Tags

სახლი

4 თავბრუდამხვევი იდეა ჰელოუინისთვის! 

31 ოქტომბერი ამერიკელების საყვარელი დღესასწაულია. ოქტომბრის ამ ბოლო დღეს ქუჩებში ყველანაირი უცნაური გმირი იყრის თავს. აქ შიში მეფობს და სიცოცხლე ტკბილეულზე იცვლება. დიახ, ეს ჰელოუინია! გოგრებით, კოსტიუმებითა და საშიში დეკორაციებით სავსე ამერიკული სულის დღესასწაული. მართალია, ჰელოუინი ჩვენი კულტურის ნაწილი არ გახლავთ, მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, რომ იმხიარულო, გემრიელად მიირთვა და…

სტილი, სხეული

სირბილი დამწყებთათვის: როგორ შევარჩიოთ სარბენი ფეხსაცმელი 

ვცდილობ, ახალ პროგრამას შევეგუო. მაინც მიჭირს 5 წუთი და ტემპსაც ვერ ავუჩქარე ჯერ. პრინციპში იმის გარდა, რომ ვარჯიში მესაჭიროება, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვი. მგონი ყოველ კვირას მოყოლილი ჩემი ამბები ქოშინზე, დაღლილობაზე და 5 წუთიან ძუნძულზე ცოტა მოსაწყენი ხდება ხოლმე, ამიტომაც გადავწყვიტე, დღეს სხვა, თუმცა სირბილთან დაკავშირებული და ძალიან საჭირო თემაზე…

თვითგანვითარება, სხეული

სირბილი დამწყებთათვის: როგორ გადავწიოთ ზამთარი? 

პირველი დღე ამ ბოლო ხანებში კარგად ვიქცევი. რაც გამოვმჯობინდი, პატიოსნად დავრბივარ. დღეს გადავწყვიტე, ბოლოჯერ გამემეორებინა ძველი სამწუთიანი და წუთნახევრიანი სირბილის მონაცვლეობა, რომ ჩემი თავი შემემოწმებინა და კმაყოფილიც დავრჩი. წუთნახევარს უკვე უპრობლემოდ დავრბივარ, სუნთქვაც კი აღარ მერევა დიდად. შეიძლება ეს ვიღაცისთვის დიდი მიღწევა არც იყოს, არ ვიცი. ჩეთვის კი ფაქტიურად ჯილდოა….

სილამაზე

როგორ გავიკეთოთ მარტივი და ლამაზი ვარცხნილობა ყოველდღე 

არასდროს იცი, რა მოხდება დღეს, ამიტომაც როცა იღვიძებ, სახლიდან პურის საყიდლად გადიხარ, თუ ქორწილში ხარ მეჯვარე, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს და არ აქვს მნიშვნელობა, პმს გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ, 10 წელია, რაც გათხოვდი თუ უბრალოდ, ყველაფერი გეზარება. დრო არავის გვაყრია თავზე, ამიტომაც გვჭირდება ქალური მოხერხებულობა,…

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: როგორ მოვიშოროთ ჭვალი 

რა სჯობს, როცა შაბათ დილას სირბილით იწყებ?! ჰოდა, როცა შენ ამ პოსტს წაიკითხავ, მე სარბენად ვიქნები წასული და შემოდგომის უკანასკნელ მზიან დღეებს გამოვიყენებ. წინა კვირას კი შეგპირდი, რომ ახალ პროგრამაზე გადავიდოდი, მაგრამ პირობის დარღვევა მომიხდა. ისევ ძველი პროგრამით ვირბინე და ისიც მხოლოდ 1 დღე: საშემოდგომო  ვირუსმა ხელი შემიშალა. გუშინ, როგორც…

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: 10 რამ, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს 

წინა კვირას შეგპირდი, ისეთ რამეებზე მოგიყები, რაც არ იცი და აუცილებლად გამოგდგება მეთქი. ჰოდა, პირობას ვასრულებ. დღევანდელი თემა იქნება 10 ფაქტი სირბილზე, რაც შეიძლება არ იცოდე. თუმცა, თუ იცი, შეხსენებაც არ გაწყენს.

