Tags

თავის მოვლა

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (IV ნაწილი) 

დღესაც ჩვეულებრივ ვივარჯიშე , ვარჯიშების უმეტესობას სრული რაოდენობით ვაკეთებ, თუმცა ისეთებიც არის რომელიც მიჭირს.

დღეს მხოლოდ მე ვიყავი დილით და ქალბატონი თინათინიც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

დასვენება

ქალი მძღოლის ტიპები [გამოკითხვა] 

მოგეხსენებათ სტერეოტიპულად ”ქალი საჭესთან” საგინებელი სიტყვათა შეთანხმება უფროა, ვიდრე ჩვეულებრივი რეალობის ამსახველი.

მიუხედავად კაცების უკმაყოფილებისა, ქალები უფრო და უფრო მრავლად გვხვდება მანქანის საჭესთან, შესაბამისად ჩამოყალიბდა რაღაც წარმოდგენები ქალი მძღოლების ტიპაჟებთან დაკავშირებით. მოდით რამოდენიმე მათგანი განვიხილოთ.

თავის მოვლა

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (III ნაწილი) 

დღევანდელი ვარჯიში რაღაც ისე კარგად არ გამომივიდა, პრესი ნამეტანი მქაჩავდა და ძალიან უცებ მეჭიმებოდა, შესაბამისად სრულყოფილად ვერ ვაკეთებდი ზოგიერთ დავალებას.

იმედია ხვალ უკვე უფრო უკეთესად იქნება ჩემი კუნთები, უფრო ტონუსში და აღარ მომიწევს რაოდენობის მოკლება.

თავის მოვლა

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (II ნაწილი) 

პირველი ვარჯიშის შემდეგ კუნთები მტკიოდა, მაგრამ ტკივილი გაუსაძლისი არ იყო. ჭამის კონტროლი დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ მომიწია ცოტა დარღვევა, მაინც კმაყოფილი ვარ.

დღევანდელ ვარჯიშზე უკვე პროცესშიც ბევრად მსუბუქად ვგრძნობდი თავს. ამ ვარჯიშების მთელი მუღამი სწორად, კარგად გაკეთებაა და არა ”ბრძოლის ველზე დაცემა”.

თავის მოვლა

ვარჯიში და სწორი კვება – თიდანი (I ნაწილი) 

შესვლისთანავე ძალიან მყუდროდ ვიგრძენი თავი, დამხვდა ინსტრუქტორი – ქალბატონი თინათინი.

პირველი ნაბიჯი იყო გასაუბრება, როდესაც ჩემი ჯამრთელობისა და ფიზიკური მომზადების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ინსტრუქტორს.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

მენოპაუზა ანუ ახალი ეტაპი ქალის ცხოვრებაში 

მენოპაუზა (იგივე კლიმაქსი) – ის პერიოდა, როდესაც ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ძვრები, საკვერცხეებში აღარ მწიფდება კვერცხუჯრედი და ორგანიზმი აღარ გამოიმუშავებს ჰორმონ ესტროგენს.

მენოპაუზის საშუალო ასაკი გახლავთ 51 წელი , თუმცა ის შეიძლება დაიწყოს 45-55 წლის შუალედში. ქალების ერთი ნაწილი ამ დროს საერთოდ ვერ გრძნობს განსაკუთრებულ ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი სხვადასხვა სიმპტომებისაგან იტანჯება.

ურთიერთობები

7 ტაბუ საძინებელში 

ყველას აქვს მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრება და სიამოვნება, ხოლო იმისათვის რომ ჩვენი სიამოვნების განცდა არ მოგვიწიოს ეულად (ნუ თუ შეიძლება მაგ შემთხვევას ვუწოდოთ სასიამოვნო, მაშინ როცა ეულად ხარ) არ იქნებოდა ურიგო გავცნობოდით მეტ-ნაკლებად საზრიან და სანდო სტატიიას. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ეს წესები ყველა ქალმა იცის ქვეცნობიერად, არ იქნება ცუდი ამის შეხსენება არგუმენტირებულად.

სახლი, შენი ხელით

რით გავერთოთ ახალ წელს – თამაშები 

ჩვენი მკითხველის თხოვნით ამ სტატიაში შემოგთავაზებთ აქტივობების ჩამონათვალს , რომლებიც გამოგადგებათ მეგობრების წრეში დროის მხიარულად გასატარებლად.

ყველამ ვიცით, რომ ძალიან მოსაბეზრებელია ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე – შეხვედრა სახლში (ვინმესთან ან ოჯახში), დალევა (სახლში ან რესტორანში), ცოტა ცეკვა და დილით აუტანელი ბახუსი.

მგონი ღირს ამ თანმიმდევრობის ცოტათი გადახალისება, შემდეგი გართობებით:

დასვენება, სახლი, შენი ხელით

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე? 

ახალი წლის განწყობისათვის ერთ-ერთი უმთავრესი დეტალი ნაძვის ხეა.

