ღელავ შენი საყვარელი ადამიანის მშობლებთან და უახლოეს ნათესავებთან შეხვერის წინ? იცოდე, პირველი შთაბეჭდილება ადამიანს დიდხანს მიჰყვება. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ კი ჩვენ რჩევებს გაითვალისწინებ.

გახსოვს ფილმი “შეხვედრა მშობლებთან“? ალბათ, არ გსურს, თქვენი რანდევუც მსგავსი სცენარით განვითარდეს?! რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, ვინც მისი “პატარა ბიჭის”/”პრინცესას” რჩეულის ნაკლებს ეძებს; თუმცა, უმრავლესობა საღად აზროვნებს და მხოლოდ სურს დარწმუნდეს, რომ შვილი სანდო ხელშია. ამიტომ, არ აღელდე, იყავი ბუნებრივი, აკონტროლე თავი, სიტყვები, რამდენადაც, პირველი შთაბეჭდილება სწრაფადვე ყალიბდება და დიდ ხანს რჩება. გაითვალისწინე ქვემოთმოცემული რჩევები!

ჩაიცვი, რათა მოახდინო შთაბეჭდილება

არანაირი დახეული ჯინსი, მაისური ან ტყავის ქურთუკი, მინი ქვედა ბოლოებს, სპორტულ შარვლებსა და ღრმა დეკოლტეებზე ხომ საუბარიც არ არის! დაივიწყეთ ცათამბჯენ ქუსლიანი ფეხსაცმელი. ახლა არც მოდის უკანასკნელი ტრენდების დროა. დაიბანე თავი, მოიწესრიგე ყურები, ფრჩხილები, გამოიხეხე კბილი. ორი სიტყვით – გარეგნობა მნიშვნელოვანია.

არ დაგეზაროთ საშინაო დავალების გაკეთება

წინასწარ გამოიკვლიე, რა ტიპის ოჯახია. რომელ წევრს რა აღიზიანებს ან რა უყვარს ყველაზე მეტად. დედამისი ბითლებზე გიჟდება? მამა – მერლინ მენსონის ფანია?  გამოიკითხე რომელია მათი საყვარელი შინაური ცხოველი, ვინმეს კატებზე ალერგია ხომ არ აქვს? და ა.შ. ეძიე საერთო.

სხვა კულტურა?!

თუ შენი რჩეული განსხვავებული კულტურის წარმომადგენელია, შეისწავლე მათი ადათ-წესები. რა არის მიღებული, რა აკრძალული. რა ითვლება ცუდ ტონად, კარგ ტონად და ა.შ. თუ განსხვავება ენაშიც არის, ისწავლე რამდენიმე წინადადება.

იყავი ზრდილობიანი

“დიახ”, “არა, მადლობა”, “გისმენთ”, “ბატონო”… კაცებს განსაკუთრებული ჯენტლმენობის გამოჩენა ჰმართებთ მათი რჩეულების მიმართ. ქალებმა მაქსიმალურად შესთავაზეთ დახმარება, ყველას, ვისაც ის დასჭირდება. დაიმახსოვრეთ, ყურადღების მცირეოდენი გამოვლინება დიდი ხნით შემორჩება შენი რჩეულის ოჯახის წევრების მახსოვრობას.

ვის როგორ მიმართოთ

არავითარ შემთხვევაში არ დაუშვა შეცდომა და არ მიმართო მათ ზედმეტად ფამილარულად. ისაუბრე თქვენობით. საუკეთესო გამოსავალია, მათვე დაეკითხო, როგორ ურჩევნიათ რომ მიმართოთ?! გაითვალისწინენე, რომ ზოგიერთი სახელი უცნაურია და წინასწარ კარგად შეისწავლე მათი ჟღერადობა.

შეარჩიე საჩუქარი

როცა სტუმრად მიდიხარ, აუცილებლად მიგაქვს საჩუქარი. ეს კეთილგონივრული ჟესტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა შენი სატრფოს ოჯახს სტუმრობ, თან პირველად. ღვინის ბოთლი კარგი გამოსავალია, თუ მამა ალკოჰოლიკი არაა. ყველაზე მეტად, შენი ხელით გაკეთებული/დამზადებული რამ (ნივთი, საკვები და ა.შ.) ფასობს.

გამოიჩინე ინტერესი

დაანახე ოჯახს, რომ გაინტერესებს ყველაფერი, რაც შენ რჩეულს და მის ოჯახს ეხება. როგორ? სხეულის ენით. დაამყარე თვალით კონტაქტი, გადაიხარე წინ, როცა გესაუბრებიან, დააქნიე თავი, სადაც საჭიროა. არ დაათვალიერო ოთახი, როცა გესაუბრებიან, არ აბაკუნო ფეხები და არ დადჯე გაშხლართულად, არ დახედო საათს.

აიცილე პოპულარული თემები

ეს გამოცდა არაა: არ წამოიწყო და მაქსიმალურად აიცილე თავიდან პოლიტიკაზე, რელიგიაზე ან სპორტზე საუბრები (თუ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, რწმენა ან უპირატესობები განსხვავდება).  გახსოვდეს, ეს შეიძლება ტესტი იყოს შენი მოთმინებას ან თუნდაც, სიტყვა-პასუხის შესამოწმებლად. აიცლე უზრდელური ხუმრობები; არ გამოჰფინო შენი ოჯახის ბინძური თეთრეული.

იყავი კეთილი ყველასადმი

ყველას მიმართ. მათ შორის, ოჯახის შინაური ცხოველებისა და ეზოში მოჭიკჭიკე ჩიტების მიმართაც. :D გახსოვდეს, რომ როგორც იქცევი სხვა ადამიანებს წინაშე, ისე ექცევი შენი ოჯახის წევრებსაც და პირიქით.

ერიდე სიყალბეს

ვაზელინის წასმა არ ივარგებს.  დაივიწყე პირფერობა. ყველაფერზე შენი მოსაზრება უნდა გქონდეს. გახსოვდეს, რომ შენმა რჩეულმა ისეთი შეგიყვარა, როგორიც ხარ, ამიტომ, არ დაკარგო საკუთარი თავი.

ისუნთე! იყავი მშვიდად. “ესეც გაივლის”.