Tags
წარმატება

5 გარდაუვალი დიალოგი ფინანსებზე 

„ფული დელიკატური თემაა“ – გვსმენია ბევრი ადამიანისგან. ამ საკითხზე საუბარი გვერიდება – „რას ამბობ, უხერხულია!“ არადა, რამდენი შეცდომის არიდება შეგვეძლო დასაწყისშივე, სათანადო პირებს რომ გავსაუბრებოდით და მათი აზრი და რჩევებიც გაგვეთვალისწინებინა. უახლესი ფინანსური კვლევის საფუძველზე, მომხმარებელთა 71% არასწორად გეგმავს ბიუჯეტს, რაც მათ ნერვულ სისტემაზეც აისახება. მოსახლეობის 32%-ს საერთოდ არაფერი გააჩნია…

ოჯახი, სტიგმა & უფლებები

იცოდე შენი შვილის უფლებები: მამობის დადგენა 

დღესდღეობით, პრობლემა, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, საკმაოდ მწვავედ დგას ქართველი დედების წინაშე. საჭიროა, დავიცვათ ჩვენი შვილების უფლებები. თუ როგორ, ამას მაშინ შეიტყობ, თუკი ამ სტატიის კითხვას განაგრძობ. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში,…

სიყვარული

სიყვარულის 4 მეცნიერული მიზეზი (+უპირატესობები) 

ადამიანების თქმით, სიყვარული დამოკიდებულს გხდის. ზოგიერთი მეცნიერი იზიარებს ამ მოსაზრებას და ამტკიცებს, რომ რომანტიკულ ურთიერთობას შესწევს უნარი დადებითი იმპულსები გაგზავნოს ტვინში და მათი ეფექტი ზოგიერთ ძვირადღირებული წამალსასაც კი სჯაბნის. აი, რა მოსდის შენს გონებას, როცა იმ ადამიანთან ერთად ხარ, ვინც გიყვარს: 1. დოპამინი: თავდაპირველად… როცა მუცელში პეპლების შეგრძნება გაქვს იმის…

წარმატება

8 ჭეშმარიტება, როცა ყველაფერი ცუდად მიდის 

დღიურების წერა ყოველთვის მიყვარდა. ბებიისგან გამომყვა, რომელსაც მკერდის კიბოს დიაგნოზით ორივე მკერდი მოაჭრეს და ოპერაციიდან მხოლოდ 5 წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტ ხანს დარჩა ჩვენ გვერდით. მას რომ ტკივილსა და ავადმყოფობაზე მოეხდინა კონცენტრირება, დღეს ალბათ, ბებია აღარც მემახსოვრებოდა. თუმცა, არ მაგონდება უიღბლობაზე დაეწუწუნა. პირიქით, მადლობელი იყო,…

სიყვარული

როგორ დავუახლოვდეთ მას უფრო მეტად 

როგორ „გავსხნა“ და გავხადო უფრო მეტად მიმნდობი და გულახდილი ჩემი პარტნიორი? როგორ ვაიძულო მეტი ინფორმაცია გამიზიაროს საკუთარი თავის შესახებ? გამანდოს გრძნობები/განცდები? – ეს კითხვები ბევრ ქალს აწუხებს და უკარგავს მოთმინებას. პასუხი მარტივია: აღკვეთე მცდელობები. ნუ აიძულებ მას რამე მოიმოქმედოს. მიიღე ისეთი, როგორიც არის. შენი ქცევით მას ეუბნები, რომ ის არასაკმარისად…

თვითგანვითარება

ხუთი კითხვა, რომელზე პასუხიც საკუთარი თავის პოვნაში დაგეხმარება 

უნივერსალური ამოცანა, რომელის ამოხსნაც მსოფლიოს შეგნებული ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, საკუთარი თავის პოვნაა. თუ ქვემოთ მოცემულ კითხვებს გულახდილად გასცემ პასუხს, საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგამ „მე“-ს საძიებლად. 1. სად გრძნობ თავს ყველაზე თავისუფლად? აირჩიე რეალურად არსებული ადგილი, სადაც სრულ სიმშვიდეს აღწევ. ადგილი, სადაც შენს ყურადღებას არავინ და არაფერი მოითხოვს შესაბამისად, კონცენტრირებას…

