Tags
კვება, სილამაზე

მწვანე ჩაის უცნობი თვისებები 

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს წონაში კლებას, აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და ბევრი დიეტის შემადგენელი კომპონენტია, მაგრამ ამით მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები სულაც არ ამოიწურება.

დასვენება, კვება

6 საკვები, რომელიც სტრესს ებრძვის 

მაშინ, როდესაც დილით ნაჩქარევად ვსაუზმობთ, მერე სამსახურებში გავრბივართ, ან შინ კომპიუტერს მივუჯდებით და შესვენებაზეღა თუ ვახერხებთ რამე გემრიელის და სასარგებლოს (უფრო ხშირად კი, უსარგებლოს) მირთმევას, ორგანიზმს დიდ სტრესს ვაყენებთ.

ოჯახი, ფლირტი

5 მიზეზი თუ რატომ ღალატობენ კაცები 

ქალებს უმეტესობისთვის ღალატი გაუგონარი და უპატიებელი საქციელია… როდესაც მას ეუბნები, რომ გიყვარს, თვლი, რომ ყველაზე მცირე, რაც  შეუძლია საპასუხოდ გააკეთოს, ერთგულების შენარჩუნებაა. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ: შეიძლება იტყუებოდეს (ხანდახან) ვერ ან არ გეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში უთმობდეს დედას და მეგობრებს იმაზე ბევრად…

ძვირფასი ქვები და მათი მოვლა 

ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვებიც ქალის საუკეთესო მეგობრები არიან. და როგორ უფრთხილდები შენს მეგობრებს? სპეციალურ, რბილი ზედაპირის მქონე ზარდახშაში ინახავ მათთვის განკუთვნილ ბუდეებში, ცალ-ცალკე, თუ ქაოტურად გიყრია ყუთში? ჩვენი სტატია დაგეხმარება, უკეთ მოუარო სამკაულს.

თვითსიყვარული, სილამაზე

“მნიშვნელოვანი” დეტალები, რომლებსაც მამაკაცი ვერასდროს შეამჩნევს 

ახალი ჯინსი გაცვია, სარკის წინ ორი საათი იტრიალე, რომ მომატებული 300 გრამის დასამალი მაისური შეგერჩია, თმა ერთი სანტიმეტრით დაიმოკლე (ასე უფრო კარგად ჩანს შენი მწვანე თვალები), ახალი ფეხსაცმელი გაცვია… ის კი ისე იქცევა, თითქოს არავითარი ცვლილება არაა. სანამ გაბრაზდებოდე და უყურადღებობაში დაადანაშაულებდე, გადახედე, რა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ათიდან რვა მამრმა.

სილამაზე, სტილი

10 მარტივი და სწრაფი ვარცხნილობა 

მათთვის, ვინც მუდამ გზაშია, ვისაც არ აქვს სალონებში დასახარჯი დრო, მნიშვნელოვანი შეხვედრა დაუნიშნეს მოულოდნელად, ან უბრალოდ, ძალიან უყვარს დილის ძილი და ენანება ვარცხნილობის გაკეთებაზე დასახარჯი ნახევარი საათი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. 1. კულულები შეიკარი თმა ცხენის კუდად, დაახვიე ბოლოები თმის დასახვევი უთოთი და გაიშალე. მცირე დოზით თმის ლაქი გამოიყენე და საღამოს…

სტილი

7 სუნამო ყველაზე პრეტენზიული ადამიანებისთვის 

ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის ალბათ ყველაზე უფრო “მტკივნეული” თემაა სუნამო, რომელსაც თანამშრომელი იყენებს, მაგრამ შენ მის ყოველ დაპკურებაზე თვალებიდან ცრემლი გდის, ცხვირი გეწვის და სუნთქვა გიძნელდება, ან თავი გტკივდება. ნაცნობი სიტუაციაა? ჩემთვისაც. პარფიუმერებმა იფიქრეს, იფიქრეს და ისეთი სუნამოები შექმნეს, რომელიც არც ერთ მხარეს დასწყვეტდა გულს. აქ ჩამოთვლილ სუნამოებს მაქსიმალურად მსუბუქი სურნელი…

