Tags

ქორწინება

დაქორწინებული ბავშვები საქართველოში, ანუ ქორწინება სექსუალური ცხოვრების დასაწყებად 

ჩვენს ქვეყანაში,  ამ დროებაშიც  კი ქორწინებამდე სქესობრივი ცხოვრების დაწყება დიდ და უპატიებელ დანაშაულად ითვლება. როგორც წესი ჩვენი მშობლების თაობა მკაცრი დოგმებით აღზრდილ ქალიშვილებს  უნერგავენ, რომ სექსი ქორწინებამდე დანაშაულია.  ჩემი აზრით ამ მოძველებულ ტრადიციას მიუძღვის უდიდესი წვლილი თანამედროვე სტატისტიკაში სადაც ნაადრევი ქორწინების და განქორწინების სკალა საკმაოდ მაღალია. რატომ თხოვდებიან გოგონები სკოლის…

თავის მოვლა

როგორ ჩავდგეთ ფორმაში ზაფხულის სეზონისთვის 

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თავს წამოყოფენ ზამთრის განმავლობაში დაგროვილი აბეზარი კილოგრამები. აჯობებს დროზე დავივიწყოთ ტელევიზორის და კომპიუტერის წინ სასუსნავებთან ერთად გატარებული საღამოები და სასწრაფოდ მივაკითხოთ სავარჯიშო დარბაზებს. მასაჟისტის მომსახურებით სარგებლობაც არ იქნება ურიგო, დილაობით ადრე ადგომა და სირბილიც შესანიშნავი აზრია, როდესაც გაზაფხულის მზიანი და თბილი დილა 7 საათზე თენდება. თუ დროის პრობლემა…

მნიშვნელოვანი

“ჯერ ცოცხალი ვარ” ანუ ფემიციდი საქართველოში 

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის როყიო სიტყვებისა არ იყოს “კრიმინალი არის შესანიშნავ მდგომარეობაში”. დღე არ გავა, რომ საშინელმა კრიმინალურმა მოვლენამ არ შეძრას მოსახლეობა. “დაუთოება”, ძარცვა და სადარბაზოებში დახვედრა… შებინდებულზე ქუჩაში გასვლის გვეშინია. თუმცა ყველაზე შემზარავი მოვლენები, რაც ბოლო ხანებში ვითარდება სწორედ ყოფილი ცოლების თავზე ტრიალებს. უკვე სათვალავიც ამერია მერამდენე ახალგაზრდა, ლამაზი…

სახლი, შენი ხელით

საბავშვო საუზმის 12 სახალისო DIY იდეა 

სამწუხაროდ დღეს ბევრ ოჯახში საუზმეს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისთვისაა, რადგან თუ ისინი დილის კვებას გამოტოვებენ, ფაქტიურად 18 საათის განმავლობაში (ძილის საათების ჩათვლით) მოუწევთ ჭამის გარეშე დარჩენა. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. თუ ბავშვი უარს ამბობს დილის საკვებზე, მიეცი უფლება ჭამოს ის, რაც უნდა. თუ თვითონ არაფერს ირჩევს, შესთავაზე ფოტოებზე ასახული მხიარული საუზმე – კალორიებით გაჯერებული, შესანიშნავი აპლიკაციებით გაფორმებული ნოყიერი და გემრიელი. მსგავს ცდუნებას ვერც ერთი ბავში ვერ გაუძლებს და საუზმის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.

მნიშვნელოვანი

გენდერული სიბრმავე: ორმაგი სტანდარტი საქართველოში 

რა არის გენდერული თანასწორობა? გენდერული თანასწორობა არის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი თავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში, მასზე არ მოქმედებს გენდერული როლების მიერ წამოყენებული შეზღუდვები. ქალთა და მამაკაცთა ქცევები, მისწრაფებები და სურვილები სრულიად თანასწორად განიხილება. უფრო მარტივად და მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გენდერული თანასწორობაა სქესთა თანასწორობა ანუ თანაბარი უფლებები…

