ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანი რომელიც ძალიან გვიყვარს, იხურავს კარებს და მიდის.. მიდის და თან მიაქვს მთელი ჩვენი სამყარო, რომელიც, რა თქმა უნდა, მის გარშემო ტრიალებდა.
რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? როგორ ვიცხოვროთ თუკი ყველაფერი, ყავის ჭიქაც კი მის შენთან ყოფნას გახსენებს (კი, კი, სწორედ ამ ჭიქიდან სვამდა ყავას და თან საყვარლად გიღიმოდა).
მოკლედ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მათთვის, ვინც კენტად დარჩა.
მოქმედება პირველი: იტირე
ქალებს გენიალური თვისება გვაქვს, როდესაც ცუდად ვართ, ვტირივართ და ეს ძალიან კარგია, ასე ვიხსნით ზედმეტ ემოციურ სტრესს და სწორედ მისი საშუალებითაა, რომ საშუალო სტატისტიკურად ქალები 5 წლით უფრო მეტს ვცხოვრობთ ვიდრე კაცები. ამიტომ იტირე… ასე 1–2 დღე, გამოიძახე სახლში შენი დაქალის რბილი და თბილი მხარი, რომელიც მორჩილად მიიღებს შენს ცრემლებს და ნამე რამდენიც ჩაგეტევა. შეგიძლია უყუროთ მელოდრამებს, ჭამოთ სუფრის კოვზებით შოკოლადის კარაქი და საოჯახო ნაყინი. პირველი ორი დღე აპატიე ყველანაირი სისუსტე შენს თავს.
მომქედება მეორე: მოდი გონზე
ის პირველი ორი დღე, როდესაც შენს თავს ყველაფერს პატიობდი მორჩა, 10 ქილა შოკოლადის კარაქი და 5 შეკვრა საოჯახო ნაყინი შეჭმულია, ინტერნეტში ხელმისაწვდომი ყველა ცრემლიანი მელოდრამა ნანახი და დაქალსაც საბოლოოდ გაახსენდა, რომ თავისი ცხოვრება აქვს და შენს საცრემლე ბალიშად არ დაბადებულა.
დღეიდან მოიკრიბე ძალები და დაუბრუნდი ცხოვრებას. ჯერ კიდევ რთულია მის გარეშე ყოფნა, მაგრამ მის ჯინაზე ყველაფერი უნდა შეძლო.
სადღაც წამიკითხავს, რომ ქალის ყველანაირი ქმედება შეიძლება გაყო ორ კატეგორიად : “მისთვის” და “მის ჯინაზე”. ანუ ქალები ძირითადად ყველაფერს ვაკეთებთ ან ვიღაცისთვის (ეს ვიღაცა ჩვენი თავიც შეიძლება იყოს) ან ვიღაცის ჯინაზე. აწი დროა დაიწყო მოქმედება კატეგორიით “მის ჯინაზე” + “ჩემი თავისთვის”.
დაიბანე პირი, მიიღე მატონიზირებელი შხაპი (ჯერ თბილი და მერე გრილი წყლით, ოღონდ ძალიან დიდი კონტრასტი არ გააკეთო..), გაიკეთე მაკიაჟი. წადი მეგობრებთან, წადი სავარჯიშო დარბაზში, მოკლედ სცადე დაუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს.
მოქმედება მესამე: შემოიტანე სიახლე
ყოველთვის გინდოდა გევლო ლათინო ამერიკულ ცეკვებზე, მაგრამ ის დესპოტი ეჭვიანობის გამო გიშლიდა?
ახლა შენ შეგიძლია ყოველგვარი ფიქრის გარეშე ჩაეწერო ცეკვის სექციაზე. დაიწყო სიარული სპორტ დარბაზში. უბრალოდ წახვიდე და გაიკეთო ახალი ვარცხნილობა. გინდოდა სუნამო, მაგრამ ფულს მისი საჩუქრისთვის ინახავდი? გაგახარებ, შენ აღარ მოგიწევს მისთვის საჩუქრის ყიდვა, ამიტომ იყიდე სუნამო და ის წიგნიც მიაყოლე, ერთი ორი თვე რომ ათვალიერებ დახლებზე და ვერაფრით მიგიწვდა ხელი მის ყიდვაზე.
გაიჩინე ახალი ჰობი, აისრულე ძველი ოცნებები… ჩართე ფანტაზია ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს მე ხომ არ გეტყვი?
მოქმედება მეოთხე: არ ჩაიციკლო
მართალია ეს მოქმედება მეოთხედ არის დანომრილი, მაგრამ სასურველია პირველის დასრულებისთანავე დაიწყო მისი შესრულება. არ იფიქრო მასზე, ნუ გაიხსენებ იმას, რომ სწორედ ამ დაწყევლილი ჭიქიდან უყვარდა ყავის სმა, ამ ქუჩაზე კი პაემანზე გელოდებოდა.