სტილი, სხეული

5 ყველაზე ძვირადღირებული სუნამო 

ალბათ, გაინტერესებს, რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამოები. მე დავინტერესდი და მოვიძიე… Caron’s Poivre $1000 – 30 მლ ეს სუნამო 1954 წელს გამოუშვა Michel Morsetti-მ. სუნამო უნისექსია, როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის განკუთვნილი. საბაზისო ნოტები მერქნოვანია, სუნამოს შუაგულში ყვავილოვანი არომატებია, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტი პილპილის მკვეთრ არომატზეა გაკეთებული. Clive Christian No. 1 $2,150…

სტილი, სხეული

“ვარდისფერი” სუნამოები 

მას, ვისაც უყვარს ყველაფერი ვარდისფერი, ალბათ სურვილიც ექნება, ვარდისფერი სუნამოების შესახებაც გაიგოს მეტი. ანუ იმ სუნამოების შესახებ, რომელთა დასახელებაშიც სიტყვა “ვარდისფერი” ანუ “PINK” ურევია. შევეცადეთ მოგვეძებნა შედარებით პოპულარული ვარდისფერი არომატები და ერთად მოგვეყარა თავი. DKNY Sweet Delicious Pink Macaroon ჯგუფი: ყვავილოვანი-ხილის DKNY Sweet Delicious  კოლექციის ლიმიტირებული გამოშვება. კოლექციაში სამი ტკბილი…

სილამაზე, სხეული

კანის მოვლისას დაშვებული ხუთი ყველაზე ბანალური შეცდომა 

“ბავშვის საპნით სახის დაბანა შეიძლება”, “გარუჯვისას კანი უფრო ლამაზია და გამონაყარი ქრება”, “არაფერი მოხდება თუ დღეს მაკიაჟის მოშორების გარეშე დავიძინებ, ძალიან დავიღალე და მეძინება”… მსგავი ფრაზები ალბათ ყველას გვითქვამს. ვითომ დიდი არაფერი, მაგრამ ეს ზუსტად ის შეცდომებია, რომლებიც ჩვენს სახის კანს აფუჭებს და დროზე ადრე აბერებს. 1. კანის მექანიკური გაღიზიანება ეს ყველას გაგვიკეთებია….

დასვენება, სილამაზე

“THE BODY SHOP”-ის ტანის კარაქი DUOS – 2 in 1 (მიმოხილვა) 

ტანის მოვლის ბევრნაირი საშუალება არსებობს, კრემით დაწყებული, ტანის კარაქით და ზეთებით დამთავრებული. თაროზე ფლაკონები ზოგჯერ იმდენია, რომ აღარც ვიცით სად წავიღოთ, არეულობაში კი ვერაფერს ვპოულობთ. სამოგზაუროდ წასვლისას რთული გადაწყვეტილებაა მისაღები – ტანის კრემი წაიღო თუ ლოსიონი, ან იქნებ ტანის კარაქი სჯობდეს? ხელებზე არც ისე მშრალი კანი გაქვს, მაგრამ იდაყვებზე კანს…

სტილი

ძვირფასი ლითონები და მათი მოვლა 

ძვირფასი ლითონები სუფთა სახით საიუველირო საქმეში არ გამოიყენება. ამის მიზეზია მაღალი ღირებულება, არასაკმარისი სიმაგრე და მალცვეთადობა. როგორც წესი, მზადდება ორი ან მეტი ლითონის შენადნობი, ვინაიდან შენადნობში ლითონთა სიმტკიცე საგრძნობლად იზრდება. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს მივანიჭოთ ლითონს ჩვენთვის სასურველი თვისებები, მაგალითად შევუცვალოთ ფერი ან შევუცვალოთ ლღობის ტემპერატურა, მივცეთ ჩვენთვის სასურველი, დახვეწილი…