თვითგანვითარება, ურთიერთობები

6 მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს ურთიერთობებში 

“ყველა ურთიერთობას სჭირდება დავა ალაგ-ალაგ. მხოლოდ იმიტომ, რომ დამტკიცდეს – ის საკმარისად ძლიერია და გაუძლებს ყველაფერს.“ — ნიკოლას სპარკსი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, აუცილებლად მოგვიკაკუნებს სერიოზული ურთიერთობა, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს სასიყვარულო ურთიერთობა, თუ ძალიან ახლო მეგობრობა. ორივე მხარე უნდა გაუფრთხილდეს მას და როდესაც ეს ასე არ ხდება, ერთ-ერთი იტანჯება. იმედია,…

განშორება

რა უნდა გაითვალისწინო შეყვარებულთან დაშორებისას 

ურთიერთობის დასრულება იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენია, რამდენადაც ტკივილს აყენებ იმას, ვინც ოდესღაც გიყვარდა და არც დღეს არის შენთვის სულერთი. თუმცა თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ კავშირიდან არაფერი გამოვა, ურთიერთობის დასრულება სწორი გადაწყვეტილებაა. რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისას, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდე სხვის გრძნობებს და დაშორება იყოს ჯანსაღი? 1. დაშორდი…

წარმატება

10 ბიზნეს გაკვეთილი შენი წარმატებისთვის 

ასაკთან ერთად ადამიანი გამოცდილებასაც იძენს, მაგრამ თუ კომერციული საქმიანობით ხარ დაკავებული, ათი რამ აუცილებლად უნდა იცოდე და გახსოვდეს: 1. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ მიუხედავად იმისა რამდენს იშრომებ ან ვის იცნობ. რაც უფრო მალე გააცნობიერებ ამას, მით ნაკლები იქნება ამაო მცდელობათა რაოდენობა. აკონტროლე ის, რისი კონტროლის უნარიც შეგწევს და ნუ მოცდები იმაზე,…

წარმატება

9 რამ, რის არ გაკეთებასაც ინანებ 

ერთერთი ყველაზე მტკივნეული, რაც მოსვენებას არ გვაძლევს სინანულია. ყველას გვქონია შეგრძნება, როცა რაღაც შეგვშლია და გვინატრია დროის უკან გადაწევა საკითხის გამოსასწორებლად. რა შეიძლება იყოს გამოუყენებელ შანსებზე უფრო დასანანი? ალბათ, ის ურთიერთობები, რომლებზეც შიშის გამო ვთქვით უარი. გადაწყვეტილებები, რომელთა მისაღებადაც დიდი დრო დაგვჭირდა. ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც არ ვთქვით და ქმედებანი, რომლებიც…

წარმატება

9 მავნე ჩვევა, რომელიც უნდა მოიშორო 

ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ რა საკუთარს, სხვის მავნე ჩვევებს უფრო მარტივად ვამჩნევთ. ასე მაგალითად, ჩემს რამდენიმე მეგობარზე ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ ის, რაც მაღიზიანებს მათში, მეც მახასიათებს. რა თქმა უნდა, უფრო მცირე დოზით, მაგრამ მაინც. კარგად დაფიქრდი, ეს მავნე ჩვევები შენც ხომ არ გაქვს გამჯდარი, თუ კი, მაშინ ერთად დავიწყოთ “გამოსწორების” პროცესი….

თვითგანვითარება, ურთიერთობები

3 განსხვავება ჩვენ შორის, ანუ რა უნდა იცოდე მამაკაცების შესახებ 

ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან. ალბათ, ეს ასეცაა. ჩვენ გაგიზიარებთ სამ განსხვავებას, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. მათი ცოდნა დაგეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში. განსხვავება #1: საკუთარი სივრცე კაცები განზე დგებიან, რათა თავი იგრძნონ ავტონომიურად და დამოუკიდებლად, მაშინ როცა ქალები ამას აკეთებენ ნეგატიური ემოციების განცდისას. მამაკაცებს საკუთარი…

