Tags

წარმატება

5 ნაბიჯი შენი პროფესიული ცნობადობის გასაზრდელად 

LinkedIn – ქსელი შექმნილი პროფესიონალებისთვის. აქ უკვე 200 მილიონამდე ადამიანია გაერთიანებული მთელი მსოფლიოდან. ორგანიზაციის მისია მდგომარეობს პროფესიონალთა დაკავშირებაში და მათ წარმატებაში წვლილის შეტანაში. ლინკდინის საშუალებით შეგიძლია დაუკავშირდე ადამიანებს, მიიღო ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ შენს რეგიონში ან შენთვის საინტერესო ორგანიზაციებში. მიუხედავად იმისა, რომ ლინკდინმა საქართველოში პოპულარულობა მხოლოდ ბოლო დროს მოიპოვა, ქსელი…

მოტივაცია & პოზიტივი

7 “ჭკვიანი” მეგობარი გოგონებისთვის 

ინტერნეტის და “ჭკვიანი ტელეფონების” ეპოქაში მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები გვთავაზობს. ჭკვიან გოგონებსაც გვჭირდება “ჭკვიანი” მეგობრები. აქ განვიხილავ რამდენიმე მობილურ აპლიკაციას, რომელიც დაკავებული ქალბატონების ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველანაირი აპლიკაცია არსებობს ჩვენი ცხოვრების გასამარტივებლად და ყველას ინდივიდუალური საჭიროებები გვაქვს, მაინც გადავწყვიტე თქვენთვის გამეცნო რამდენიმე ყველაზე გამოსადეგი…

თავის მოვლა

როგორ გავითეთროთ კბილები მარტივად და იაფად 

კბილის ფერი საკმაოდ პრობლემატურია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად მიირთმევს ყავას, მწეველია და სტომატოლოგს მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში აკითხავს. ალბათ დამეთანხმებით, თანამოსაუბრის ღიმილი განსაკუთრებულად სასიამოვნო გვეჩვენება, როცა მას ლამაზი, მოვლილი და ბუნებრივად თეთრი კბილები აქვს. საქართველოში კბილების გათეთრების პროცედურა რამდენიმე მეთოდის გამოყენებით თითქმის ყველა სტომატოლოგიურ კლინიკაში კეთდება, თუმცა ამჯერად მინდა თქვენი ყურადღება…

სიყვარული

პაიკების და დედოფლის შესახებ 

როცა ხვდები, რომ ყველაფერი შეიცვალა, სულ უფრო ხშირად ფიქრობ როგორ მოიქცე რომ ურთიერთობა ძველებურად საინტერესო გახდეს; ხვდები, რომ მისი შენდამი ინტერესიც ნელ-ნელა ქრება და ბევრს ფიქრობ: იქნებ რამე არასწორად გავაკეთე? რა შემეშალა? როცა ის დღე დგება გამბედაობას იკრეფს, ყველაფერში გიტყდება და გეუბნება იმას, რაც აწუხებს. როცა ხვდები, რომ ყველაფერი დამთავრდა,…

პაემანი

მამაკაცების თვალით დანახული 9 ტიპის ქალი ანუ რომელი ტიპი ხარ შენ? [+გამოკითხვა] 

ალბათ თითოეულ თქვენგანს ბევრჯერ უჭორავია მამაკაცებზე. მე ძალიან (ზედმეტადაც კი) ხშირად ვხვდები ქალურ “კონსილიუმებზე”, სადაც მთავარი თემა მამაკაცია, მამაკაცთა მოდგმის რომელიმე კონკრეტული წარმომადგენელი, ან ზოგადად, კაცები. თუმცა რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, გამერკვია კაცებიც თუ საუბრობენ ქალების შესახებ და საერთოდ, როგორ ახასიათებენ თავიანთ ნაცნობ/მეგობარ/საყვარელ ქალბატონებს. გამოვკითხე ჩემი საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამრი ნაცნობ-მეგობრები…

პაემანი, სექსი

სად გავატაროთ პირველი ღამე?! 

ძვირფასო მამაკაცებო! ალბათ დამეთანხმებით, ურთიერთობაში დგება მომენტი, როცა “მოსახდენი უნდა მოხდეს” და თქვენი პარტნიორი მზადაა თქვენთან პირველი ღამის გასატარებლად. ალბათ იმაშიც დამეთანხმებით, რომ ეს ის უმნიშვნელოვანესი მომენტია, როცა საშუალება გეძლევათ საბოლოოდ დაიპყროთ თქვენი რჩეულის გული. თუმცა ფრთხილად იყავით, რადგან ერთი არასწორი ნაბიჯი და შესაძლოა ადამიანი, რომელიც თქვენთვის უკვე ძვირფასია, სამუდამოდ…

მნიშვნელოვანი, მოტივაცია & პოზიტივი

გმირს სქესი არ აქვს! 

