Home წარმატება

არსებობს ქალთა რამდენიმე კატეგორია, მე ორ ნაწილად გავყოფდი. კარიერისტები და მეოჯახეები. არსებობს ქვეკატეგორიები, მაგ: ქალი კარიერისტი, რომელიც ახერხებს ოჯახის ყოლასაც ან მეოჯახე, რომელიც ცდილობს კარიერის გაკეთებას. რა თქმა უნდა, არის ორივე ვარიანტის შეთავსების და წარმატების შანსები – გააჩნია ქალის მონდომებას, მონაცემებს და მიზანსწრაფულობას.

კარიერისტები

ჩემი მეგობარი ნათია უნივერსიტეტის დამთავრებამდე მოეწყო სამსახურში. სტაჟირებიდან შტატში ჩაჯდომამდე გზა სწრაფად გაიარა და უკვე წლებია საბანკო იერარქიის საფეხურებს მაღლა და მაღლა ითვლის. კარიერა და ფინანსური დამოუკიდებლობა მშვენიერია უდავოდ, უბრალოდ ამ ყველაფრის პარალელურად ბუნებრივია, რომ პირადი ცხოვრებისთვის დროც ნაკლები გრჩება.

ნათიას ანგარიშზე უამრავი სასიყვარულო რომანი და შუა გზაზე გაწყვეტილი ურთიერთობებია. მის დატვირთულ რეჟიმს და დამოუკიდებლობას მამაკაცები უფრთხიან ანდა ვერ უძლებენ. მე კი მიმაჩნია, როდესაც ნათია მასავით წარმატებულ მამაკაცს შეხვდება, ტანდემი შედგება. ამის შემდეგ, როგორ მოახერხებს ის კარიერის და ოჯახის შეთავსებას? ამ თემაზე გვისაუბრია და ვიცი, როდესაც ოჯახს შექმნის, ამით მის კარიერას საფრთხე არ დაემუქრება

რჩევა: ნათია მზადაა ოჯახური ვალებულებები ძიძას და მნე ქალს გადააბაროს.

95420085824661225_EXSZpt9S_c

მეოჯახეები

აქ ცოტა რთულადაა საქმე. ამ ტიპის ქალბატონები ვერაფრით ვერ ხვდებიან, რატომ უნდა იმუშაონ თვითონ, როდესაც სახლში ისედაც მილიონი საქმეა და ბავშვებსაც სჭირდებათ პატრონობა (მათ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა). ასეთი ტიპაჟი ვნებს როგორც საკუთარ თავს უაზრო ერთგულებით და სოციალური ცხოვრების უგულვებელყოფით, ასევე გარშემომყოფებსაც.

აბა, კარგად დაფიქრდით, თუ თავად ამ კატეგორიის ქალბატონებს განეკუთვნებით, რა არის თქვენი საუბრის მუდმივი თემა?! საოჯახო საქმეები, ბავშვები, ქმარი და ასე დაუსრულებლად. როგორი მოსაბეზრებელია თქვენი მეგობრებისთვის გამუდმებულად ამ (და მათთვის ესოდენ უინტერესო) თემებზე საუბარი. ისინი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობენ: სამსახური, მივლინებები, ღამის კლუბები და კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც საოჯახო საქმეებს ვერ გასცდა.

რჩევა: სამსახურის პოვნის არც დრო გაქვს და არც სურვილი. ეცადე დაკავდე იმაზე სასარგებლო რამით, ვიდრე ოჯახური საქმეებია. მაგალითად, სპორტით, ქველმოქმედებით, რაიმე მარტივ კურსებზე ჩაეწერე ან ჩემსავით ბლოგერობას მიჰყავი ხელი.
Happy-Woman-and-Kids

მეოჯახე -კარიერისტი

სამწუხაროდ, ასეთი ვარიანტი ჩემს პირად პრაქტიკაში არ შემხვედრია. იმედია, მკითხველები გამომეხმაურებიან და მაცნობებენ ასეთ ფაქტებს. შეიძლება ჯერ გაიკეთო კარიერა და შემდეგ შექმნა ოჯახი ან პირიქით.  ჩემი პირადი მაგალითით და თეორიულადაც რომ ვიმსჯელო, წარმოუდგენლად მეჩვენება ეს ამბავი. ყოველთვის გამოჩნდება ქმარი, რომელსაც შენი მამრობითი სქესის უფროსი არ მოეწონება, ბავშვი, რომელიც მაშინ გახდება ავად, როდესაც გადაუდებელი შეხვედრა გაქვს დანიშნული და ასე დაუსრულებლად.