გამოუცხადე დიეტა ტვინს და როგორც კი მის გახსენებას დაიწყებ, გამოფხიზლდი და რამე სასარგებლოზე იფიქრე, მაგალითად პროექტზე, რომლის განხორციელებაც სამსახურში გევალება.
დაბლოკე ფეისბუქზე, სკაიპში, წაშალე მისი ტელეფონის ნომერი მობილურში.
ნუ შემოსავ მასზე მოგონებას მისტიური ნათებით და ნუ იფიქრებ იმაზე, რომ ის იდეალურია, მშვენიერია და მასეთი მეორე არ შეგხვდება.
გაიხსენე, რომ ისიც ადამიანია და ამიტომ ახასიათებს სისუსტეები, მათ შორის ცუდი (ეგ არ იყო ცეკვებზე რომ გიკრძალავდა სიარულს?).
სცადე გაანალიზო (ზედმეტი ემოციების გარეშე), რატომ მოხდა ეს. ამით რა თქმა უნდა მას ვეღარ დაიბრუნებ, მაგრამ უარყოფითი გამოცდილებაც გამოცდილებაა და სწორი დასკვნები (განსაკუთრებით შენი შეცდომების გაანალიზება და მიხვედრა) წაგადგება.
მოქმედება მეხუთე: ეცადე მიაღწიო სრულყოფილებას.
თუკი დიდი ხანია რაღაც არ მოგწონს შენში, ცადე გამოასწორო. ჩამოიკელი რამდენიმე კილო (თუ გაწუხებს), აღადგინე მეცადინეობა ინგლისურ (გერმანულ, ესპანურ, etc) ენაში, მოძებნე შენს პროფესიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. მოკლედ ყველაფერი რაც შენს პიროვნულ წინსვლას ხელს შეუწყობს.
რაც მთავარია, დაიმახსოვრე. არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები. რთულია, ცუდად ხარ, მაგრამ დრო ყველაფერს უშველის, მთავარია დაეხმარო მას. ყველაფერი ჩვენს ტვინშია, თუკი გათავისუფლდები მისგან გონებრივად, მალე ახალ, უფრო მაგარ ცხოვრებას დაიწყებ.
როდესაც ის ვინც გიყვარს გტოვებს, საბოლოო ჯამში მხოლოდ ორი გამოსავალი გრჩება:
1. ცხოვრების ბოლომდე იტირო, თუ რა დაკარგე, იფიქრო იმაზე როგორი ერთადერთი და განუმეორებელი იყო.
2.დროზე შემოუძახო თავს, განთავისუფლდე მასზე ოცნებებისგან და გააგრძელო ლაღი ცხოვრება.
ნუ იქნები მიტოვებული, იყავი თავისუფალი!
შენ ხარ ძლიერი და შენ გიყვარს საკუთარი თავი, ამიტომ არც ერთი მამაკაცის გამო, არ დაწვები ბნელ კუთხეში და არ მოკვდები ჩუმი დარდისგან. თუ ეს შენს მოტივაციას აამაღლებს, შეგიძლია ჩართო მუსიკალური ფლეილისტი, რომლის ყველა ტრეკიც სხვა და სხვა შესრულების “i will survive” იქნება და გამწვანებამდე უსმინო.
რაც მთავარია შენი საკუთარი თავის გჯეროდეს და ყველაფერი კარგად იქნება.
Related posts
18 Comments
Leave a Reply to პერწკლი Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
ჰაჰაჰ
მისთვის და მის ჯინაზე ჩემი თეორია იყო ))
:გივი: :))) ზნაჩიტ, ია ტებია უჟე ციტირუიუ :)))
მახსოვდა თვითონ თეორია, საიდან, ეგ აღარ :)))
ჩემგანაც წავიდნენ თანაც ძალიან შორს: )
პირველ რიგში გავაკეთე ის,რომ შევიტანე და შევიყვანე ჩემ ცხოვრებაში სიხლეები)თანაც ბევრი :))) თავი დავარწმუნე იმაში რომ აღარ მიყვარს,რომ არ უნდა ვიფიქრო მასზე, რომ არ მენატრება. როცა ამას თამაშობ სხვებთანაც და შენ თავთანაც.. ნელნელა მართლა შედიხარ როლში და ბოლოს მართლა გამოგივა :) მერე ის მოვა და პატიებაც გთხოვს და შენ ეტყვი: დაიგვიანე სხვა გზით იარე :)
ყველაფერი ძალიან მარტივია. არ არსებობს შეუცვლელი!