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: რამდენია 3 წუთი? 

წინა პოსტში ვწერდი, რომ ახალ კვირაზე ვაპირებდი გადასვლას და განრიგიც გაგიზიარე. სიტყვა კი შევასრულე, მაგრამ პოსტი დამიგვიანდა რაღაც ამბების გამო. მიზეზი სერიოზული და საპატიო მქონდა, ასე რომ, არ გამინაწყდენდე.

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: ვიმეორებთ ძველ კვირას 

წინა კვირაში გიყვებოდი, PMS-მა როგორ შემაფერხა. ჰოდა ამ კვირაში წინა კვირის რეჟიმის გამეორება დავიწყე, რადგანაც სრულად ვერ ვირბინე 3 დღე, თანაც აშკარად ვგრძნობდი, საკმარისი არ იყო და არც შევმცდარვარ.

სხეული

რას ნიშნავს სიმსუქნე და რით ემუქრება ის შენს ჯანმრთელობას 

გაქვს თუ არა ზედმეტი წონა? ამის გამოთვლა ძალიან მარტივია. მთავარია, იცოდე შენი სიმაღლე, წონა და ჩვენი ვარდისფერი BMI კალკულატორი უცებ გეტყვის, გჭირდება თუ არა წონის კორექტირება. რადგან ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის სტატისტიკა არ გვაქვს, ამ ანონიმურ გამოკითხვასაც უპასუხე: სიტყვა სიმსუქნე არცთუ სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ხანდახან იმის აღიარება გვიწევს, რომ…

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: მეორე კვირა 

სირბილი ნელ-ნელა მომწონს. არა, ადვილი არ არის, მაგრამ რაღაცნაირად სასიამოვნოა. ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როცა მავიწყდება, რომ დავრბივარ, ვფიქრობ ჩემთვის რაღაცაზე და უცებ ვხვდები, რომ ეს რამდენიმე წამი აღარც სუნთქვის კონტროლი მჭირდება, აღარც ქოშინი მაქვს და საერთოდაც, ცხოვრება მშვენიერია :) … სირბილი ფლეიერის გარეშეც ვცადე. ცუდი არაა. ვიღაცამ მითხრა…

სხეული

სირბილი დამწყებთათვის: პირველი კვირა 

პირველი დღე ალბათ ჩემი წინა პოსტი უკვე ნახე ამ ბლოგის შესახებ და გაეცანი სირბილის ჩემეულ გეგმას. ნახევარი საათის წინ დავბრუნდი პირველი გარბენიდან. რა გითხრა, ვერ გეტყვი, რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. მეგონა, უფრო გამიჭირდებოდა სუნთქვა შუა სირბილში, მაგრამ, როგორც ხედავ, გადავრჩი. სარბენად დარბაზს ქუჩა ვარჩიე: უფრო იაფიცაა, სეირნობაც გამოდის და…

სახლი

როგორ გავაკეთოთ ავეჯი უსარგებლო ნივთებისაგან 

ნივთი თუ ძველია, ეს იმას სულაც  არ ნიშნავს, რომ მას სარგებლის მოტანა აღარ შეუძლია. თუ არ გჯერა ამის, ეს სტატია შეგაცვლევინებს აზრს. მაგრამ შენც თუ ჩემსავით გიყვარს სახლის დეკორის თვალიერება და მისი ელემენტების შენი ხელით დამზადება, მოემზადე: დღეს გემრიელი მასალა გვაქვს მომზადებული “ჰენდმეიდომანებისთვის”. დღევანდელი თემა ძველი, გამოუყენებელი ხის ნივთებია. საწყობის ძველი…