რაც მთავარია, რომელ კატეგორიასაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, მთავარია დავრჩეთ ქალურები და მომხიბვლელები. ვეცადოთ ჩვენი ცხოვრება გახდეს უფრო ლამაზი და ხალისიანი, იმის მიუხედავად – საოჯახო საქმეებით ვართ დაკავებული, თუ უფრო მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი პასუხისმგებლობების ზიდვა გვიწევს (შეიძლება ორივესიც ერთად).

27 კომენტარი to this post
  1. მესმის, რომ ეს ავტორის პირადი აზრია, მაგრამ ძალიან არ მომწონს, როდესაც მეოჯახე ქალბატონებს თითქოს აკნინებენ კარიერისტების სასარგებლოდ, თითქოს მოდაშია დიასახლისებზე მაღლა დგომა. ცოტა აგრესიულად გამომდის, უბრალოდ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ არფრით ნაკლები არაა საოჯახო საქმეებში ჩართული ქალი კარიერისტთან შედარებით.

    მეოჯახე-კარიერისტები კი პირიქით, ძალიან ბევრი ქალბატონია ჩვენს ირგვლივ, რომლებიც ართმევენ თავს 9-დან 6მდე სამსახურში ყველაფერი ქონდეთ დალაგებული და სახლში მოსვლისთანავეც ოჯახზე ზრუნავენ და ტრიალებენ. ორ full-time job-ზე მომუშავე დედები რამდენიც გინდა, იმდენია ირგვლივ.

  2. არავისაც არ ვაკნინებ, ღმერთმანი,თავად სახლში ვზივარ და ამ საოჯახო საქმეებში ჩაფვლასთან ერთად ვცდილობ თავი დავაღწიო რუტინას. არც ვფიქრობ, რომ თუნდაც იგივე ჩემი დაქალი რამით მჯობია, რადგან კარგი სამსახური აქვს. ხანდახან გამიელვებს ხოლმე, შეიძლება ოჯახი რომ არ მქონოდა თავადაც გამეკეთებინა კარიერა. თუმცა ჩემი საყვარელი ოჯახი ნებისმიერ სამუშაო აღმასვლას და მწვერვალების დაპყრობას მირჩევნია.

    ასევე ერთი ნიუანსია კიდევ, ფინანსურად უზრუნველყოფილი რომ არ ვიყო, იქნებ მომეხერხებინა კიდეც მაღალანაზღაურებადი სამუშაოს პოვნა, უბრალოდ ეს კარიერა არ იქნებოდა. იქნებოდა სამსახური გამორჩენის მიზნით.

  3. ღმერთმანი აღიარეთ! ქალების უმეტესობა ოცნებობს იმაზე, რომ ქმარმა უზრუნველყოს მისი ყველანაირი ხარჯი, და სალონში სიარულის, შოპინგის გარდა საქმე არ ჰქონდეს, ხოლო სამზარეულოში ტრიალი და შვილების გაზრდა სასიამოვნოც კი არის. ცალმხრივად ნუ მივუდგებით საკითხს. თუ ქალს სიამოვნებს დიასახლისობა და თავს რეალიზებულად გრძნობს შვილების გაზრდასა და ოჯახის მოვლაში, რატომ უნდა მივიჩნიოთ ის უბედურად მე არ მესმის. და ძალიან ბევრი დიასახლისია, რომელიც არ მუშაობს და მხოლოდ ოჯახზე ზრუნავს, მაგრამ ძალიან კარგად უწყობს ფეხს თანამედროვეობას და სოჯახო საქმის გარდა სხვა თემებზეც საუბრობენ.

  4. ცალმხრივად არ მივუდექი მგონია. მიუხედავად იმისა რომ სოციალური პრობლემები არ მაწუხებს მაინც მინდა სხვა რაღაცითაც მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება, ჩემთვის პირადად დამთრგუნველია, მხოლოდ სალონში , ფიტნესზე და შოპინგზე სიარული. არც საოჯახო საქმეები და ბავშვების გაზრდაა ურიგო მაგრამ….

    ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იგრძნო თავი რეალიზებულად მხოლოდ დიასახლისობით, ალბათ მოწოდებით მეოჯახე და დედა უნდა იყო, მიუხედავად იმისა რომ ორი შვილი მყავს, ჩემდა სამწუხაროდ(თუ სამარცხვინოდ) ვაღიარებ რომ მხოლოდ დიასახლისობის ჟამს ღრმა დეპრესიისკენ და სუიციდისკენ მირეკილი ვხდები.