სიყვარული

6 გზა, როგორ გამოვავლინოთ სიყვარული 

ტექსტური შეტყობინებების, ტვიტების და ჩეთების გადამკიდე, გვავიწყდება, თუ როგორ დავამყაროთ ადამიანური ურთიერთობები რეალურ ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის გამოხატვის უნარი ამ პირობებში დაქვეითებულია. აი, რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გამოასწორო ეს ამბავი: 1. უთხარი მათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან შენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დარწმუნებული ხარ ვინმეს გრძნობებში, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თავს სასურველად…

თვითგანვითარება

4 გზა ნეგატიური შინაგანი ხმის ჩასახშობად 

“მცირედი” განსხვავებაა ხალხში, მაგრამ ეს “მცირედი” განსხვავებები “დიდ” განსხვავებას იწვევს. “მცირედია” – შენი დამოკიდებულება, “დიდი” – ეს დამოკიდებულება პოზიტიურია, თუ ნეგატიური. – ვ. კლემენტ სტოუნი რატომ გვახასიათებს ნეგატიური აზროვნება? იმიტომ, რომ როცა “უარესს ველით” გული ნაკლებად გვტკივა. მოულოდნელი უბედურება უფრო რთულად გადასატანი რამაა. მიზეზად შეგვიძლია აგრეთვე, დავასახელოთ ჩვენი სურვილი ყოველთვის…

წარმატება

ბედნიერების 20 მარტივი მიზეზი 

ადამიანები ხშირად, ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ამიტომ გირჩევთ, შეადგინო სია იმ ყველაფრის, რაც შენს მადლიერებას იმსახურებს. ჩამონათვალი მოათავსე ისეთ ადგილას, რომ ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობ, გადახედო, მაგალითად, ბლოკნოტში, რომელსაც მუდამ თან ატარებ, ან სმარტფონში. სანამ სიას შეადგენდე და შემდგომაც, შესაძლოა გამოგეპაროს ქვემოთ მოცემული საჩუქრები, რომლითაც ცხოვრებამ დაგაჯილდოვა. შენ…

წარმატება

როგორ მივაღწიოთ წარმატებას მამაკაცების სამყაროში 

მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით რთულია მამაკაცების სამყაროში წარმატების მიღწევა. ამის ძირითადი მიზეზი ამ საკითხისადმი მამაკაცების უმრავლესობის დამოკიდებულებაა. ხელს რაც გვიშლის,  ისაა, რომ “ძლიერი” სქესის წარმომადგენლები სხედან იქ, სადაც იღებენ გადაწყვეტილებებს და ახლოს არ აჭაჭანებენ ქალებს იმის შიშით, რომ მათ მიერვე შექმნილი ეს მითი არ დაემსხვრეთ თავზე. თუმცა, მამაკაცებს რა ჰგონიათ, რა…

თვითგანვითარება, სტიგმა & უფლებები

7 აუტანელი მოპყრობა შენდამი, რომელიც უნდა დაგმო 

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ცუდ კომპანიაში. შენი თავმოყვარეობა შესაძლოა შელახონ, შესაძლოა შენზე შურიც იძიონ და უსამართლოდ მოგეპყრონ, მაგრამ იცოდე, მას ვერავინ წაგართმევს, თუ საკუთარი ნებით არ დათმე. გამოსავალი ძალისხმევასა და საზღვრების დაწესებაშია. მანიპულატორ ადამიანებს რა დალევს?! არ დათმო და როდესაც გავიწროვებენ, თავადაც შეავიწროვე. დასაწყისშივე უნდა ეცადო, განსაზღვრო შენი ტერიტორია. თუ…

წარმატება

იცოდე, რისი უფლება გაქვს სამსახურში 

შენს უფროსს ეღიმება. მან იცის რაღაც, რაც შენ არ იცი. შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ტყუილად კი არ იყო ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი. შენ გაქვს მთელი რიგი უფლებებისა, რომელთა გამოყენებამაც, შესაძლოა ზემოხსენებული ცინიკური ღიმილი მოაშთოს შენი დამსაქმებლის სახიდან. შენ გაქვს უფლება: 1. გამოთქვა საჩივარი სამუშაო პირობებთან დაკავშირებით, გააპროტესტო და მოითხოვო ხარვეზების აღმოფხვრა და გამოსწორება….