Tags

მნიშვნელოვანი

ვინ დარეცხავს ჭურჭელს? 

ოდესღაც, როცა ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა, ოჯახური როლები მკაცრად იყო განაწილებული: მაშინ, როცა კაცი მესაქონლეობას მისდევდა/ნადირობდა/ომობდა, რათა საკვები მოეპოვებინა, ქალი ძირითადად ბავშვების აღზრდით, სახლის მოვლით იყო დაკავებული. ალბათ, გენდერული როლების ამგვარი განაწილება იმ პერიოდისთვის ბუნებრივი და მოხერხებული იყო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში ქალს უფრო დიდი როლი…

თავის მოვლა

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური – კბილების ჰიგიენა 

თუ არ გინდა, რომ ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ჩაყვითლებული და ნადებით დაფარული კბილები გქონდეს, ზედმიწევნით კარგად უნდა დაიცვა ჰიგიენა. პირველი რაც დაგჭირდება, კბილის ჯაგრისის გამოცვლაა – აფთიაქებში და მაღაზიებში შეგიძლია სპეციალურად ბრეკეტებიანი კბილებისთვის განკუთვნილი ჯაგრისი შეიძინო (რომლის გამოცვლა 4-5 თვეში ერთხელაა რეკომენდებული). გარდა ამისა, დაგჭირდება კბილთაშორისი ჯაგრისი და ფლოსი. რეკომენდებულია სავლების გამოყენება, შენს…

თავის მოვლა

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: პირველი დღე 

ბრეკეტების გაკეთების დღეც დადგა! ორთოდონტთან წასვლამდე კბილები კარგად შევათვალიერე: მინიმუმ 6 თვის განმავლობაში მათ ასეთ “თავისუფალ” მდგომარეობაში ვეღარ ვიხილავდი. ბრეკეტების გაკეთების პროცესმა სრულიად უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩაიარა: დაახლოებით 25 წთ დაჭირდა ბრეკეტების კბილების ზედაპირზე დამაგრებასა და ერთმანეთთან რკალით დაკავშირებას.  თუ დაწვრილებით გაინტერესებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, უყურე ამ ვიდეოს: ბრეკეტების გაკეთებამდე პირის…

თავის მოვლა

ბრეკეტებიანი გოგოს დღიური: როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე 

გავიკეთო თუ არ გავიკეთო? ბრეკეტების გაკეთების გადაწყვეტილებამდე მისვლის გზა ხანგრძილივი, ამასთან მრავალი ფიქრითა და კონკრეტული კითხვით იყო აღსავსე: გავიკეთო თუ არ გავიკეთო? თუ კი, სად ან რა სახის გავიკეთო? დამჭირდება თუ არა სიბრძნის კბილების ამოღება? ზოგადად, იდეალურთან მიახლოებული ფორმები მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კბილების თანწყობას ეხება, მითუმეტეს ქვედა კბილების. არათანაბრად განლაგებულ კბილებზე…

თავის მოვლა

ყველაფერი პლაზმოლიფტინგის შესახებ 

პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც გამოიყენება პაციენტის სისხლი. ამის გამო მას სახის “ვამპირულ” ლიფტინგსაც უწოდებენ. პროცედურას მიმართავენ ხოლმე ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ანჯელინა ჯოლი, კიმ კარდაშიანი, ბარ რაფაელი … პლაზმოლიფტინგი შემდეგში მდგომარეობს – პაციენტის ვენიდან იღებენ სისხლს და ცენტრიფუგის მეშვეობით ამუშავებენ. შედეგად პლაზმა სისხლისგან ცალკევდება. მიღებული პლაზმა კანში შეყავთ მცირე…

თავის მოვლა

კრემი vs შრატი: რომელი გჭირდება შენ? 

