Tags
ურთიერთობები

ზამთრის ღამის ზღაპარი (Vol. I) 

რაც უფრო შორდებოდა მანქანა დედაქალაქს, მით უფრო უკეთდებოდა ხასიათი ქეთევანს. ეს უზრუნველობის შეგრძნებაც, გაურკვეველია, საიდან მოვიდა. აწ, უკვე ყველაფერი უკანაა, დაძაბული გრაფიკი, თბილისის ხმაური, საახალწლო “უწი-პუწი”. მეორეს მხრივ, მივლინებით მიემგზავრება, დასასვენებლად კი არა.

სახლი

ქაღალდის ყვავილები 

ახალი წელი გვიახლოვდება და რაც დრო გადის, ნაკლებად გვიხარია მისი დადგომა (ყველას არ ეხება). შარშან აღმოვაჩინე, რომ მსგავსი რაღაცების კეთებას მოაქვს ხალისი და მცირე ხნით ბავშვობაში გვაბრუნებს. ამიტომ, მსურს შემოგთავაზოთ მარტივად შესასრულებელი, მაგრამ საოცრად ლამაზი დეკორატიული ნივთების დამზადების ინსტრუქციები.

ურთიერთობები

ქორწინების ბათილობა 

წინა პოსტებში ჩვენ ვისაუბრეთ ქორწინების შეწყვეტაზე და მის გზებზე. ალბათ, ყველამ არ იცის, რომ განქორწინების გარდა, შესაძლებელია ქორწინების ბათილად ცნობაც. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თქვენ არასდროს ყოფილხართ დაქორწინებული. ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ, როცა დარღვეულია შეუღლების პირობები, კერძოდ, საქორწინო ასაკი, მშობელთა და კანონიერ წარმომადგენელთა თანხმობა, როდასაც ეს საჭიროა (დაწვრილებით წაიკითხეთ ჩვენი პოსტი ქორწინების რეგისტრაციის შესახებ). აგრეთვე, როდესაც მხარეებმა ან ერთ-ერთმა თქვენგანმა დაფარა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

თვითგანვითარება, თვითსიყვარული, სილამაზე

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება (ნაწილი III) 

ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები თვითშეფასების ასამაღლებლად. ვინც გვიან შემოგვიერთდით, იხილეთ ნაწილი პირველი და ნაწილი მეორე. ვაგრძელებთ სასარგებლო რჩევების ჩამონათვალს.

ურთიერთობები

ქორწინების შეწყვეტა – განქორწინება 

განასხვავებენ ქორწინების შეწყვეტასა და ქორწინების ბათილობას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი ისეთია, თითქოს არასდროს შეგექმნათ ოჯახი. აღნიშნული ფენომენის შესახებ მომავალ პოსტებში ვისაუბრებთ.

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლებია: ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება. აგრეთვე, განქორწინება.

თვითგანვითარება

ფსიქოლოგიური ტესტი: წერილი 

მოცემული სავარჯიშო დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რა გაწუხებთ და შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი თავის სხვა კუთხით აღქმასა და სხვისი თვალებით დანახვაში.

გაიხსენეთ ადამიანი – რეალური ან გამოგონილი, ახლობელი ან შორეული, ნაცნობი ან უცნობი, — ვის წარმატებებსა და მიღწევებსაც ეჯიბრებით, ვინ არის თქვენი კუმირი ან ვისით ხართ აღფრთოვანებული?

თვითგანვითარება

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება (ნაწილი II) 

ჩვენი თვითშეფასება ყალიბდება ახალგაზრდობისას. ოჯახის, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ნელ-ნელა აშიშვლებს გრძნობებს. შედეგად, გვავიწყდება თავის ფასი, გვიქვეითდება თვითრწმენა, ცოტას ვფიქრობთ საკუთარ სურვილებზე და მივიჩნევთ, რომ არ ვიმსახურებთ იმას, რაც გვაქვს, ან იმას, რაც გვსურს, რომ გვქონდეს. ამის შესახებ წინა ნაწილში უკვე ვისაუბრეთ.

თვითგანვითარება

ფსიქოლოგიური ტესტი: მე ვამბობ 

ჩამოაყალიბეთ კრედო (სლოგანი, დევიზი), რომელიც განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს. ის, რაშიც დარწმუნებული ხართ და/ან რისიც გჯერათ, რომ თქვენი უმთავრესი დანაწესია. ჩაწერეთ.

