Tags
სხეული

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები 

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები/ინფექციები (სგგდ, სგგი) ის ინფექციური დაავადებებია, რომლებიც უხშირესად სქესობრივი გზით გადაეცემიან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყოფა ჯგუფებად:

სხეული

პრობლემა: გახშირებული შარდვა 

ჯანმრთელი, ზრდასრული ადამიანის თირკმელები დღე-ღამეში საშუალოდ 1.5 ლიტრ შარდს გამოიმუშავებს და რადგანაც შარდის ბუშტის მოცულობა დაახლოებით 250-300 მლ-ს უტოლდება, შესაბამისად მოშარდვის მოთხოვნილება დღის განმავლობაში 4-5-ჯერ ჩნდება, ხოლო ღამეში ერთხელ – ნორმის მიხედვით. თუმცა ეს ციფრები მკაცრად განსაზღვრულ ნორმას არ წარმოადგენს.

თავის მოვლა, სხეული

ფლოსის გამოყენების ინსტრუქცია 

ფლოსინგი (კბილების სპეციალური ძაფით გაწმენდა) ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილების და კბილების სიჯანსაღისთვის. ამ ჰიგიენური პროცედურის დღეში მინიმუმ ერთხელ ჩატარება ამცირებს ნალექის ოდენობას კბილებზე და ღრძილების დაავადებების განვითარების რისკს. ფლოსის შერჩევა პირველი ნაბიჯი ფლოსის შერჩევაა. არსებობს სხვადასხვა სახეობა: ცვილიანი, უცვილო, არომატიზებული, ნეილონის (მულტიფილამენტური) და მონოფილამენტური (PTFE). ცვილიანი ფლოსი უფრო ადვილად სრიალებს კბილების…

სილამაზე, სხეული

ებრძოლე ცელულიტს! 

ცელულიტის სამკურნალოდ უნივერსალური მეთოდი არაა ცნობილი, მისგან საბოლოოდ განკურნების გზაც არავის აღმოუჩენია, მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც დროებით შეუმჩნეველს ან ნაკლებად შესამჩნევს ხდის ცელულიტის არსებობას.

სილამაზე

როგორ შევარჩიოთ სავარცხელი სწორად 

თმაზე ზრუნვას სწორად შერჩეული სავარცხლით ვიწყებთ. გაგიკვირდება, მაგრამ თურმე სავარცხლის შერჩევასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. უამრავ სხვა მიზეზთან ერთად, თმის დაზიანებას შესაძლოა, სავარცხელიც უწყობდეს ხელს. ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ მასალას, ფორმას, ხარისხს, რამდენად შეესაბამება სავარცხელი ჩვენი თმის სტრუქტურას. არადა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ფორმა სავარცხლებს ორ ძირითად კატეგორიად ყოფენ: უშუალოდ თმის…

სილამაზე

ტელეანგიექტაზიები – სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები 

კანის სისხლძარღვოვან დაავადებებს დერმატოლოგიური და კოსმეტოლოგიური პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავიათ, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ე.წ. ზედაპირული სისხლძარღვები და სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ანუ ტელეანგიექტაზიებია. ქვედა კიდურებზე ტელეანგიექტაზიებს ზრდასრული მოსახლეობის დიდ ნაწილში ვხვდებით და მათი რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს. ტელეანგიექტაზიები სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს: წითელი, ლურჯი, იისფერი. ფორმის მიხედვით ტელეანგიექტაზიები…

ოჯახი, სხეული

ენდომეტრიოზი: უშვილობის სიმპტომები 

რა არის ენდომეტრიოზი? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემა, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა ქალმა არ იცის და ეჭვიც არ უჩნდებათ, რომ შეიძლება ენდომეტრიოზი ჰქონდეთ. ენდომეტრიოზი არის მდგომარეობა, როდესაც საშვილოსნოს შიგნითა გარსის – ენდომეტრიუმის უჯრედები განლაგებულია საშვილოსნოს გარეთ. ყველაზე ხშირად გვხვდება საკვერცხის ენდომეტრიოზი, ასევე ხშირია მცირე მენჯის, ნაწლავების და შარდის ბუშტის ენდომეტრიოზი. სხვა…

კვება, სხეული

ფოლიუმის მჟავა – ჯანმრთელი სიცოცხლის საწყისი 

რა არის ფოლიუმის მჟავა? ფოლიუმის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინია. ის მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს და სხვაგვარად B9 ვიტამინი ეწოდება. იგი ორგანიზმში ცილების და ამინომჟავების სინთეზის პროცესის წამომწყები და მაკონტროლებელია, შესაბამისად დიდ როლს თამაშობს ყველა ქსოვილის შენებაში. ადამიანის ორგანიზმს არ აქვს ვიტამინების დამოუკიდებლად გამომუშავების უნარი, ის მათ საკვებიდან ღებულობს. აუცილებელია, რომ…

სხეული

საკვერცხის ცისტა: რა არის, რით გვემუქრება და როგორ ვუმკურნალოთ 

საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა.

სხეული

B და D ჰეპატიტები 

B ჰეპატიტი ძირითადი ფაქტები: B ჰეპატიტი ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ღვიძლს და შესაძლოა ჰქონდეს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა. ვირუსი გადადის სისხლთან ან ინფიცირებული ადამიანის სხვა სითხეებთან კონტაქტით. ჰეპატიტის შედეგებით ყოველდღიურად დაახლოებით 600 000 ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მუშაკებისათვის B ჰეპატიტი ერთ-ერთ ძირითად პროფესიულ რისკ-ფაქტორს მიეკუთვნება. მისგან თავის დაცვა შესაძლებელია ვაქცინაციით….