  5. ბიჭო აი რატო იჩმორებთ თავს ეს ქალები, ვერ ვხვდები რა.. :D

    18 წლიდან ვმუშაობ, 2-ჯერ მოვასწარი გათხოვება :D (ანუ სამსახურს ურთიერთობების გაბმაში ხელი არ შეუშლია და თუ 24 საათს სამსახურში არ ატარებ და უზარმაზარ კომპანიას არ მართავ, ყოველთვის გრჩება იმის დრო, რომ მეგობრები ნახო, ახალი ადამიანები გაიცნო და გაერთო. მიტუმეტეს სოციალური ქსელების ზეობის პირობებში)
    3.5 წლის შვილი მყავს და დაბადებიდან ძიძასთან არის. არის დღეები, როცა დაძინებული მხვდება, მაგრამ უპრობლემოდ, ზედმეტი ძალისხმევის და წუწუნის გარეშე ვახერხებ და ვათავსებ "კარიერულ კიბეზე" სიარულს, მეგობრებს და გართობა და ოჯახს და ბავშვს.

    ქმარს თუ უფროსი არ მოეწონება, მისი პრობლემაა და იმ ქალის, ვინც ეგეთ კაცს ქმრად ირჩევს.
    ბავშვი თუ ავად გახდება, რამე ძალიან სერიოზული თუ არაა, ძიძაც მშვენივრად მიხედავს და იმ დღეებში გასართობად არ წახვალ და 7ზე სახლში დაერჭობი – დიდი ამბავი.

    "მეოჯახეობას" რაც შეეხება, c'mooon 21-ე საუკუნეა, როცა ცოლიც მუშაობს და ქმარიც, პასუხისმგებლობებიც თანაბარია. მე ძიძას ვუთავსებ მაგ ფუნქციებს და სახლში ფაქტიურად არაფერი მაქვს ხოლმე გასაკეთებელი, თუ არ ჩავთვლით ჩემი სურვილით ფენქეიქების და სადღესასწაულო კერძების კეთებას.
    თუ ამის საშუალება არ არის, ცივილიზებული ოჯახის წევრები ინაწილებენ ფუნქციებს ისე, რომ ყველა თავის თავს უვლის და ბავშვზე თანაბრად ზრუნავენ.

    "შეთავსება" ქალსაც ისევე უწევს, როგორც კაცს და ქალი თუ ვერ ახერხებს, ეს ცალსახად მისი მენტალური პრობლემაა (იშვიათი გამონაკლისის გარდ), ამას სტატიები და ბულეთფოინთებად ჩამოწერილი რჩევები არ უშველის.

  6. Tamuna Iosebashvili კი მესმის, აბსოლიტურად ნორმალურია თქვენი მდგომარეობა. მაგრამ თუ ადამიანი რეალიზებულად გრძნობს თავს და ეს მოსწონს, რატომაც არა?! მე მაგალითად 22 ადამიანის სისულელედ მიმაჩნია ფეხბურთი, ამრგამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც უყვარს ფეხბურთი ისინი სულელებია არიან. ეს ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია

  7. ოჯახი არ უშლის ხელს კარიერას და სამსახურს, მთავარია, რომ გინდოდეს და გქონდეს რესურსი. თუ არ გინდა/არ გაქვს, არანაირი პრობლემა ამაში არ არის.

    უმცირესობაში და გამონაკლისებში ყოფნა კი მომწონს, მაგრამ არ მგონია, რომ ქმარ-შვილის ყოლა და სამსახურის ქონა ერთმანეთთან იმდენად შეუთავსებელია, რომ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

    ზემოთ დავწერე ვრცლად :))

  8. და თუ ქალს არ უნდა მუშაობა, აკმაყოფილებს დიასახლისის როლი უნდა იმუშაოს იმიტომ, რომ "ჩმორად" არ ჩათვალონ?

