Tags

წარმატება

ვაშააა, უმუშევარი ვარ! 

კარგი ერთი,  ვინ და როდის ამბობს, აბა, ამას?! მე ვამბობ. ყოველთვის, როცა კი სამსახურიდან წამოსვლა მიწევს. ვიცი ყველა იმ გამოუთქმელი თუ ხმამაღლა გამოთქმული ვარაუდის შესახებაც, ამ სათაურის  წაკითხვის შემდეგ რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს: გასაგებია. ეტყობა,  თავის დროზე მშობლებმა ამის მაგივრადაც იმუშავეს. უსაქმურია, სხვა არჩენს. ლატარიაში ხომ არ მოიგო თანხა… რა…

სხეული

ბრრრ… ისევ გრიპი! 

ბოლომდე დარწმუნებული ვერაფერში იქნება ქალი… აბა, ვინ გეტყვის დანამდვილებით, მოგიმატებს თუ არა ჯერ კიდევ შარშან შეპირებულ ხელფასს შეფი, მოთოვს თუ არა საახალწლოდ, რა დაგიჯდება საგაზაფხულო შოპინგი ან წავა თუ არა შენი ახლადშეღებილი თმის ტონალობა ჯერ ვინაობადაუდგენელი შეყვარებულის მანქანის ფერზე?! თუმცა ერთი რამ მაინც გვაქვს გარანტირებული ყოველწლიურად – სეზონური გრიპი! გაიხსენე…

სიყვარული, ფლირტი

იდეალური მამაკაცი 

ახალ წელს გილოცავ, Pink Magazine-ის მკითხველო! საკმაოდ გვიან და უდისციპლინოდ, მაგრამ – გულით! :) დიდი ხანია, არ შევხვედრივართ, მაგრამ მაინც ზუსტად ვიცი:  ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ აქამდე თუ არა, 2013 წელში მაინც…  იანვარში თუ არა, ივლისის საზღვაო სეზონზე ან, სულაც, დეკემბერში… აუცილებლად იპოვი მას –  მხოლოდ შენთვის შექმნილს და გამოგონილს,…

ოჯახი

ხელის “თხოვნა” ქართულად [გამოკითხვა] 

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსააც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

ურთიერთობები

მათემატიკის გაკვეთილი შეყვარებულებისთვის [გამოკითხვა] 

ის, რომ ამ საგანს სკოლაშიც ვერ იტანდი, გაკვეთილის გაცდენის საბაბად არ გამოგადგება: რის თქმასაც ახლა შენთვის ვაპირებ, იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირველ პაემანზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენა ან მამაკაცის გულისკენ მიმავალ ლაბირინთებში გზის გაკვლევა.

სტიგმა & უფლებები, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

თავის მოვლა, სტილი

ამოირჩიე ვარცხნილობა სახლიდან გაუსვლელად 

გარეგნობისთვის ვარცხნილობას რა მნიშვნელობა აქვს, ნამდვილმა ქალმა ნებისმიერ ასაკში იცის. თუმცა ოპტიმალური ვარცხნილობის შერჩევა მშვენიერი სქესისაგან საკმაოდ დიდ ძალას, ენერგიას, ნერვებს და მოთმინებას მოითხოვს, რაც, საბოლოოდ, შეიძლება ვარცხნილობას ძალიანაც წაადგეს, მაგრამ ხასიათს კი გვარიანად აფუჭებს.

ურთიერთობები

რატომ თხოვდებიან ქალები? 

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

ურთიერთობები

შენი ოცნების უფლისწული – Latest Version 

მეტი ვეღარ წავიკითხე… გაითიშა. მოწყობილობა მთვლემარე რეჟიმში გადავიდა. ასეც ვიცოდი… ტელევიზორის წინ ჩასძინებია, პირღიას! ვაიმე, რა დონდლოა! ეე, რანაირად უყურებ, რა გჭირს… თითქოს აქამდე არასოდეს გენახოს… ასეთი მზერა უკანასკნელად მაშინ გქონდა, შენი ოცნების უფლისწულზე რომ მიყვებოდი… მოიცა, მოიცა, ეგ ცრემლებია თუ მეჩვენება?.. ახლა არ მითხრა, რომ… აუ, არ არსებობს… ნუთუ ეს… ის არის?!

ოჯახი, ურთიერთობები

ქალი, რომელსაც სიყვარული შეუძლია 

მაინც რამდენჯერ მოდის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული? ერთხელ? ბევრჯერ? მგონი, იმდენჯერ, რამდენჯერაც შეგიძლია. აი, მაგალითად, ჩემი ახლობელი… თუმცა ამ ამბავს, მოდი, უფრო დაწვრილებით მოგიყვებით:

სტიგმა & უფლებები

ერთი შვილი და ერთიც… გოგო 

ასე უპასუხა ქალ-ვაჟის პატრონმა ერთმა პიროვნებამ მოსახლეობის აღწერის აგენტს კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავდა. აღნიშნული შემთხვევის შემსწრე თავად რომ არ ვყოფილიყავი და შთამომავლობის აღრიცხვის ამ მეტად ორიგინალურ მეთოდს საკუთარი ყურების შუამდგომლობით არ გავცნობოდი – ვფიცავ, არცერთ სხვა წყაროს არ დავუჯერებდი.

ოჯახი, ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

ოჯახი, სტიგმა & უფლებები, წარმატება

მაშ, რა ქნას… ჭრელმა პეპელამ?! 

სხვათაშორის, ამას წინათ, ერთ-ერთ უცხოურ ტელეარხზე მოვისმინე: ქალი მდიდარი მეუღლისგან მოითხოვდა, სათანადოდ აენაზღაურებინა ყოველგვარი მომსახურება, რასაც იგი ოჯახს უწევდა და ყველაფერი რომ დაიანგარიშეს, აღმოჩნდა – ამ მომსახურების ფულადი ექვივალენტი ლამის აღემატებოდა ქმრის შემოსავალს. ჭკუის სასწავლი ისტორიაა? ალბათ, თუკი ფართოდ გავრცელებული მამაკაცური შეხედულების საწინააღმდეგოდ, ქალს ეს უკანასკნელი ნამდვილად გააჩნია.