Tags
თვითგანვითარება

ბედნიერების ჰორმონები 

ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.

საპროტესტო აქციაზე ადამიანს უჭირავს ტრანსპარანტი სიყვარულის წითელი სიმბოლოთი.

რატომ ვზეიმობთ 8 მარტს? 

ბევრი ჩვენთაგანი სიამოვნებით იღებს სარვამარტო საჩუქრებს, მილოცვებს და საერთოდაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია, რომ ეს დღე მხოლოდ ქალებს ეკუთვნით.

სტილი, სხეული

როგორ მოვიშოროთ სვირინგი (ტატუ)? 

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ლაზერი არ არის განკუთვნილი ტატუს წასაშლელად. სამწუხაროთ, ზოგი გამოიყენებს ტატუს წასაშლელად ისეთ ლაზერს, რომელსაც სხვა დანიშნულება აქვს, განსხვავებით იმ ლაზერისა, რომელიც ტატუს წასაშლელად არის განკუთვნილი, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს სხეულზე შრამი.

კვება, სხეული

როგორ დავიკლოთ და აღარ დავაგროვოთ კილოგრამები 

გასკვირი არაა, რომ გახდომის მსურველთთათვის დიეტები ასეთი პოპულარობით სარგებლობს. დიახ, ბევრი წამოეგება ანკესზე, რადგან იმედოვნებს, რომ მისი სამეგობროს ან სამეზობლოს ფართოდ რეკლამირებული, სწრაფად წონის დასაკლები დიეტებით გადაწყვეტს სიმსუქნის პრობლემას. თუმცა სამწუხარო სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არასწორი დიეტებით ადამიანთა ძალისხმევა ხშირად ფუჭია.

სახლი

პილმენები 

პილმენი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი საჭმელია, მათ შორის არც ჩემი შვილია გამონაკლისი და მეც ხშირად მიწევს მისი მომზადება. (შვილის გამო, თორემ სახალისო ნამდვილად არ არის ერთი საათი ცომთან და ფქვილთან ურთიერთობა)

მოკლედ, ვისაც ძალიან უყვარს პილმენი და არასოდეს გაუკეთებია, ან ახალბედა დიასახლისია და უნდა ოჯახის წევრების გაკვირვება და სიამოვნება გამოიწვიოს, დაწვრილებით, თავისი ფოტოებით ავღწერ და მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ იგი.

სურათი Rebecca IoseBath
ოჯახი, ურთიერთობები

ნაადრევი ქორწინება 

როგორც იქნა ახდა შენი ოცნებები, ულამაზესი კაბა გაცვია და საყვარელ ადამიანზე ქორწინდები. მერე რა, რომ ჯერ თავადაც ბავშვი ხარ, სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის? ხან 18 წლისას მოგიკაკუნებს გულის კარზე და ხანაც ძალიან გვიან.

ალბათ გიფიქრია ოჯახურ თანაცხოვრებაზე – ეს ხომ მოვალეობათა ერთი გრძელი ჯაჭვია – და ზუსტად იცი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრე დგამ ამ ფრიად საპასუხისმგებლო ნაბიჯს, შენ მზად ხარ ამისათვის.

ოჯახი, სილამაზე, ფლირტი

როგორ მოვხიბლოთ მეუღლე! 

რამდენიც გინდა იმდენი ქალი ან თუნდაც გოგონა მინახავს გათხოვების შემდეგ სახლში ჩამჯდარი, მხოლოდ ბავშვების მოვლით, საჭმელების კეთებით, სარეცხის რეცხვით და სახლის დალაგებით რომ ირთობს თავს. პრობლემებიც არ აყოვნებს: მეუღლე უფრო და უფრო გვიან მოდის სახლში ან თუ მოდის ყოველგვარი ინტერესი დაკარგული აქვს და დაძინების გარდა საძინებელში არაფერი არ სურს!!! ვერც გაამტყუნებ, შოკოლადიც ყველას ლამაზად შეფუთული უყვარს!