ალბათ უმეტესობა თქვენგანმა იცის, რომ ქალის ორგაზმის რამოდენიმე სახეობა არსებობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ შეგრძნებების სიძლიერესა და გამოხატულებაზე, არამედ სახეობებზე, თუ რა ხერხები არსებობს ორგაზმამდე მისასვლელად.

ზოგიერთ ქალს სიამოვნებს ყელზე კოცნა, ვიღაცისათვის ყურის ბიბილოა ძალიან მგრძნობიარე ადგილი, ზოგიერთი კი უბრალოდ პარტნიორის წარმოდგენაზეც კი აღგზნების საკმაოდ ძლიერ ტალღას გრძნობს.

იმაზე საუბარი თუ სად, ან როგორი მოფერებით შეიძლება მიაღწიოს ქალმა ორგაზმს შორს წაგვიყვანს, მოდით მარტივად ფიზიოლოგიური ასპექტები განვიხილოთ.

ვაგინალური ორგაზმი

ამ სახის ორგაზმს ქალების 85 % განიცდის. სექსუალური აქტის დროს ის არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ ქმედებებს არც ერთი პარტნიორის მხრიდან. თუმცა აქვე უნდა დავსძინოთ, რომ მამაკაცების უმეტესობა როდესაც ამბობს სიტყვას ორგაზმი – ზუსტად ამ ტიპს/სახეობას გულისხმობს.

ვაგინალური ორგაზმის ხანგრძლივობა და სიძლიერე პენისის ზომასა და მისი მოძრაობის სიხშირეზეა დამოკიდებული.

იმ შემთხვევაშიც კი თუ პენისი არ არის დიდი ზომის შესაძლებელია ხშირი შეღწევების (ფრიქციის) და შეღწევის სიღრმის ერთობლიობით ძალიან ძიერი ორგაზმის განცდა.

კლიტორული ორგაზმი

ასეთი ორგაზმის მიღწევა შეიძლება კლიტორზე ხელით, ენით, კბილებითა და პენისით ზემოქმედების შედეგად.

დიახ, პენისის დახმარებითაც შეიძლება ამ სახის ორგაზმის მიღწევა – როდესაც პენისის საშუალებით ხდება აღგზნება და რამოდენიმე წუთიანი შეხება კლიტორზე.

ხშირ შემთხვევებში კლიტორი აღგზნებისას იმატებს ზომაში ეს კი საშუალებას მოგცემთ ზოგიერთ პოზაში მისი უშუალო სტიმულირება აქტის პარალელურად მოახდინოთ.

საშვილოსნოსეული ორგაზმი

იშვიათ შემთხვევებში ხდება ისე, რომ პენისის ძალიან ღრმად შეღწევის დროს საშვილოსნოზე ხდება დაწოლა , რის შედეგადაც კუნთები იწყებენ შეკუმშვას.

ასეთი სახის სიამოვნება შეიძლება რამოდენიმე წუთი გრძელდებოდეს, მას შემდეგაც კი რაც ვაგინაში პენისი აღარ იქნება.

G წერტილის სტიმულირებით მიღებული ორგაზმი

G წერტილის ტიპის ორგაზმის მიღწევა შეიძლება წერტილის როგორც ხელით, ისე პენისით სტიმულირებსისას, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია შესაფერისი პოზის შერჩევა.

G წერტილის სტიმულაციისას გამოიყოფა საკმაოდ დიდი რაოდენობით ვაგინალური სითხე, რასაც ქალის ეაკულაციაც შეიძლება ეწოდოს.

შესაძლოა ვიღაც ოთხივე სახეობის ორგაზმს განიცდიდეს , ვიღაც მხოლოდ ერთს , თუმცა მთავარი მაინც ორგაზმის არსებობაა.

არ დაგავიწყდეთ სექსი უსაფრთხო უნდა იყოს, რომ სრულყოფილად შეიგრნოთ სიამოვნება.