  9. გასკდეს ზოგ-ზოგიერთი გულზე, ორივე არაჩვეულებრივად რომ შემიძლია გამომივიდეს და თავად ერთის მიღწევაც არ შეუძლიათ პატიოსნებით და გულწრფელი მონდომების საფუძველზე… კიდევ შორს წაგიყვანთ ჩემთან შეჯიბრი და ჩემი ცხოვრების უკვე მერამდენედ დანგრევის მცდელობა, რომ ორივე ერთად კი არა, არც ერთი რომ მქონდეს ცალ-ცალკე, სულ მცირედიც კი, თქვენი წყალობით… რამდენჯერ გადავიტანე თქვენგან მოწყობილი კოშმარი ყველაფრის დაკარგვით და მართალია ბევრჯერ გამანადგურეთ, ფეხზე მაინც წამოვდგები და მაინც გავიმარჯვებ ღირსეულად, დამსახურებულად და სამუდამო ბედნიერების გარანტიით. საზოგადოებამ კი მალე უნდა იხილოს თქვენი ავადმყოფი სახე, ნიღბის გარეშე, რა დაგემართებათ ვნახავთ რომ ვეღარ დაფარავთ თუკი ვეღარ დამინგრევთ ცხოვრებას და ბედნიერებას და ამდენი ბრძოლის და გამწარების მერე ბედნიერება რომ მეღირსება!!!

  10. არა, თუ არ უნდა, არ უნდა იმუშაოს, უბრალოდ "ვაიმე ოჯახი რო არ მყავდეს მეც ვიქნებოდი ოპრა უინფრიო" არ უნდა იწუწუნოს და ოჯახის და სამსახურის შეუთავსებლობაზე მითები არ უნდა შეთხზას :)

  11. 2 შვილი მყავს, ძიძის გარეშე, აქახალ წლამდე 3 სამსახური მქონდა :)) მეორე ბავშვის გაჩენის მერე 2 სამსახირით დავრჩით მე და ჩემი მეუღლე, ძალიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს და საკმაოდ წარმატებული კარიერის მოწყობა მოვახერხეთ სხვების დახმარების გარეშე… ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია, ბავშვების მოვლაც და სამსახურში წარმატებებიც. მთავარია როგორ მიუდგები:)

  12. ნუ ეგ სხვა საქმეა, თუმცა ნამდვილად გეთანხმებით… მაგრამ არც დიასახლისობის მოსაწყენობაზე არ უნდა შეითხზას მითები. ყველამ ის უნდა აკეთოს რაც სიამოცნებს და რისი კეთების საშუალებაც აქვს და სხვების ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოს :)

  13. Natia Sukhashvili თუ რელიზებულად გრძნობს თავს ნამდვილადარანარი პროლემა არაა მაშინ, უბრალოდ პოსტი საკუთარ მაგალითზეა დაწერილი.

  14. კარგია კარიერაც,რეალიზებაც,გართობაც,მაგრამ ჩემი შვილი სიცხიანი თავს რომ დამადებს და მეუბნება "დეე თავი ტივა მისელეე" და რომ ჩავეხუტები,ამას ბავშვისთვის ვერანაირი ძიძა ვერ გააკეთებს ჩემი აზრით.ან ძილის დროს დედას რომ ჩაეხუტება,ან რამე წარმატებას რომ აღწევს თუნდაც ბაღში,და რომ აქებებ საჯაროდ,ამას დედას რომ გაუზიარებს,იქ ვარ უსასრულოდ ამაყი,ამას ჩემთვის ვერანაირი კარიერა და ფინანსები ვერ შეცვლის,როცა ვხედავ ჩემი შვილი რას და როდის ჭამს.2 ბიჭი მყავს და მათით ვარსებობ.რა ვქნა ბავშვობის წლები აღარ განმეორდება და სანამ ვჭირდები,მათ გვერდზე ვიქნები,კარიერის მოწყობა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი,მაგრამ ის რაც შენ შვილს შეგიძლია გაუკეთო ბავშვობაში ამას მერე ვეღარ გააკეთებ.ერთფეროვნება საშინელებაა,ეს რუტინაც ძალიან მოსაბეზრებელია,ძალიან კარგად მესმის,მე პირადად მთელი ზამთარი სახლიდან ფეხი არ გამიდგია,კვირაობით სახლში ვიყავი ბავშვების გაციების შიშით,მაგრამ მაინც ესე მირჩევნია და არაფერს შევცვლიდი :)

  15. ნინი, შენი გადასაწყვეტია როგორ დაგეგმავ საკუთარ ცხოვრებას, მაგრამ არ გიფიქრია, რას იზამ, როცა შენს შვილებს ფიზიკურად აღარ დაჭირდები?

