ორიოდე კვირაა, Facebook-ზე აქტიურად ზიარდება ქალთა ისტორიები. ზოგი გულისამაჩუყებელია, ზოგი მამოტივირებელი, ზოგი ტრაგიკული, ზოგი იმედის მომცემი. უამრავი ქალი საქართველოდან აქ თავის ამბავს ჰყვება. ყველა ისტორია ერთი გვერდიდან მოდის: “ქალები საქართველოდან”. აღწერაში ვკითხულობთ: “ისტორიაში ცოცხლად დამარხული ქალები“ – ასე ეძახიან იმ ქალებს, რომელთა სათქმელზე, გრძნობებზე, ოცნებებზე, მისწრაფებებსა და მიღწევებზე, სხვები, ხშირად…