ახლა, ცოტა ვიცელქოთ. წარმოსთქვით ფრაზა განსხვავებული ინტონაციებით: მხიარულად, მოწყენით, მატრაკვეცულად, ხმით, რომელიც არაფერს გამოხატავს (დანარჩენი თქვენი ფანტაზიისათვის მომინდია).

შემდგომ, ისე გაახმოვანეთ, რომ ფრაზის თითოეული სიტყვაზე გააკეთოთ აქცენტი.

ურთიერთობები

ქორწინება სამართლებრივად 

საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინებად ითვლება ოჯახის შექმნის მიზნით მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო რეესტრის “სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში” (შემდგომში “სტს”).

თვითსიყვარული, სილამაზე

11 რჩევა თუ როგორ ვიგრძნოთ თავი ლამაზად 

სილამაზის გასაღები არის იმის ცოდნა და გაცნობიერება, რომ ლამაზები ვართ, მაგრამ ხშირად ეს გვავიწყდება, რადგანაც თავს ლამაზად სულაც არ ვგრძნობთ.

წინამდებარე რჩევები შეგახსენებენ იმას, რაც ყველამ ისედაც კარგად ვიცით, თუმცა არასდროს ვასრულებთ!

თვითგანვითარება

ფსიქოლოგიური ტესტი: ვინ ვარ მე 

ფურცლის შუაში ჩამოუსვით ხაზი. მარცხენა მხარეს დააწერეთ “მე” და ჩამოთვალეთ ყველაფერი, რაც კი მოგაფიქრდებათ უახლოესი ორი წუთის განმავლობაში. ოღონდ, არ ითაღლითოთ. თუ ხელს სურს დაწეროს – “ჩერჩეტი” ან ” უიღბლო” – ასეც მოიქეცით, არ მოატყუოთ საკუთარი თავი.

დააკვირდით მიღებულ შედეგს. შეჩერდით ყოველ განსაზღვრებაზე – გააცნობიერეთ გრძნობა, რომელსაც თითოეული მათგანი აღგიძრავთ.

თვითგანვითარება

ფსიქოლოგიური ტესტი: ცხოვრების დინება 

დახატეთ თქვენი ცხოვრება მდინარის სახით.

ხატვის პროცესში თავდავიწყებას უნდა მიეცეთ და წინასწარ არ უნდა იფიქროთ, თუ რა შეიძლება იყოს ტესტის სავარაუდო გასაღები.

თვითგანვითარება, თვითსიყვარული, სილამაზე

როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება 

თვითშეფასება უცნაური რამაა. შეუხედავი არსებები შეიძლება თავს დედოფლად გრძნობდნენ, ხოლო “მის მსოფლიო” ღამით საკუთარი არასრულყოფილების გამო სასთუმალსა და ბალიშს ასველებდეს.

თვითგანვითარება

ფსიქოლოგიური ტესტი: დედის სამკვიდრო 

გავიზარდეთ, გავხდით დამოუკიდებლები, მაგრამ ვაგრძელებთ დედის წესებით ცხოვრებას, ვერ ვაცნობიერებთ რა, თუ როგორ გვამუხრუჭებენ ისინი ჩვენს წამოწყებებში.

სტილი, წარმატება

ტვიგი – პოდიუმის შვილი 

60-იანი წლების ინგლისში ამობრწყინდა მოდის ისტორიაში პირველი თინეიჯერი მოდელის –  მეტსახელად ტვიგის ვარსკვლავი. ეს უცნაური არსება ზემოთ  ხსენებული პერიოდის კულტურული ხატი გახდა. თავად რომ არ გადაეწყვიტა პოდიუმიდან წასვლა,  მისი მრავალი მიმდევარი სისუსტისაგან დაიღუპებოდა. ნახვარი საუკუნის წინ ყველაზე თხელი მოზარდი ოფიციალურ საბუთებში მოიხსენიებოდა, როგორც ლესლი ჰორნბი. დაიბადა პროლეტარების ოჯახში. მამა –…

თავის მოვლა, სილამაზე, სხეული

რატომ ბერდება კანი? 

იცოდით, რომ კანი დაბერებას უკვე 25 წლის ასაკში იწყებს?

რა უბედურებაა? გარდატეხის ასაკის მუწუკებმა გაქრობა ვერ მოასწრეს, რომ ეგრევე უნდა გამოვაცხადოთ მზადყოფნა პირველი ნაოჭების მოსაგერიებლად.