სხეული

С ჰეპატიტი 

28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. ძირითადი ფაქტები: C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული დაავადებაა; შეიძლება ჰქონდეს მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობა; გადაცემის ძირითადი გზა ინფიცირებული ადამიანის სისხლთან კონტაქტია; მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი ადამიანია С ჰეპატიტის ქრონიკული ფორმით დაავადებული, ყოველდღიურად 350000 ადამიანი იღუპება С ჰეპატიტთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანების გამო; С ჰეპატიტის მკურნალობა ხდება…

თავის მოვლა, სხეული

მზის დაკვრა და სითბური დაკვრა 

დადგა ზაფხული – როგორც იქნა! ცხელი ამინდი, თავისუფალი დრო, გართობა, მზე, ზღვა, დასვენება, მეგობრები ზღვაზე წასვლას და დაუვიწყარი შვებულების გატარებას გეგმავთ. რა სჯობს მხიარულ დასვენების დღეებს, რომლებზე მოგონებებიც მთელი წლის რუტინას გადაგატანინებს… მაგრამ ამ დროს, ზღვისთვის მომზადებაზე ფიქრებში გართულს არც გახსენდება ის საფრთხეები, რამაც შეიძლება დასვენება ჩაგამწაროს. მზის დაკვრა და…

სხეული

რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ 

პუბერტატული (ე.წ.გარდატეხის) ასაკიდან ქალის ორგანიზმში ციკლურად მიმდინარეობს პროცესები, რომელიც ვლინდება ფიზიკური ცვლილებებით (მკერდის ზრდა, მისი მგრძნობიარობის მატება, მენსტრუალური სისხლდენა და ა.შ.). ყოველი ციკლი საშუალოდ 28 დღიანია და მოიცავს მთელ რიგ ჰორმონულ გარდაქმნებს. ციკლის დღეების ათვლა ხდება მენსტრუაციის (მენსტრუალური სისხლდენის) დაწყების პირველი დღიდან. ციკლზე პასუხისმგებელი ოთხი მთავარი ჰორმონია: ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონი (FSH...
სხეული

ქალის რეპროდუქციული სისტემის აგებულება და სქესობრივი მომწიფება 

რეპროდუქცია – პირდაპირ თარგმანში ხელახალი წარმოება, კვლავ წარმოება (ლათ. Re-ხელახლა, produco-ვაწარმოებ, ვქმნი). ადამიანის შემთხვევაში ეს არის გამრავლების ფუნქცია, მისი მსგავსის შექმნის უნარი. ამ ფუნქციის შესრულება შესაბამისად რეპროდუქციულ სისტემას აკისრია, ქალში და მამაკაცში გამრავლების სისტემა განსხვავებულია, როგორც გარეგანი ნიშნებით, ანუ სასქესო ორგანოებით, ასევე ფუნქციურად. ქალის სასქესო ორგანოებს ყოფენ გარეგან და შინაგან…

სხეული

6 რჩევა ფეხების მოვლისთვის 

ყველას გვინდა, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, ვიყოთ მოვლილები და ჯანმრთელები, ვცდილობთ სხვადასხვაგვარად მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ კანს, თმას, ფრჩხილებს და სხეულს. ფეხებს კი რატომღაც ვივიწყებთ. არადა მათ ისევე სჭირდებათ მოვლა, როგორც სხეულის სხვა ნაწილებს, სასურველია ფეხების მოვლა ისეთივე ჩვევაში გადაგვივიდეს, როგორც კბილების გახეხვა ან თავის დაბანა. საღამოობით, სამუშაო დღის ბოლოს ფეხები ძალიან გვეღლება, ამ დაღლილობის…

თვითგანვითარება

როგორ გავხდეთ პუნქტუალურები? 

პუნქტუალურობა ჩემი ტკივილია, ჩემი სუსტი წერტილი! თითქმის ყოველთვის ყველგან დროულად მივდივარ და ვარ უმცირესობაში. რა დავაშავეთ ადამიანებმა, რომლებიც პუნქტუალურები ვართ? მოდი, აქვე შევთანხმდეთ: დღე-ღამეში ყველას 24 სთ გვაქვს და არავინ ვართ მოცლილი, გარემო დაახლოებით ერთნაირია ყველასთვის (ტრანსპორტი, გადატვირთული გზები და ა.შ.), მაშ რატომ ხდება ისე, რომ ერთნი თითქმის ყოველთვის დროულად მოდიან,…

თავის მოვლა

ცოტა რამ კონტაქტური ლინზების შესახებ 

კონტაქტური ლინზები მრავალგვარია, მათი დაყოფა მასალის, ტარების რეჟიმის, დიზაინის, დანიშნულების და გამჭვირვალობის მიხედვით ხდება. ფართო არჩევანი, რომელიც დღეს კონტაქტური ლინზების ბაზარზეა წარმოდგენილი, რამდენადმე დამაბნეველია მომხმარებლისთვის. გაგაცნობთ სხვადასხვა ტიპის ლინზებს.

სტიგმა & უფლებები, სხეული

აივ / შიდსი 

აივ და შიდსი – ამ სიტყვების გაგონებისას ყველა ადამიანი ხვდება, რომ რაღაც საშიშ, მომაკვდინებელ დაავადებაზეა საუბარი, რომელიც მას არასდროს არ უნდა დაემართოს და არც დაემართება, არც მის ახლობელს. ეს ის უბედურებაა, რომელიც ყოველთვის სხვის კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ სიტყვების მნიშვნელობა არც იციან ხშირად. სინამდვილეში ეს საფრთხე ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, ამიტომაც საჭიროა მისი უფრო ახლოს გაცნობა.