სიყვარული

ყველაზე პოპულარული შეყვარებული წყვილები 

ჰოლივუდისთვის ცოტათი უცნაურია წრფელი სიყვარული და ხანგრძლივი ქორწინებები, ხოლო ის ადამიანები, რომელთა გრძნობებიც (და ქორწინებაც) დრომ გამოსცადა, მთელს ჰოლივუდში (და არა მარტო) საყოველთაო ყურადღების, საუბრის და, ზოგადად, აღტაცების საგანია. გაეცანი ყველაზე პოპულარული შეყვარებული წყვილების მოკლე ისტორიებს. რიტა ვილსონი და ტომ ჰენქსი ვილსონი პირველად მომავალ მეუღლეს საკუთარ სატელევიზიო  შოუში “Bosom Buddies” შეხვდა, თუმცა რომანი მაშინვე არ გაუბამთ. წყვილი მოგვიანებით კვლავ…

თავის მოვლა

7 მარტივი და სასარგებლო პოზა იოგაში 

ძალიან დიდი ხანი შორიდან შევტრფოდი იოგის მეთოდით ვარჯიშს, მეგონა რომ ძალიან რთული და ჩემთვის მიუღწეველი ვარჯიშები იყო, თუმცა გამოხდა ხანი და ერთმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა იოგის საიდუმლოს მაზიარა. რა თქმა უნდა რთულია რიგი პოზების შესრულება, თუმცა მიუღწეველი ნამდვილად არაფერია. რომ დავწერო დიდი იოგი ვარ მეთქი, ნამდვილად არ ვიქნები გულწრფელი, თუმცა…

წარმატება

კარიერა და ოჯახი 

არსებობს ქალთა რამდენიმე კატეგორია, მე ორ ნაწილად გავყოფდი. კარიერისტები და მეოჯახეები. არსებობს ქვეკატეგორიები, მაგ: ქალი კარიერისტი, რომელიც ახერხებს ოჯახის ყოლასაც ან მეოჯახე, რომელიც ცდილობს კარიერის გაკეთებას. რა თქმა უნდა, არის ორივე ვარიანტის შეთავსების და წარმატების შანსები – გააჩნია ქალის მონდომებას, მონაცემებს და მიზანსწრაფულობას. კარიერისტები ჩემი მეგობარი ნათია უნივერსიტეტის დამთავრებამდე მოეწყო…

პაემანი

6 არაბანალური იდეა ვალენტინობისთვის 

ზოგიერთებისთვის ვალენტინობის დღე ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ტრდიციებით: სასიყვარულო ბარათებით, ვარდების თაიგულებით, გულის ფორმის შოკოლადებით და რომანტიული ვახშმით დღის ბოლოს. ხოლო ვისთვისაც სულ ერთია, რას გააკეთებს შეყვარებულთან ერთად ამ დღეს (მთავარია მის გვერდით იყოს), მაშინ გაითვალისწინეთ რამდენიმე ყველაზე არაბანალური რჩევა. მაშ ასე: 1. საშინაო პიკნიკი გადაახვიეთ რესტორნის სცენა, სადაც თქვენ პირისპირ…

პაემანი

6 მხიარული იდეა მარტოხელებს ვალენტინობის დღისთვის 

ვალენტინობის დღეს მარტო უნდა შეხვდეთ? შანსი არაა! მაგრამ თუკი ფაქტს ვერ გავექცევით, მაშინ რამდენიმე საინტერესო რჩევა თქვენთვის: ასიამოვნე საკუთარ თავს არა მაინდამაინც ეგ არ გაიფიქროთ. უბრალოდ ჰკითხე პესიმისტს ვალენტინობის დღის შესახებ და ის გეტყვის სრულ ჭეშმარიტებას. ეს არის დღესასწაული შექმნილი მხოლოდ იმიტომ, რომ შეყვარებულებმა ერთმანეთი წაახალისონ სხვადასხვა საჩუქრებით და სიურპრიზებით. ზუსტად ამის გამო…

განშორება, სიყვარული

8 მიზეზი თუ რატომ უნდა დავშორდეთ შეყვარებულს ვალენტინობამდე (თითქმის ხუმრობით!) 