ძალიან მაგარი კარიკატურაა. ძალიან ახლოსაა სიმართლესთან. და ხო, ყველაფერი ხდება.
და ხო, შენც უტეხავ (?) სხვას, და შენსასაც ტეხავენ, ამსხვრევენ…
და ხო, მეორე დღეს გამოდიხარ ქუჩაში, მზიანი ამინდია, თბილი, ხალხი იღიმის, და შენც ძალაუნებურად გეღიმება…
ახალი გული ამოგდის.
ადამიანები ხვლიკებივით ვართ – ისინი ახალ კუდს იზრდიან, ჩვენ კი ახალ გულებს.
ჩემთანაც დავპოსტავ სურათს, ხომ შეიძლება?
ჩემი არაა, ნეტში ვიპოვე :) ასე რომ თავისუფლად შეგიძლია დაპოსტო :)
მეც “მის ჯინაზე” კარგად უნდა ვისწავლო და კარიერა შევიქმნა, არადა რომ დავფიქრდეთ მაინც “მისთვისაა”, რადგან ყოველთვის ამას მეუბნებოდა :s
ერთი წავა და სხვა მოვა… ბევრი არ მიდარდია, მაგრამ ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე და რაღაც პერიოდის მერე უკვე ჩვეულებრივ ვეკონტაქტებოდი და ვემეგობრები ახლაც.
ეს მგონი არანორმალურია :სპაი:
me ratomgac mimachnia rac ar unda dzneli iyos, arasodes ar unda anaxo mamakacs rom misi dakargvis geshinia, pirikit sul imis unda eshinodes rom ert mshvenier dges shen mas miatoveb.
im shemtxvevashi tu migatovebs depresiashi nu chavardebitnu daicyebt tirils da godebas, ubralod aketet is rac dzalian giyvart da mogcont da yuradgeba gadaitanet sxva sakitxebze.
arcerti mamakaci ar girs nerviulobad da nervebis moshlad
is rac ar gvklavs, gvadzlierebs …
dzalian kargi rchevebia magram dzalian rtulia moerio tavs:(
ვისაც წასვლა უნდა ის ყველა შემთხვევაში წავა, მთავარია დაბრუნდება თუ არა? თუმცა არც ეგ აღარ არის მთავარი:)))
“არასდროს გაეკიდო ავტობუსს და ქალს/კაცს. ყოველთვის გამოივლის შემდეგი.”
ძალიან რთულია,ბევრჯერ ვცადე და ზუსტად მაშინ,როცა ვერეოდი საკუთარ თავს გამოჩნდებოდა და წყალში ჩამიყრიდა მთელ შრომას და წვალებას.დღემდე ასეა..გაქრება და გამოჩნდება უცებ,მე კიდე უტვინო რომ ვარ სულ უკან ვიღებ იმიტომ,რომ ძალიან მიყვარს და მენანება დასაკარგად,იმ მომენტით ვარ ბედნიერი როცა ჩემთან არის..სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ სულ მალე გაიყრება ჩვენი გზები,ძალიან შორს მივდივარ მისგან,ისიც სხვა ქვეყანაში მიდის,იმედი მაქვს ახლა მაინც შევძლებ და დავივიწყებ >_<
kargi statiaaa
Mari Bejanishvili..rogor mecnooba shenii situuaciia :((((
dzaan martivad…unda amoigdo tavidan is sisulele rom “mis gareshe mokvdebi,guli agar gaqvs ,ganadgurdi,aseti ra davushave” da mistanebi..aucileblad saqme unda aketo da sakutar karieras mixedo..datkbe yoveli wutit romelic ufalma gachuqa..unda gesmodes is rom konkretuli pirovnebis gareshec sheidzleba bednierad cxovreba daa ar unda “gamwarde” sapirispiro sqesis warmomadgenel yvela pirze da ar unda tqva “arcerti matgani ar imsaxurebs chems siyvaruls”, “agaravis sheviyvareb” da a.sh…amasobashi gamochndeba dzalian kargi daxvewili arachveulebrivi pirovneba romelic shens guls moinadirebs da yvelaferi tavidan daiwyeba.mere “is pirveli” sul dagaviwydeba da tu gagaxsendeba gagecineba maszed rogor vdardobdio..:)
saertodac vinc shens dardad da wuxilad girs arasodes wava..da tu wava bednieri gzit uvlia:)…
Me,roca masze pikrs vickebdi da cremli momdioda mashinve sakutar tavs “shevdzaxebdi” shen itire da is axla vigacas ugimis,ertoba da bednieria kmaratko) ase gagardzelda ramdenimejer da mere tavistavad cavida chemi gulidanac,rom vegar davabrune ise:)