სხეული

ბლოგი: სირბილი დამწყებთათვის 

გამარჯობა. მე თამრი ვარ  და ვიწყებ ბლოგს იმ ადამიანებისთვის, ვინც სირბილს იწყებს ან, სულაც, პირადი ამბების კითხვა უყვარს. გაზაფხული გავიდა და ზაფხულიც ლამისაა ხელში შემოგვადნეს. ჩემი ნაცნობების დიდი არმია ელოდებოდა ზამთრის შემდეგ ამინდების გამოსვლას სირბილის დასაწყებად. არ ვიცი, მათგან რამდენმა დაიწყო ან დაიწყებს მართლაც სირბილს, თუმცა, შენ თუ იმ მცირე…

თავის მოვლა

ვარსკვლავები მაკიაჟით და უმაკიაჟოდ 

ჰოლივუდის ვარსკვლავები უმაკიაჟოდ… რატომღაც, ეს ფრაზა უფრო უარყოფითთან ასოცირდება ხოლმე.  ამ პოსტში წარმოდგენილი ყველა არა, მაგრამ რამდენიმე ფოტო ამ აზრს ნამდვილად შეგაცვლევინებს. ჰაიდი კლუმი ჰაიდი სუპერმოდელიდან ბუნებრივ დედად გადაიქცა. გერმანელი ლამაზმანი უმაკიაჟოდ 2013 წლის 17 აპრილს დააფიქსირეს. მაკიაჟზე დროის დაკარგვის ნაცვლად ჰაიდი დროს ოჯახთან ერთად ატარებდა. დემი ლოვატო დემიმ ეს…

თვითგანვითარება

რას ამბობს შენი საყვარელი დისნეის პრინცესა შენზე [+გამოკითხვა] 

ეს გოგონები ყველას გვახსოვს: ბელი, ავრორა, კონკია, ფიფქია, არიელი… ბავშვობაში ყველას გვინდოდა, მათნაირები ვყოფილიყავით: ჩვენც გვყოლოდა პრინცები თეთრ ცხენზე და ის ულამაზესი კაბებიც გვქონოდა, რომლითაც საფინალო ცეკვისას გვჭრიდნენ ხოლმე თვალს… ბავშვები იზრდებიან, მაგრამ რჩება სიყვარული ბავშვობის გმირებისადმი. ალბათ, შენც გყავდა საყვარელი დისნეის პრინცესა. ეს სახალისო ტესტი დაგეხმარება, გაიგო, რას ამბობს…

დასვენება, ოჯახი, სიყვარული

მეუღლესთან ერთად გართობის 88 საშუალება, ტელევიზორის ყურების მაგივრად 

წარმოიდგინე სტანდარტული სიტუაცია: პარასკევი საღამო, შენ, ის და… არა, რომანტიკული ვახშამი და ვარდის ფურცლები კი არა, ტელევიზორი… შენ კი ზიხარ და ფიქრობ: მაინც, როდის მიხვედით აქამდე? რატომ ატარებთ პარასკევ საღამოს უქმად, მოსაწყენად, უკვე ყელში ამოსულ დივანზე? გინდა, ასეთი დღეები სახალისოდ და დაუვიწყარად გადაიქცეს? მაშინ წაიკითხე ჩვენი რჩევები. 88 რამ, რაც…

სილამაზე, სხეული

4 რჩევა დეკოლტესა და ყელის კანის მოვლისათვის 

ყელისა და დეკოლტეს კანი ქალის ნატურასავით პრეტენზიული გახლავთ; როგორც კი ყურადღება მოაკლდებათ, შედეგიც მაშინვე სახეზეა: წვრილი ნაოჭები, დრო და გადაღლილობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შენს სილამაზეს… როგორ მოიქცე? თუ გინდა, შენი დეკოლტე მუდამ მიზიდველად გამოიყურებოდეს და ყელის კანსაც ხანგრძლივად გაუგრძელდეს ახალგაზრდობა, ეს სტატია სწორედ შენთვისაა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ქალები ნაკლებ…