რა შეიძლება იყოს ვალენტინობის დღეს მარტოობაზე უარესი? ალბათ იმ ადამიანის გვერდზე ყოფნა, რომელიც აღარ გიყვარს და აღარ გაღელვებს. ზოგიერთი წყვილი არასასურველ ურთიერთობას მთელი დეკემბრის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ ზამთრის არდადეგების მარტოობაში გატარების ეშინია. თუ შენც ასეთი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნები, მაშინ სჯობს ყველაფერი აწონ-დაწონო და გადაწყვეტილება ვალენტინობის დღემდე მიიღო. არ იდარდო, ბედნიერება ახალი სიყვარულის…

თავის მოვლა

რა არის უჯრედისი? 

ჩვეულებრივ მკითხველს, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიასთან შეხება არ აქვს, ალბათ ცოტა ეხამუშება ასე ხშირად ნახსენები “უჯრედისი” (ინგლ. fiber), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სწორ კვებას, დიეტას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აქ დაწვრილებით მოგიყვებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება უჯრედისით მდიდარი საკვები. უჯრედისი არის ბოჭკო, რომელიც მცენარეების საფუძველს წარმოადგენს. იგი…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

რა უნდა ვიცოდეთ ალკოჰოლის შესახებ 

სამწუხაროდ ალოკოჰოლზე დამოკიდებულთა რიცხვი ბოლო დროს სწრაფი ტემპებით მატულობს, რასაც საბოლოო ჯამში მსხვერპლიც მოჰყვება ხოლმე. მოდით, გავერკვეთ რა არის ალკოჰოლი და რას მოგვიტანს მისი გადაჭარბებული დოზებით მიღება. სპირტიანი სასმელების ტიპები ძირითადად არსებობს სპირტიანი სასმელის ოთხი ტიპი: ლუდი და ტკბილი ლიქიორები, რომელიც შეიცავენ 3-იდან 6%-ამდე (ზოგჯერ უფრო მეტსაც) ალკოჰოლს. ღვინო,რომელიც შეიცავს…

თავის მოვლა

5 რჩევა საუზმის სასარგებლოდ 

რატომ? ერთი ფინჯანი ყავა, აი მოსახლეობის დიდი ნაწილის საუზმე. უფრო და უფრო ვრცელდება შეხედულება, რომ დილით საუზმობა სულაც არ არის საჭირო და აუცილებელი. თუმცა მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ამერიკელი ექსპერტების კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კარგი საუზმე ეხმარება, როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს რომ იყვნენ ნაკლებად გაღიზიანებულები, უფრო ენერგიულები და შრომისუნარიანები….

სახლი, შენი ხელით

ფაბერჟე – სააღდგომო კვერცხებიდან, ფუფუნების საგნებამდე 

სულ მალე სრულიად ქრისტიანული სამყარო იზეიმებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მანამდე, კიდევ ერთხელ, გადავავლოთ თვალი ისტორიას თუ როგორ გაჩნდა კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია და რუსმა იუველირმა ფაბერჟემ, როგორ აქცია სააღდგომო კვერცხები ყველაზე ძვირფას და დახვეწილ საჩუქრად.

მოტივაცია & პოზიტივი

ბედნიერების ჰორმონები 

ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.

საპროტესტო აქციაზე ადამიანს უჭირავს ტრანსპარანტი სიყვარულის წითელი სიმბოლოთი.
მნიშვნელოვანი

რატომ ვზეიმობთ 8 მარტს? 

ბევრი ჩვენთაგანი სიამოვნებით იღებს სარვამარტო საჩუქრებს, მილოცვებს და საერთოდაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია, რომ ეს დღე მხოლოდ ქალებს ეკუთვნით.

თავის მოვლა

როგორ მოვიშოროთ სვირინგი (ტატუ)? 

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ლაზერი არ არის განკუთვნილი ტატუს წასაშლელად. სამწუხაროთ, ზოგი გამოიყენებს ტატუს წასაშლელად ისეთ ლაზერს, რომელსაც სხვა დანიშნულება აქვს, განსხვავებით იმ ლაზერისა, რომელიც ტატუს წასაშლელად არის განკუთვნილი, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამ შემთხვევაში შეიძლება დარჩეს სხეულზე შრამი.