ბოლო დროს სახის კანის მოვლის პროდუქტებში პოპულარული გახდა შრატი, რომელიც კრემის მსგავსად კვებავს, ატენიანებს და ვიტამინებით ამდიდრებს კანს. რა განსხვავებაა კრემსა და შრატს შორის და რომელი უფრო ეფექტურია? არჩევანი კრემსა და შრატს შორის დამოკიდებულია შენი კანის ტიპზე, ამინდსა და გარემო პირობებზე. კრემი უფრო მეტად უხდება მშრალი კანის მქონე ადამიანებს. ის ხელს…

სასარგებლო რესურსები, ურთიერთობები

46 სტატია ურთიერთობების შესახებ 

ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა pink.ge-ს მკითხველებში. გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა საუკეთესო სტატიები ამ თემის შესახებ და შემდეგი სახით დაგვეჯგუფებინა: სტატიები, რომლებიც ახალი ურთიერთობის დაწყებისას გჭირდება 9 ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო ურთიერთობის საწყის ეტაპზე მოემზადე პირველი პაემნისთვის! რა უნდა და არ უნდა გააკეთო პირველ პაემანზე პაემანი, რომელიც არ დაგავიწყდება [რჩევები] 6 გზა, როგორ…

თავის მოვლა

რჩევები დარბაზში მოვარჯიშეთათვის 

რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით მეტ ადამიანს უჩნდება ვარჯიშის და ფორმაში ჩადგომის სურვილი. სატრენაჟორო დარბაზებსაც ამ სეზონზე უფრო მეტი სტუმრობს. მართალია, ბოლო პერიოდში დარბაზების რიცხვმა იმატა და არჩევნის საშუალებაც დიდია, თუმცა პირობები იდეალური არსად არის. ეს რჩევები მისთვისაა, ვინც სპორტულ დარბაზში ვარჯიში გადაწყვიტა: 1. ნუ შეგეშინდება კუნთების ზოგადად, გოგოზე, რომელიც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, თავში მსგავსი…

მნიშვნელოვანი

სქესთა შორის უთანასწორობა კადრში და კადრს მიღმა 

კადრს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში ქალებს რომ მამაკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებად უკავიათ წამყვანი პოზიციები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, სამეცნიერო სფერო და ა.შ., არავისთვისაა ახალი ამბავი. სამწუხაროდ, არც “კადრშია” განსხვავებული მდგომარეობა: სან-დიეგოს სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებში მთავარი გმირების მხოლოდ 15%-ია ქალი. ამ ფილმების მხოლოდ…

თავის მოვლა

როგორ ავირიდოთ შემოდგომის დეპრესია 

შემოდგომის დადგომით გამოწვეული ნეგატიური ემოციური მდგომარეობა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს მდგომარეობა შესაძლოა დეპრესიაშიც გადაიზარდოს. თუ შენც გიყვარს ზაფხული, მზე, სითბო და საშინლად ცუდ განწყობაზე გაყენებს მოახლოებული ფოთოლცვენა, თან არ იცი როგორ აიცილო თავიდან საშემოდგომო დეპრესია, ვფიქრობთ, ეს სტატია დაგეხმარება. დეპრესიას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. სითბოსმოყვარული…

თავის მოვლა

როგორ გააქრო შავი წრეები თვალების გარშემო 

შავი წრეები თვალების გარშემო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დილით გაღვიძებულს, სარკეში ჩახედვისას, შენც ალბათ მრავალჯერ შეგიმჩნევია კანის მოლურჯო ფერი თვალების ქვეშ. შესაძლოა, ეს მხოლოდ ძილის უკმარისობით სულაც არ იყოს გამოწვეული. არსებობს მრავალი სხვა მიზეზიც: სტრესი როდესაც ადამიანი სტრესს განიცდის, სისხლი პირველ რიგში მიემართება იმ ორგანოებისკენ, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ მას….

