდენობა რომელიც ასეთ არასაბანკო ორგანიზაციებს გააჩნიათ არის 700 ლარი

  2. მშვენიერი სტატიაა, ისე თუ არჩევანის გაკეთება გიჭირის, http://sesxebi.ge ამ საიტზე შედარებულია ყველა ის სეხი რომელიც იყო ჩამოთვლილი ავტორის მიერ. სესხის აღება ისედაც უკიდურესოობაა, და არჩევნის საშუალება და საუკეთესო ვარიანტის არჩევა ყოველთვის უნდა შეიძლებოდეს. გვანცას მადლობა

  3. მაგარი სტატიაა. ამ 2 თვეში კიდევ 5 კომპანია გამოჩნდა სწრაფი სესხების ბაზარზე. ამათგან ყველაზე ახალია http://moneyman.ge/ როგორც ვიცი კიდევ აპირებს შემოსვლას საქართველოში ერთი კომპანია. ონლაინ სესხები მაგარი პოპულარული ხდება.

  4. თუ გსურთ ასევე შეადაროთ ერთმანეთს სესხები, შეგიძლიათ ამ ვებ-გვერდითაც ისარგებლოთ: http://sesxebi.com/ სესხის აღებას არ გირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვიტეთ უნდა შეადაროთ აუცილებლად

  5. მე პირადათ ინტერნეტში ვადარებ ხოლმე საიტებს ერთმანეთს რომელს უკეთესი პირობები აქვს http://mysesxi.com ამ საიტს ვიყენებ მარა სესხის აღებას არავის ვურჩევ :დ ბოლო გამოსავალია უბრალოდ

  6. ძალიან მაგარი სტატიაა სწრაფი სესხის გამცემი კომპანიების რიცხვი მართლაც რომ იზრდება ამ საიტზე ბევრია ჩამონათვალი http://mysesxi.com

  7. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება Topsesxebi.com -ს მომსახურეობა ფასიანია თუ არა, ვართ თუ არა ჩვენ შუამავლები და ვაძვირებთ თუ არა საკრედიტო მომსახურებას. ჩვენ ვჩქარობთ გაგახაროთ იმით, რომ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ თქვენთვის, ყველაფერი უფასოა.

შენ რას იტყვი?