ქალების უმეტესობას საკუთარი სხეული კარგად აქვს შესწავლილი, ყველამ იცის თუ სად სიამოვნებს შეხება, როგორ გამოიყურება მისი სხეული, რა დროს იღგზნება ის უფრო მეტად და სხვა მსგავსი დეტალები, თუმცა ხშირად ქალების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას მამაკაცის სხეულისა და მისი თავისებურებების შესახებ – ეს კი სექსუალური ცხოვრებისათვის არც თუ ისე სასარგებლოა.
მოდით განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი, რომელზეც არსებობს მეცნიერული და დაზუსტებული ინფორმაცია. ეს დაგვეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და ამ ცოდნის სამომავლოდ გამოყენებაში (საჭირო დროსა და ადგილზე).
მამაკაცების პოტენცია თუ ერექცია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია იმისათვის რომ არ ვიცოდეთ.
1. არის თუ არა ორგაზმი და ეაკულაცია ერთი და იგივე?
მამაკაცები ორგაზმს ეაკულაციის დროს განიცდიან ზუსტადაც. ისევე როგორც ქალებში – მამაკაცებშიც განსხვავებული ორგაზმები არსებობს, ზოგიერთი სიამოვნების პიკს ჩუმად და მდუმარედ ხვდება – მხოლოდ სუნთქვის გახშირებით, ზოგიერთი კი საკუთარ სიამოვნებას სხვადასხვა რეპლიკებითა თუ ხმებით გამოხატავს, მაგრამ ყველა მამაკაცისათვის ორგაზმის აუცილებელი პირობა ეაკულაციაა.
გამონაკლისი შემთხვევა როდესაც შეიძლება მამაკაცის სასქესო ორგანოდან არ გამოიყოს თესლი არის – რამოდენიმე ერთმანეთს მიყოლებული სექსუალური აქტი როდესაც სათესლე ჯირკვლებში ფიზიკურად ვეღარ ასწრებს სპერმა გამომუშავებას (თუმცა ეს იშვიათია)

2. რამდენი ორგაზმი (გათავება) ითვლება ნორმად?
როგორც ვიცით კაცებისათვის რამოდენიმე ორგაზმი მიყოლებით არ არსებობს (როგორც ეს რიგ შემთხვევებში ხდება ქალებთან). მამაკაცებისათვის აქტიდან აქტამდე რეგენერაციისათვის აუცილებელია დრო, ეს შეიძლება იყოს 3 – 5 ან სულაც 15 -20 წუთი. სტაბილური სექსუალური პარტნიორის შემთხვევაში ექიმები გვამცნობენ რომ ერთ ჯერზე 2-3 აქტი სრულიად საკმარისია ხოლმე პარტნიორებისათვის.
3. აქვს თუ არა გავლენა წინადაცვეთას მამაკაცის ორგაზმზე?
რა თქმა უნდა წინადაცვეთას აქვს გავლენა. როდესაც სასქესო ორგანოზე იჭრება კანი, პენისის თავი რჩება დაუცველი და მისი მგრძნობელობა იკლებს, ამიტომაც წინადაცვეთილი მამაკაცები უფრო დიდი ხანი უნდებიან ორგაზმამდე მისვლას.
4. არის თუ არა კაცის ორგაზმი დამოკიდებული პოზაზე?
რა თქმა უნდა ისევე როგორც ქალის ორგაზმი, კაცისაც დამოკიდებულია პოზაზე მაგრამ ცოტა სხვა კუთხით. მაშინ როდესაც ქალების შემთხვევაში პოზის ცვლილებისას იცვლება შეგრძნებები და შესვლის სიღრმე თუ დაწოლის წერტილი კაცებისათვის მნიშვნელოვანი ხდება ”ხედი”, ამასთანავე რა თქმა უნდა მათთვისაც მნიშვნელოვანია შეგრძნებები ფალოსზე. ხშირად ამიტომ უყვართ კაცებს პოზა ”ქალი ზემოდან” ან ”დოგი სთაილი” – მათ ულამაზესი ხედი ”ეშლებათ თვალწინ” ქალის სხეულის სახით.
5. რაზეა დამოკიდებული ეაკულაციის ინტენსიურობა?
შემჩნეული გექნებათ რომ ზოგჯერ პარტნიორის სპერმა აქტიურად გამოისროლება პენისიდან, ზოგჯერ კი უბრალოდ ”მშვიდად” გამოედინება. ძირითადად ასეთი ცვილელება დამოკიდებულია აქტის რაოდენობასა და თანრიგზე. გამოსროლა ძირითადად პირველ და მეორე აქტზე ხდება , ხოლო ყოველ შემდგომ ჯერზე სპერმა უფრო ”მშვიდი” სახით მოედინება, თუმცა ხდება ისეც რომ პირველივე ჯერზე არ ხდება გამოსროლა და ეს მამაკაცისათვის ჯამრთელობის პრობლემის ნიშანი შეიძლება იყოს.
6. მართალია რომ მამაკაცები ორალური სექსით უფრო ადვილად ათავებენ ვიდრე ვაგნალურით?
რთული კითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პრიორიტეტებსა და შეგრძნებებზეა დამოკიდებული. ამ კითხვის პასუხი მხოლოდ სასურველი მამაკაცისაგან შეიძლება მიიღოთ, თუმცა აქვე არ დაგავიწყდეთ რომ დილის მინეტი არ არის კარგი იდეა (დილის პროცედურების ჩაუტარებლად) რადგან პირის ღრუში დაგრვებული ბაქტერიები (მოხვდებიან რა მამაკაცის სასქესო ორგანოზე) დიდძალ უსიამოვნებებს ჰპირდებიან ნებისმიერს როგორც კი საარსებო გარემოს ”შეიცვლიან”.