ის შეიძლება იყოს ბუნებრივი და გყავდეს მთელი წელი ქოთანში, ან ხელოვნური და ინახავდეთ სადღაც სათავსოში , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, დროა ის ოთახის შუაში მოვათავსოთ და გალამაზებაზე ვიზრუნოთ.

დასვენება

როგორ ავურჩიოთ საახალწლო საჩუქარი მამაკაცს? 

საჩუქრების მიღება ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა, ხოლო ამას ისეთი კარგი მიზეზიც თუ აქვს როგორიც ახალი წელია – ამას არაფერი სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხშირად ამბობდნენ ფრაზებს: ”არ არის საჭირო”, ”ნუ იწვალებ ტყუილად” და სხვა მსგავს რაღაცეებს, მათ ისევე სიამოვნებთ საჩუქრები, როგორც ქალებს.

ურთიერთობები

რისი გაკეთება არ ღირს სექსის დროს 

სამყაროში ყველაფერი რაღაც წესების მიხედვით რეგულირდება და მიუხედავად იმისა, რომ სექსისა და ინტიმისათვის წესები ჯერ არ მოუგონებიათ – მაინც არსებობენ ქალები, რომლებიც მათ არღვევენ.

ხდება ისე, რომ ქალებს პარტნიორში რაღაც ”ის” არ მოსწონთ, ან ის ”იმას” ვერ აკეთებს და ა.შ. – ქალბატონებო, მოდუნდით და გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ შეცდომებს, რომელიც ანგრევს ყველაფერს.

ურთიერთობები

3 კოქტეილი რომელიც პაემანს უხდება 

ხშირად ისე ხდება, რომ რომანტიულ ვახშამსა და პაემანზე წყვილები შეუფერებელ და უცნაურ სასმელებს მიირთმევენ, არადა ფაქტია, რომ ალკოჰოლის მცირე დოზა, რომელიც ზუსტად არის სიტუაციისამებრ შერჩეული, უფრო მეტად აღვიძებს სასიამოვნო გრძნობებს და გვიბიძგებს ფლირტისა თუ სიყვარულისკენ.

ამ სტატიაში გირჩევთ რამდენიმე პიკანტურ და გემრიელ კოქტეილს , რომელიც წაგადგებათ პაემანის ”დასატკბობად” და პარტნიორის მოსადუნებლად.

ურთიერთობები

მამაკაცის ეროგენული ზონები 

მამაკაცის სხეული საგანძურებით სავსე კუნძულს შეგვიძლია შევადაროთ, ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული ”საუნჯე” გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამხელა შესაძლებლობებისა – ქალების დიდ ნაწილს უჭირს კაცის ერთი ხელის მოსმით (ამის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) ”მუშა” მდგომარეობაში მოყვანა.

ურთიერთობები

მანქანა – ადგილი ექსტრემალური სექსისთვის 

ალბათ ძალიან უადგილო არ იქნება თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის ავტომანქანა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სექსუალური გამოცდილებისა და ცხოვრებისათვის.

ვფიქრობ, ნებისმიერისთვის ადვილი მისახვედრია (ან უკვე გასაგებია), რომ ავტომობილის სალონი არ ჰგავს დიდ საწოლს, რომელიც იძლევა საშუალებას ”გაშალო ფრთები”, ხოლო მანამდე სანამ ავტოტრანსპორტში სექსს გადაწყვეტთ დაფიქრება არ იქნება ურიგო.

ურთიერთობები

5 დაუჯერებელი ამბავი სექსზე 

ზოგიერთები სექსზე აუღელვებლად საუბრობენ, ვიღაცისთვის სექსი ეგზოტიკური ხილია და აღფრთოვანებას იწვევს, დანარჩენები კი ამ თემას ამრეზით უყურებენ.

როგორც არ უნდა იყოს ეს საკითხი მუდმივი განხილვის საგანია და მოგეხსენებათ უკვე ბევრჯერ ვახსენეთ სხვადასხვა მითები და ლეგენდები, რომლებიც გადაეცემა ყველა ქალს , ხოლო მათ სიმართლესთან შესაბამისობას არავინ არკვევს.

ურთიერთობები

ორგაზმის იმიტაცია და მასტურბაცია 

ორგაზმი ყველაზე აღმატებული სიამოვნებაა, რომელსაც ადამიანი სექსის დროს განიცდის.

ქალის ორგაზმი სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გამოხატული – ეს არის ძალიან მკვეთრი შეგრძნებების კასკადი, თუმცა შესაძლოა მსუბუქი მღელვარების მსგავსიც იყოს ზოგჯერ.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

ფრიგიდულობა თუ ანორგაზმია? 

უდავოა, რომ ქალის ორგაზმი მამაკაცების სექსუალურ ფსიქოლოგიაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ქალი რომელიც განიცდის ორგაზმს პარტნიორთან, აძლევს მას შანსს მიიღოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიამოვნება და იმის დასტური, რომ ის ნამდვილი მაჩოა.