სასარგებლო რესურსები

სარეკლამო sms-ებისგან თავის დაღწევის გზები 

ნაცნობი ზარი მოგესმა, რომელიც მობილურზე ახალი ტექსტური შეტყობინების მიღების მაუწყებელია. გულის ფანცქალით იღებ ტელეფონს, რადგან შენთვის მნიშვნელოვან მესიჯს ელოდები. მობილურზე გამოსახულ კონვერტს ხსნი და იმედგაცრუება გეუფლება. რომელიღაც მაღაზია ისევ ფასდაკლების გრანდიოზულ აქციაზე გეპატიჟება, ან რომელიღაც კომპანია მომსახურების ახალ სერვისს გთავაზობს. შესაძლოა, სულაც არ ელოდები მნიშვნელოვან შეტყობინებას, უბრალოდ საქმით ხარ გართული…

თავის მოვლა

როგორ ვივარჯიშოთ ზაფხულში სწორად 

ზაფხულში ბევრი შენობის გარეთ ვარჯიშს ანიჭებს უპირატესობას. გარეთ ვარჯიშს გარდა დადებითი მხარეებისა, თავისი რისკებიც აქვს, მაგალითად: დეჰიდრატაციის, მზის დამწვრობის მიღების, გადახურების და ა.შ. გთავაზობ რჩევებს ამ რისკების შესამცირებლად: 1. შეამოწმე ამინდის პროგნოზი ნახე დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დაბალი ტემპერატურა: ეს შესაძლოა იყოს დილა ან საღამო, ამიტომაც ვარჯიშის გრაფიკის გადახედვა…

თავის მოვლა

ბოტოქსი: ახალგაზრდული იერი თუ გაშეშებული მიმიკა?! 

ბოტოქსის საშუალებით ნაოჭებთან “ბრძოლა” დღესდღეობით ერთერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია. პოპულარობას განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: კანის გაახალგაზრდავების ეს პროცედურა არის უმტკივნეულო და არაქირურგიული, გრძელდება სულ რაღაც 15 წუთი და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია.

მნიშვნელოვანი, სექსი, ქორწინება

ძალადობრივი ტრადიცია 

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის…

თავის მოვლა

დამატენიანებელი VS მკვებავი კრემი 

სახის დამატენიანებელი და მკვებავი კრემების შესახებ ალბათ ბევრჯერ გსმენიათ. მიუხედავად ამისა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რა განსხვავებაა ამ ტიპის კრემებს შორის და როდის რომელი უნდა გამოვიყენოთ. განვიხილოთ ეს კრემები. დამატენიანებელი კრემის ყველაზე მთავარი კომპონენტი არის წყალი – თითქმის 70 %. კონსისტენცია არის ნახევრად-თხევადი, რაც მიუთითებს წყლის შემცველობაზე. უფრო ადვილად შეიწოვება…

მეგობრობა, სიყვარული

როგორ გამოვიცნოთ ტყუილი 

დაფიქრდით, რამდენჯერ აღმოჩენილხართ მოტყუებულის როლში? რამდენჯერ დაგწყვეტიათ გული ზედმეტი მიმნდობლობის გამო? ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას ჰქონია ასეთი შემთხვევა. იმისთვის, რომ გასულელებულის როლში არ აღმოჩნდეთ, მცირე რჩევებს გთავაზობთ: როგორ გამოვიცნოთ ტყუილი. რა თქმა უნდა, ტყუილის ეს ნიშნები არ მოგცემთ 100%-იან გარანტიას, რომ ვიღაც გატყუებთ, მაგრამ გარკვეულ წვლილს შეიტანს სიცრუე-სიმართლის გარჩევაში. ლექსიკა…

თავის მოვლა

16 რამ ძილის შესახებ, რაც არ იცით 

ძილი ადამიანისთვის აუცილებელია. მართალია, მეცნიერებს ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუსწავლიათ ეს პროცესი, ჩვენ ბევრი რამ ვიცით მის შესახებ. ყოველი ძუძუმწოვარი, ქვეწარმავალი, ჩიტი  თუ ამფიბია საჭიროებს ძილს ფუნქციონორებისთვის. წარმოგიდგენთ 16 ფაქტს ძილის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ. 1. როცა გძინავთ: თქვენი ტვინი ისვენებს, უჯრედები თვითგანახლებას განიცდიან, სხეულში მნიშვნელოვანი ჰორმონების გამომუშავება ხდება….