7. მართალია თუ არა რომ კვების რაციონი სპერმის გემოსა და ხარისხზე მოქმედებს?
მართალია. რაც უფრო მეტი შაქრის შემცველი საკვები (ხილი და სხვადასხვა ტკბილეულობა) აქვს მიღებული მამაკაცს – სპერმა უფრო მოტკბოა. ნივრის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში სუნი და გემო ძალიან უფუჭდება სპერმას, ხოლო თუ ის მომწაროა და უცნაური კონსისტენციის – დროა პარტნიორთან ერთად ექიმს ეწვიოთ – ეს შეიძლება ანთებისა თუ ვენ. დაავადების მაჩვენებელი იყოს.
სექსში მთავარია პარტნიორებს შორის აქტიური კონტაქტი, როგორც ფიზიკური ისე მენტალური და ემოციური – ამ შემთხვევაში თქვენ სიამოვნების სრულ ”პაკეტს” მიიღებთ და კმაყოფილები იქნებით.
არ დაგავიწყდეთ მთავარია უსაფრთხო სექსი!
[სტატია მომზადებულია სხვადსხვა სამედიცინო ვებ გვერდებსა და ფორუმზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე]
Mariam Blanc
Related posts
23 Comments
Leave a Reply Cancel reply
Recent Comments
- მარიამი on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- ნანა on როგორ მოვუაროთ კანს თვალის გარშემო
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
- სოფია on რა არის მენსტრუაცია? – ყველაფერი მენსტრუალური ციკლის შესახებ
"მათ ულამაზესი ხედი ”ეშლებათ თვალწინ” ქალის სხეულის სახით." – <3.
:D
cool : ).
სწორეა რა. ასევფიქრობ მეც. ხოლო რაცშეეხება ანალს მაგაზე გეტყვითთუგინდათ რახდება :D
"სტატია მომზადებულია სხვადსხვა სამედიცინო ვებ გვერდებსა და ფორუმზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე"
:(
ra iyo Gio?
გვინდა : ) საინტერესოა თქვენი მოსაზრება : )
Mariam Blanc გრუზინებისგან დაცვა :)))
George Machitidze რა არის გრუზინებისგან დაცვა? ის რაც შენ დააკოპირე ზედა კომენტარში? არა არ არის დაცვა : ) ეგ მართლაც ასეა. იმისათვის რომ დაწერო ასეთი სტატია უნდა იყო მაშჳნ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. ამ გაეცნო საფუძვლიანად ნეტში არსებულ ლიტერატურას და ისე დაწერო : ) ზუსტად ასე ვქენი მეც : )
Mariam Blanc ვა-ი-მე მარი :))) :*
George Machitidze ra iyo მაკ? მაინც ვერ გავიგე რას გულისხმობ ამ ყველაფერში : )
namdvilad ragac-ragac siaxleebi gavige am sakitxtan dakavshirebit.. :)))
^^
რამოდენიმე შესწორებას შევიტან, თქვენის ნებართვით :) (ალბათ ცოტა უფრო მეტი ვიცი ამ თემაზე და დამეკითხება ჭკუა :)).
1. ორგაზმსა და ეაკულაციაზე : უმეტესობისთვის ეს ერთი და იგივეა, თუმცა მარტივი ვარჯიშები არსებობს, რომლის მეშვეობითაც მამაკაცს შეუძლია ეაკულაცია აკონტროლოს და სულაც არ ხდება აუცილებელი რომ ორგაზმს მოსდევდეს. ძალიან მარტივი ვარჯიშებია, რამოდენიმე თვეში შესაძლებელია ამის მართვის სწავლა.
2. რამოდენიმე ორგაზმი მიყოლებით სულაც არ არის მითი მამაკაცებისთვის, ამის სწავლაც ძალიან მარტივად შეიძლება :) თვითკონტროლის სხვადასხვა ხარისხი სხვადასხვა შედეგს იძლევა :)) სექსუალური ენერგიის სწორი მიმართვის ტექნიკები აღმოსავლურ ეზოთერულ სწავლებებში უხვად მოიპოვება.
გამარჯობა. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მამაკაცს ორგაზმის მისაღწევად ჭირდება დიდი დრო, ზოგჯერ 40-50 წუთი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა? აქვე დავამატებ იმასაც, რომ ზოგადად ასეა და არა მხოლოდ ჩემთან :))))
not bad. სტატიის დაწერაზე არ დაფიქრებულხარ?? ^^
Mariam Blanc araa, მასეთი ამბიციური არ ვარ :) მხოლოდ ჩემთვის მყოფნის ცოდნა :))
Herman Szabó ის რაც შენ გყოფნის უკვე საკმარისია გასაზიარებლად : ) ყველა ცოტა ცოტა ინფორმაციას ვფლობთ
მშვენიერი საინტერესო ინფორმაციაა.
gtxovt damilinkot statia mamakacis saskeso organos zomaze…xustad ar maxsovssataurii…madloba, ver vpoulob
http://pink.ge/articles/love-sex/penisis-zomebi/
masturbaciis dros chemi nebit vikaveb spermas.. sheidzleba es chemze uaryopitad aisaxos??
gatavebisas garet ar vushveb..