Pink.ge გთავაზობთ ყველა დროის ყველაზე ცნობილ და რომანტიკულ ფოტოსურათებს, რომლებსაც შეუძლიათ, სიყვარულის შესახებ ბევრი რამ გვასწავლონ.

1. მოიქეცი მომენტის შესაბამისად.

სპონტანურობას შენი ურთიერთობის ძალიან შორს წაყვანა შეუძლია.

Times Square Kiss
გლენ მაკდაფი და გლორია ბულარი თაიმს სკვერზე 1945წ. ფოტოს ავტორი: ალფრედ ეიზენშტადტი.

2. ზოგჯერ “მე შენ მიყვარხარ” მხოლოდ ღიმილითაც გამოითქმის.

Smile I Love You
ლუსილ ბოლი და მისი ქმარი დესი არნაცი 1955წ.

3. სიყვარული ყოველთვის სამუდამოდ არ გრძელდება.

ზოგჯერ მთელი ბედნიერება ისაა, რომ ეს სიყვარული ცოტა ხნით მაინც განიცადე.

Elizabeth Taylor and Richard Burton
ელიზაბეტ ტეილორი და მისი ქმარი რიჩარდ ბარტონი 1968წ.

4. სიყვარული შენი თავშესაფარია.

შფოთის დროს სიყვარული ერთადერთია, რასაც ყველაფრის მოგვარება შეუძლია.

Love VS War
ვანკუვერი 2011წ.

5. ისწავლე ბრძოლა შენი ბედისწერისთვის.

არ გაიქცე პირველივე წინააღმდეგობისას.

Johnny Cash And June Carter Cash
ჯონი ქეში და ჯუნ კარტერ ქეში 1975წ.

6. აირჩიე ნამდვილი პარტნიორი.

სწორ ადამიანთან ერთად შენი შესაძლებლობები უსაზღვრო ხდება.

The Obamas
ბარაკ და მიშელ ობამები 2010წ.

7. იყავი მუდამ ბავშვური.

თუ ურთიერთობაში სისულელისთვის ადგილი არ რჩება, ე.ი. რაღაც რიგზე არ არის.

Paul Newman and Joanne Woodward
პოლ ნიუმენი და ჯოანა ვუდვარდი 1963წ.

8. არასოდეს დათანხმდე იმაზე ნაკლებს, ვიდრე იმსახურებ.

U.S. Navy Petty Officer
შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის ოფიცერი და მისი მეგობარი გოგონა 2011წ.

9. ეცადეთ ერთმანეთს თქვენი ნიჭი გაუზიაროთ და ერთად შექმნათ რაღაც ახალი.

Mick Fleetwood and Stevie Nicks
მიკ ფლიტვუდი და სტივი ნიკსი 1983წ.

10. გეამაყებოდეს შენი სიყვარული.

იყავი თავდაჯერებული და აჩვენე ის მსოფლიოს.

Marine sgt Returns Home
შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის სერჟანტის სახლში დაბრუნება 2012წ.

11. იყავი ისეთ ადამიანთან ერთად, რომელიც შენი საუკეთესო მხარის წარმოჩენაში დაგეხმარება და შენ გვერდით თანაბრად იბრწყინებს.

Princess Elizabeth and Phillip
დედოფალი ელიზაბეტი და პრინცი ფილიპი 1947წ.

12. დაემშვიდობე, როგორც საჭიროა.

არასოდეს იცი, რა მოხდება ხვალ.

Marlene Dietrich kisses a serviceman
მარლენ დიტრიხი კოცნის სამხედრო მოსამსახურეს 1943წ.

13. დაანგრიე ყველა კანონი.

თავად დაწერე შენი ცხოვრების სცენარი და მიჰყევი ოცნებებს.

Holding Hands
ქორწინება ნიუ იორკში 2013წ.

14. სიყვარული ნამდვილ სახეს გასაჭირში ავლენს.

Jean Moore and Ralph Neppel
ჯინ მური კოცნის თავის საქმროს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, რალფ ნეპელს 1945წ.

15. ყველაზე არაპროგნოზირებად ურთიერთობასაც კი შეიძლება ბედნიერი დასასრული ჰქონდეს.

A married couple in Washington
ბედნიერი წყვილი ერთსქესიანი ქორწინების დაშვების შემდეგ 2013წ.

16.ხშირად აკოცეთ ერთმანეთს, ზოგჯერ საჯაროდაც.

Martha O'Driscoll kisses a soldier
მსახიობი მართა ო’დრისკოლი კოცნით ემშვიდობება ჯარისკაცს 1941წ.

17. არავის მისცე საშუალება გიკარნახოს, ვინ უნდა გიყვარდეს.

Pearl Bailey and Louie Bellson
პერლ ბეილი და ლუი ბელსონი – ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი სხვადასხვა რასის წყვილი 1969წ.

18. თუკი სიყვარულს ფრთხილად მოეპყრობი, მას ნამდვილად შეუძლია მთელი ცხოვრება გასტანოს.

Gloria Bullard and Jerry Yellin
გლორია ბულარი, რომელიც თაიმს სქკერის ორიგინალ ფოტოზეცაა ასახული და ვეტერანი პილოტი ჯერი იელინი 2013.წ