Tags
წარმატება

7 შეცდომა, რომელიც კარიერულ აღმასვლაში ხელს გიშლის 

დღევანდელ დღეს ქალი არის არა მხოლოდ დიასახლისი, რომელიც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული და გაზქურასთან ფუსფუსებს. ქალი საზოგადოებრივი ცხოვრების სრულყოფილი მონაწილეა, რომელიც თავის კარიერას მამაკაცის მხარდამხარ აწყობს. თუმცა რატომღაც ეს მისთვის უფრო რთულად გასავლელი გზაა, სადაც მდედრობითი სქესისადმი ზედაპირული და დამთმობი დამოკიდებულება იგრძნობა.

წარმატება

დრესკოდი – ოფისი 

მრავალ დაწესებულებაში დრეს-კოდის საკითხი ჯერ კიდევ ვაკანსიაზე გასაუბრების დროს წყდება: მოკლე კაბა, შორტი,  ჯინსი და ბრიჯი სათავეშივე იფილტრება, ისევე როგორც მათი მატარებელი ადამიანი. კანდიდატის გარეგნული მხარე, სამსახურისადმი მის დამოკიდებულებაზე მეტყველებს. განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა ისეთი ტიპის თანამშრომლების გარეგნობა-ჩაცმულობას, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა, კერძოდ კი ოფისში მომუშავე პერსონალს ვგულისხმობ.