    თუ მუდმივად კალთაზე გამოკერებას არ აპირებ, ეს დრო დაახლოებით 18-20 წელიწადში დადგება, როცა ისინი გაიზრდებიან, სამსახურებს იშოვნიან, შეყვარებულებს და ცოლებს გაიჩენენ, ან საზღვარგარეთ წავლენ და დედისგან მხოლოდ მორალური მხარდაჭერა დაჭირდებათ (ესეც კარგ ვარიანტში, ცუდ ვარიანტში – მშვენიერი უფასო ძიძა და სახლში დამხმარე გამოდის დედისგან :) )

    რას იზამ, როცა აღმოაჩენ, რომ 40-45 წლის ხარ, საშუალოდ განათლებული და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების გარეშე?
    ან მაშინ რას იზამ, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა და შენს შვილებს შენი ფიზიკური მხარდაჭერის გარდა მატერიალური თანადგომაც დაჭირდებათ?

    ჩემი საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ ვერაფერს ვერ მივაღწევდი, დედაჩემი რომ სახლში მჯდარიყო და ჩემი და ჩემი და-ძმის მოვლის მეტი არაფერი ეკეთებინა.
    ასევე შემიძლია გითხრა, რომ ყველა ადამიანი რაღაც ეტაპზე ხდება დამოუკიდებელი, მათ შორის შვილები. თუ მხოლოდ შვილებში ჩადებ ინვესტიციას, თუ მხოლოდ მათთვის იცხოვრებ, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ისე ძალიან აღარ ჭირდები, როგორც ადრე და გამოთავისუფლებულ დროს ვერაფერს მოუხერხებ, ვერც იმ მოლოდინების გაცრუებას გადაიტან ადვილად, რაც გქონდა და ვერც საკუთარ ადგილს იპოვნი შუა ასაკს გადაცილებული და შვილებსგადაყოლილი.

    ბოდიში, თუ გაბუქებულად გეჩვენება, მაგრამ უამრავი კვლევა ადასტურებს იმას, რაც მე დავწერე. რა თქმა უნდა, შეიძლება და იმედი მაქვს, რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად მოხდება, მაგრამ ამის რისკი არსებობს და გაითვალისწინე :)

    წარმატებები :)

  16. ანი გაგუა გეთანხმები სავსებით,მაგრამ ჩემ ოჯახში მატერიალურ მხარეს მეუღლე აგვარებს.არც საშუალო განათლება მაქვს მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემ პროფესიაში რეალიზებული ვერ ვიქნები.სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და ერთი დღე არ მინდა საავადმყოფოში შეხედვა.სწავლის პერიოდში პრაქტიკის დროს ერთი ღამე საავადმყოფოში გატარება ალბატ ერთი წლით მიმოკლებდა ცხოვრებას.ეგეც ვიცი რომ რაღაც დროის მერე აღარ დავჭირდები მაგრამ ეხლა იმდენს ვუკეთებ ჩემ შვილებს რომ ესეც ერთგვარი ინვესტიციაა.დარწმუნებული ვარ არ დამეკარგება :)და მიმაჩნია რომ არცერთ ასაკში არაა გვიან კარიერის მოწყობა,ჩემმა დედამთილმა,უკვე რძალი ვიყავი მისი,41 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა და დღეს საკმაოდ წარმატებული კომპანიის თანამშრომელია,თან უფროსი მენეჯერი :) თან თუ მატერიალური მხარეც გიწყობს ხელს ბოლო ბოლო აქეტთ გახდები დამსაქმებელი :) ასე რომ ყველაფერი კარგია,მაგრამ მე ჩემი დღევანდელი მდგომარეობით მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებ. :) ყველას წარმატებულ ცხოვრებას ვუსურვებ მეოჯახეებსაც და კარიერისტებსაც :)

  17. კარიერია თუ ოჯახი – სკამაოდ ხშირად დასმულა ასე საკითხი, რაც მე არ მომწონს. მანდილოსანს არ უნდა ჰქონდეს ასარჩევად საქმე, წარმოიდგინე გოგომ ისწავლა, იწვალა, მიიღო ცოდნა რომ რაღაცისთვის მიეღწია და ოჯახის გულისთვის ამ ყველაფერზე უარი უნდა თქვას? მე პირადად, ეს ჩემი საკუთარი აზრია, ხომ აქვს ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება — მე ვთვლი რომ ყველა მეუღლემ უნდა შეუწყოს ხელი საყვარელ ქალს კარიერის წარმართვაში,,,, რათქმა უნდა თუ ქალი მაგარია, ოჯახსაც მიხედავს. და არ ექნება ასარჩევად საქმე ,,, ყველას წარმატებებს გისურვებთ ,,,