სილამაზე, სხეული

როგორ შევარჩიოთ შამპუნი სულფატების გარეშე 

შამპუნები სულფატების გარეშე – პროდუქტი, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია სტილისტები აქტიურად უწევენ რეკომენდაციას. ტრადიციულ შამპუნებთან შედარებით, მათ მეტი კარგი თვისება აქვთ, თუმცა არის უარყოფითი მხარეებიც. რა არის სულფატები? ნივთიერებები, რომელიც შამპუნის სქელ ქაფს წარმოქმნის. სულფატები შედარებით იაფფასიანი ინგრედიენტია და გამოიყენება როგორც შამპუნებში და შხაპის გელებში, ასევე საპონში, კბილის პასტაში და ა.შ. …

მკითხველის ისტორიები, სილამაზე, სტილი

პრობლემა – შავად შეღებილი თმის გადაღებვა 

თქვენი შეკითხვები და ისტორიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ამ ფორმის მეშვეობით: მოგვწერეთ მკითხველის წერილი: მელირება გავიკეთე – წითელი შავში, მაგრამ შავმა ფერმა გადაფარა წითელი. მირჩიეს ყველაზე ღიად შეიღებეო და რომელ საღებავს და წითელ ტონალობას მირჩევთ? პასუხი ჩემი გამოცდილებით, შავი საღებავის სხვა საღებავით გადაღებვა პრაქტიკულად შეუძლებელია, როგორი ღია ფერის საღებავიც უნდა დაიდო. საუკეთესო…

სილამაზე

Schwarzkopf Color Spray [მიმოხილვა] 

ვისაც წითლად/მოწითალოდ შეღებილი თმა გაქვთ, ალბათ ყველას გამოგიცდიათ, რომ ორ-სამ კვირაში თმა ძალიან უფერულდება. გამოსავალი შეღებვაა, მაგრამ ყველას არ სჭირდება სამ კვირაში ერთხელ ღებვა. მითუმეტეს იმათ, ვისაც თმა ნელა ეზრდება. მე პირადად, იმდენად ნელა მეზრდება, თვენახევარში ერთხელაც კი მყოფნის შეღებვა. თან, მშვენივრად მოგეხსენებათ, ხშირი ღებვით თმის ხარისხი როგორ ეცემა. გაუფერულების…

სხეული

3 აპლიკაცია, რომელიც წონის კლებაში დაგეხმარება 

დამეთანხმებით ალბათ, რომ დიეტის დაცვა ბევრად უფრო მარტივია მაშინ, როცა ამას მეგობართან ერთად აკეთებ.   მეგობარს შეგიძლია გაუზიარო შენი წარმატებები, შესჩივლო წარუმატებლობაზე და მეტი მოტივაციისთვის მინი შეჯიბრებებიც მოაწყოთ. და რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ჩვენს გარშემო არავინ არაა დიეტაზე და წონასთან ბრძოლა მარტოებს გვიწევს? რა და, ვტვირთავთ მობილურ აპლიკაციას, ვაყენებთ და ვიწყებთ…

სხეული

როგორ მოვიწესრიგოთ ძილი 

იმისათვის, რომ საყვარელი საქმე ხალისიანად ვაკეთოთ, ჯანმრთელობა, კარგი განწყობა  და ენერგია შევინარჩუნოთ, საჭიროა ვიძინოთ. უნდა გვეძინოს იმდენი მაინც, რომ მთელი დღე რბილ ლეიბზე და ბალიშზე არ ვიოცნებოთ. ამასთან, ძილი ხარისხიანი უნდა იყოს. მე სადმე ლაშქრობაში 6-საათიანი ძილი თუ მყოფნის, თბილისში მინიმუმ 8-9 საათი მჭირდება. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ძილის ხარისხზე…

სტილი, სხეული

როგორ უნდა აარჩიო სპორტული ბიუსტჰალტერი 

ვარჯიში, სირბილი, ფიტნესი ძალიან კარგია ფიგურისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ სპეციალური ბიუსტჰალტერის გარეშე მკერდს შეიძლება ზიანი მიაყენო. ჩვეულებრივი ლიფები როგორც წესი, უხეშია და  აქტიურ მოძრაობაზე არაა გათვლილი. ვერც მკერდს აფიქსირებს კარგად და მიკროტრავმების მიღების შანსიც საკმაოდ მაღალია. მართალია, სპორტული  ბიუსტჰალტერი ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ძვირია, მაგრამ სამაგიეროდ მიღებული  კომფორტი ნამდვილად…