Tags

დასვენება

ფერადი მინის სანაპირო 

ბუნება გენიოსია და დაუღალავი შემოქმედი. გაცვეთილი სიტყვებია, ხომ?

ჩვენ ვყრით ნაგავს იქ, სადაც არ დაგვეზარება, ვაბინძურებთ წყალს, ჰაერს, მიწას. ბუნება კიდევ, დაგვიგულებს თუ არა გვერდზე მიტრიალებულებს, აქტიურად იწყებს ჩვენი “შემოქმედების” განადგურებას.

ზუსტად ასე შეიქმნა ეს უნიკალური პლაჟი კალიფორნიის შტატში, აშშ-ში.

დასვენება

Sossusvlei Area- ნამიბის უდაბნოს წითელი ქვიშები 

  Sossusvlei- მკვდარი და ჭაობიანი ასე უწოდებენ ნამიბიის დაცულ ტერიტორიებზე მდებარე ნამიბის უდაბნოს სამხრეთ ნაწილში არსებულ დაჭაობებულ წყალსატევს,  რომელიც ულამაზესი  დიუნებით, ანუ ქვიშის დიდი ბორცვებითაა ცნობილი. დიუნების ფერი ვარდისფერიდან ნარინჯისფერამდე მერყეობს, ქვიშაში რკინის მაღალი შემცველობის გამო. წლის უმეტეს დროს წყალსატევი დამშრალია, მხოლოდ წვიმების დროს ხდება…

დასვენება

ზურმუხტისფერი სანაპირო 

მოგწყინდათ ბანალური სანაპიროები ყვითელი, თეთრი და შავი ქვიშებით, ან/და ქვებით? მაშინ დროა, მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს, მწვანე სანაპიროს ეწვიოთ. Papakolea Beach, პაპაკოლეას სანაპირო, ჰავაის კუნძულების ყველაზე დიდ კუნძულზე მდებარეობს, მის უკიდურეს სამხრეთ წერტილში (South point), მაჰანას ყურეში. მას სხვანაირად მწვანე სანაპიროსაც ეძახიან, რადგან შორიდან თუ…

დასვენება

Shell Beach 

Shell beach, ანუ ნიჟარების სანაპირო დასავლეთ ავსტრალიაში,  ზვიგენის ყურეში მდებარეობს. აქ წელიწადის უმეტეს დროს თბილა და მზიანი ამინდია, სტანდარტული ყვითელი ქვიშის მაგიერ კი თვალისმომჭრელად თეთრი სანაპირო ესაზღვრება ოკეანეს. ამ სანაპიროზე ვერ შეხვდებით  ფეშენებელურ ოტელებს, ბუნგალოებს, კლუბებს. აქ არც ოკეანის პირას შეზლონგზე  წამოწოლა, გარუჯვა და კოქტეილის…

სტილი

Shana 

ბევრი ფიქრის შედეგად, შოპინგის სვეტის პირველი სტატიისთვის, რუსთაველის N52-ში მდებარე მაღაზია “Shana”-ს ვესტუმრე.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ერთი შეხედვით მათი პროდუქტი ტენდენციურად და მოდურად მომეჩვენა და საბედნიეროდ არც შემცდარვარ. “Shana” ესპანური ბრენდია, იგი გათვლილია ძირითადად 16-45 წლამდე მომხმარებლის სეგმენტზე, რომელიც მოდის აქტიური მიმდევარია. ამჟამად მაღაზიაში ნახავთ შემოდგომა/ზამთრის კოლექციასთან ერთად, ზაფხულის კოლექციის “ნარჩენებსაც”, ზოგიერთ მათგანზე კი 20 % ფასდაკლება ვრცელდება. თუმცა დამიჯერეთ, ფასდაკლების გარეშედაც საკმაოდ დაბალი ფასებია.

სტილი

CHLOE Spring-Summer 2012 runway 

Clare Waight Keller-მა წარმოადგინა თავისი პირველი კოლექცია Chloe-თვის პარიზში საგაზაფხულო/საზაფხულო 2012 წლის ჩვენებაზე სადაც ჭარბობს პასტელური ფერები. აქტიური ფერები ფირუზი და მარჯანი ასევე მოდურია დელიკატური ყვავილებიანი ნაქარგები.

დასვენება

დასვენება შავი ზღვის პირას 

დღეისთვის ძალიან აქტუალურია შავი ზღვისპირა აჭარის უმშვენიერესი ქალაქი ბათუმი. პრინციპში ყველა კურორტს ძალიან უხდება: კარგი არქიტექტურა, კარგი კაფეები, დაწესებულებები, რომანტიული ქუჩები და მითუმეტეს, თუ ამ კომპლექტს ბუნებრივად ზღვაც მოჰყვება. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ნებისმიერი კურორტის მთავარი საიდუმლო, რომელიც ასე იზიდავს დამსვენებლებს.

უკვე მეორე წელია რაც ბათუმის აქტიური დამსვენებელი ვარ, მანამდე მის მიმდებარე კურორტებს ვსტუმრობდი და იქ ხშირად ჩავდიოდი, თუმცა როგორც ასეთი – არ დამისვენია.

სტილი

Tbilisi Street Style (September Session #2) 

თბილისი სრულ ორომტრიალშია გახვეული. გრილი ამინდები, თბილი ქურტუკები, მოკლედ მოსახლეობა ემზადება ჩაის სეზონთან შესახვედრათ. მეც გავეხვიე ხმაურიანი თბილისის ორომტრიალში და შევეცადე ჩემს ობიექტივში მომეხვედრებინა გემოვნებით ჩაცმული თბილისის ცენტრში მოსეირნეები.

ძირითადად თბილი ფერები გახდა ტენდენციური. ტემპერატურის კლებასთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უმრავლესობამ სპორტული ტანსაცმელი დათმო და ის სოლიდური სტილით შეცვალა. აქტუალურია ყელსახვევი, ძირითადაც ღია ფერის.

თავის მოვლა

მზის დაკოცნილი 

ჭორფლი (веснушки) – მოყავისფრო პიგმენტური ლაქები ჩვენ სხეულზე, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებით ჩნდება, უხშირესად გაზაფხულზე, როცა ულტრაიისფერი სხივების მოქმედება ზენიტშია და ქრება შემოდგომისას, ან არ ქრება და მუდმივად ჩვენთანაა.