  18. კარიერია თუ ოჯახი – სკამაოდ ხშირად დასმულა ასე საკითხი, რაც მე არ მომწონს. მანდილოსანს არ უნდა ჰქონდეს ასარჩევად საქმე, წარმოიდგინე გოგომ ისწავლა, იწვალა, მიიღო ცოდნა რომ რაღაცისთვის მიეღწია და ოჯახის გულისთვის ამ ყველაფერზე უარი უნდა თქვას? მე პირადად, ეს ჩემი საკუთარი აზრია, ხომ აქვს ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება — მე ვთვლი რომ ყველა მეუღლემ უნდა შეუწყოს ხელი საყვარელ ქალს კარიერის წარმართვაში,,,, რათქმა უნდა თუ ქალი მაგარია, ოჯახსაც მიხედავს. და არ ექნება ასარჩევად საქმე ,,, ყველას წარმატებებს გისურვებთ

  19. ვისაც უნდა მუშაობს, თუ მოახერხა სამსახურის შოვნა,ბევს უნდა და ვერ მუშაობს, არანაირად არ უშლის ხელს მუშაობა ოჯახს, ბევრი ვიცი რომ არ მუშაობს და მეოჯახედაც არ უქნია ღმერთს, მასწავლებელი ვარ და პატარა კვლევა ჩავატარე, მომუშავე დედების შვილები თითქმის ყოველთვის უფრო მოწესრიგებულები არიან და უკეთესადაც სწავლობენ, ვიდრე დიასახლისი დედების. და ვინ იცის ეს კარგი მეოჯახე სამსახურში როგორ წარმატებებს მიაღწევდა ან კარგი კარიერის მქონე გაუთხოვარი ქალბატონი როგორი დედა იქნებოდა. დღე-ღამეში 24 საათია და არა მგონია საოჯახო საქმეს 4-5 საათზე მეტს ანდომებდეს რომელიმე ქალი,

  20. mshvenivradaa shesazdlebeli orive ertad….karierac da ojaxic…mtavaria gverdit gyavdes iseti mamakaci, romelic iseve dainteresebulia sheni warmatebebit, rogorc shen, ggulshematkivrobs da axarebs sheni mixwevebi….

  21. მოგესალმებით, ეს სტატია მგონი მეორედ წავიკითხე უკვე… :) არ ვიცი ამ სტატიის ავტორს რატომ არ ეგულება ისეთი ქალბატონი, რომელსაც ჰყავს მეუღლე, შვილები და ამავდოულად აქვს სამსახური. რადგან დღევანდელ საქართველოში ძალიან ბევრი ქალია მასეთი ცხოვრების რეჟიმით. როცა ადამიანი ამ ყველაფერს ერთად ასწრებს და ახერხებს ეს ცუდი არ არის პირიქით…

  22. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ვარ მთავარი ბუღალტერი. შესანიშნავად ვახერხებ ოჯახსა და სამსახურს შორის ძალების გადანაწილებას. ძიძა არ მყოლია არასოდეს. ბავშვები ცოტა რომ წამოიზარდნენ მერე დავიწყე კარიერაზე ფიქრი. ვფიქრობ, მთავარია ვიცოდეთ დროის სწორად გადანაწილება.

  23. გეხმაურები მეოჯახე კარიერისტი :) 21 წლის ასაკში დაოჯახებული და ათასი საგარეო საქმით დაკავებული(სწავლა,სამსახური,კონცერტები,იოგა,ლიტ.საღამოები). ვფიქრობ შინაგანად რაც ხარ,ოჯახის შექმნის შემდეგაც იგივე დარჩები. ერთი მხრივ ოჯახი ჩემთვის უფრო მეტად თავისუფლების გასაღებიც აღმოჩნდა(მკაცრი მშობლების გამო). სულაც არ ვფიქრობ, რომ ოჯახი ბორკილებია, საქმე იმაშია, რომ რასაც ეძებ,იმას პოულობ. გინდა თავს კოშკში ჩაკეტილ პრინცესად გრძნობდე? იქნება. გინდა შენს მეორე ნახევართან ერთად მოიარო მსოფლიო? მივლი. არჩევანიც და შედეგიც ჩვენზეა დამოკიდებული :)

შენ რას იტყვი?