“არ ვარ წინააღმდეგი სკოლაში იატაკზე ვიჯდე. მხოლოდ განათლება მინდა და არავის მეშინია.” – ამ სიტყვების ავტორი 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც ქალთა განათლების უფლებისთვის იბრძვის. 11 წლის ასაკიდან იგი BBC-სთვის ბლოგს აწარმოებდა, სადაც პაკისტანში თალიბანური მმართველობის შედეგებზე ყვებოდა. ჩემი აზრით, ეს გოგონა გმირია და მისი ისტორია ყველამ უნდა გაიგოს. განსაკუთრებით კი…

დასვენება, მოტივაცია & პოზიტივი

10 საინტერესო ფაქტი სიზმრების შესახებ 

მეცნიერებისთვის სიზმრების ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც სიზმრებს უკავშირდება და რომელთა უმეტესობა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. სიზმრების მნიშვნელობის შესახებ მეცნიერებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. ზიგმუნდ ფროიდს სჯეროდა, რომ სიზმრები ჩვენი ქვეცნობიერის ფანჯარაა და გამოხატავს ჩვენს ქვეცნობიერ სურვილებს, ფიქრებსა და მოტივაციებს. ფროიდის აზრით, სიზმრების საშუალებით…

პაემანი, სიყვარული

ვირტუალურიდან რეალურამდე 

ვირტუალური სამყაროს მნიშვნელობის ზრდასთან ერთად სულ უფრო ფერმკრთალდება ზღვარი ვირტუალურსა და რეალურს შორის. ადამიანები მეგობრებს სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტებიან, ორგანიზაციები საკუთარი პროდუქტის საზოგადოებისთვის გასაცნობად აქტიურად იყენებენ ვირტუალურ სამყაროს, და ბოლოს, ჩვენი მშობლების და მათი მშობლების თაობისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ დღეს ადამიანები ვირტუალურ ურთიერთობებსაც იწყებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს ურჩევნია სანამ ადამიანს…

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია 

კვებითი აშლილობები დაავადებათა ჯგუფია, რომელთა საერთო სიმპტომი კვების არანორმალური რეჟიმია – არასაკმარისი ან ზედმეტი ოდენობით კვება. კვებითი აშლილობის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ნერვული ანორექსია (Anorexia nervosa) და ნერვული ბულიმია (Bulimia nervosa). აღნიშნული ტიპის აშლილობები ძირითადად გოგონებშია გავრცელებული, თუმცა მამაკაცებშიც ფიქსირდება. კვებითი აშლილობების გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პოსტ-ტრავმატული სტრესის სინდრომი, რომელიც ქალბატონებში…

სექსი

შენი პირველი ღამე: 5 მითი ქალიშვილობის დაკარგვის (დეფლორაციის) შესახებ 

ქალწულობა ქალის ფიზიკური მდგომარეობაა დეფლორაციამდე (ქალწულობის დაკარგვამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალწულად ითვლება ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა სექსუალურ აქტში პენეტრაციით (შეღწევით).

მოტივაცია & პოზიტივი

მე ყველაფერს მოვასწრებ! 

არ მიყვარს ბიოგრაფიები, არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მირჩევნია, როცა ჩემ შესახებ სხვები ლაპარაკობენ! არ მიყვარს, სხვას რომ რაიმე პერსონალურს ვანდობ, ამიტომ როცა კითხვას ჩაამთავრებთ, მიხვდებით, რომ ყველაფერი ვთქვი და ამავდროულად, არაფერი.

პაემანი, სიყვარული

კარგი ბიჭის ტყავში დამალული ცუდი ბიჭები 

– მოდი ნუ გავლანძღავთ, მე მომწონს, კარგი ბიჭია.
– მე ვიტყოდი, რომ კარგი ბიჭის ტყავში დამალული ცუდი ბიჭია. და ჩვენ მოგვწონს ცუდი ბიჭები.
– კი, ასეა, უმართავები…

სექსი

ორალური სექსი ქალებისთვის [გამოკითხვა] 

კუნილინგუსი – ორალური სექსის ნაირსახეობა, ქალის სექსუალური აღგზნება კლიტორზე და ვულვაზე ტუჩების ან ენის ზემოქმედების საშუალებით.

სექსი

ორალური სექსი: პრობლემები და რჩევები [გამოკითხვა] 

მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ სექსუალური გზით გადამდები დაავადებები ორალური სექსითაც გადაიცემა, ამიტომ საშიშროების შემთხვევაში, აუცილებელია კონდომის გამოყენება.

სიყვარული

რატომ რთულდება ურთიერთობები 

დაქორწინებული წყვილი მანქანაში – რა თქმა უნდა, მამაკაცი მართავს. ქალი პატარა, მყუდრო კაფეს შეამჩნევს და ხვდება, რომ შეყვარებულის როლში ყოფნა უფრო მოსწონდა – ქუჩაში ხელჩაკიდებული სიარული და კინოთეატრის ჩაბნელებული დარბაზის უკანა რიგში ჯდომა. ხვდება და მამაკაცს ეკითხება: ხომ არ შევსულიყავით?
მგონი არ ღირს – პასუხობს ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს.

განშორება, სიყვარული

ემოციური ნაბახუსევი 

ემოციური ნაბახუსევი – მდგომარეობა, რომელიც ადამიანური გრძნობების ზედმეტი დოზით მიღებითაა გამოწვეული.

რისკ-ჯგუფი: ნებისმიერი ასაკის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები.

სიმპტომები: ხანმოკლე დეპრესია, დიდი რაოდენობით მაღალკალორიული ტკბილეულის მიღების დაუძლეველი სურვილი, ტელეფონის და სამყაროსთან კომუნიკაციის გათიშვა და „ტკბილი ნოემბრის“ ფონზე სლუკუნი, ბნელ ოთახში გამოკეტვის და მთელი დღის ძილში გატარების სურვილი.