ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Pink.ge ქალთა კლუბია. ჩვენ ერთმანეთს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ვეხმარებით, რათა გარემო უკეთესობისკენ შევცვალოთ.

Learn more

Tags

სტილი

Shana 

ბევრი ფიქრის შედეგად, შოპინგის სვეტის პირველი სტატიისთვის, რუსთაველის N52-ში მდებარე მაღაზია “Shana”-ს ვესტუმრე.

ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ერთი შეხედვით მათი პროდუქტი ტენდენციურად და მოდურად მომეჩვენა და საბედნიეროდ არც შემცდარვარ. “Shana” ესპანური ბრენდია, იგი გათვლილია ძირითადად 16-45 წლამდე მომხმარებლის სეგმენტზე, რომელიც მოდის აქტიური მიმდევარია. ამჟამად მაღაზიაში ნახავთ შემოდგომა/ზამთრის კოლექციასთან ერთად, ზაფხულის კოლექციის “ნარჩენებსაც”, ზოგიერთ მათგანზე კი 20 % ფასდაკლება ვრცელდება. თუმცა დამიჯერეთ, ფასდაკლების გარეშედაც საკმაოდ დაბალი ფასებია.

თავის მოვლა

5 პროდუქტი, რომელიც განწყობას აუმჯობესებს 

სამწუხაროდ შემოდგომა ის სეზონია, როცა ყველაზე ხშირად გვემართება დეპრესია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ არის მიზეზი ანტიდეპრესანტების მისაღებად. გუნება–განწყობილების გაუმჯობესება ჩვეულებრივი საკვები პროდუქტებით შეგიძლიათ. თუ ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებს რეგულარულად მიიღებთ, შემოდგომის დეპრესია უკანმოუხედავად დატოვებს ტერიტორიას.

თავის მოვლა

სახის კანის მოვლა: ყურძენი 

ყურძენი არა მხოლოდ გემრიელია. ის ასევე შეიცავს უამრავ ვიტამინს და ანტიოქსიდანტს და კარგია სახის ნიღბებისთვის.

გთავაზობთ სახის ნიღბის რეცეპტებს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის კანისთვის.

სტილი

Fall Must Have: Cool Booties 

ზამთარი კარს მოგვადგა, აცივდა, დროა თბილ ჩექმაზეც ვიზრუნოთ. წელს დიზაინერებმა ერთხმად გადაწყვიტეს პასტელის ფერები, ზამში, ბეწვი და მსხვილი ქუსლი შემოეთავაზებინათ.

წელს ასევე მოდაშია თასმებზე შეკრული ფეხსაცმელი.

სტილი

Tbilisi Street Style (October Session 2) 

გასულ კვირას, ოქტომბრის პირველი სესიის ნაწილში შემოდგომის ტენდენციებზე გავამახვილე ყურადღება.

ვეცადე თქვენთვის ყოველდღიურ, მუქ ფერებში მორთულ თბილისის ქუჩებს ცოტა ხნით ჩამომეშორებინეთ და წარმომედგინა ქუჩაში მოსეირნენი, რომლებიც ასე თუ ისე მუქ ფერებს ერიდებიან და ხალისიანი, მზიანი ფერებით ილამაზებენ წვიმიან ოქტომბერს.

that’s like early winter.

სტილი

ჯანდაბა, ისევ წვიმს! 

ჩემთვის შემოდგომა და წვიმიანი დღეები ერთმანეთის სინონიმებია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ცუდ ხასიათზე უნდა დავდგეთ და ბალერინები თუ ქუსლიანი ფეხსაცმელები კარადაში შევინახოთ.

ქოლგა უკვე ფეხსაცმელებისთვისაც არსებობს, ასე რომ წვიმიან ამინდში მხოლოდ ბოტების ტარება აღარაა საჭირო.

Shuella (Shoes+umbrella)- ქოლგა ფეხსაცმელებისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელზე შემოიცვათ, ისე რომ ვერც ერთმა წვეთმა შეაღწიოს შიგნით და წვიმიანი ამინდიც ძალიან სახალისო გახდება.

სტილი

Deutschland Style 

დღეს თბილისში მოდა ძალიან აქტუალურია.ქუჩაში,რომ გაიარო თინეიჯერიდან დაწყებული ასაკოვანი ხალხით დამთავრებული, იშვიათად თუ მოძებნი ადამიანს,რომელიც მოდის რომელიმე ასპექტში არ ჯდება და თავისი სტილი არ აქვს. თუმცა ევროპის გავლენა ისევე როგორც ბევრ სხვა დარგშიც, მოდის სფეროშიც განსაკუთრებით იგრძნობა.

შემოდგომა მოვიდა, აცივდა და სულ მალე ამ ყველაფერს კიდევ უფრო ცივი და სუსხიანი ზამთარი შეცვლის. მოდაც ამის და მიხედვით იცვლება და ბუნებრივია ამინდს ერგება, ამაში არა მხოლოდ თბილი ტანისამოსის ტარებას, არამედ ზოგადად ფერთა გამის ცვლილებებს და სტილის ამინდთან მორგებასაც ვგულისხმობ.

სტილი

Tbilisi Street Style (October Session) 

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს ყოველ დილით ღრღნის კითხვა „რა ჩავიცვა?“ და როდესაც ის სანუკვარი მომენტი დადგება, როცა ყველა საქმეს გვერდზე გადადებთ და საყიდლებზე წახვალთ, ტანისამოსზე არჩევანის შეჩერებისას ალბათ ბევრ თქვენგანს დააინტერესებს, თუ რა სტილია ამ თვეში მოდური და საერთოდ რა ხდება მოდის მსოფლიო ბაზარზე.

რა არის აქტუალური და მოდური ოქტომბერში?

თავის მოვლა

ანტი-დეპრესანტი ვარდის წყალი 

დაძაბული გრაფიკი, ხანგრძლივი შეხვედრები, მუდმივად სადღაც გვეჩქარება. თითქოს არასდროს მთავრდება! ამ ტიპის გრაფიკმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და დაძაბულობა, ხანდახან ჩვენ გვჭირდება პატარა განტვირთვა.

სილამაზის ექსპერტები გვირჩევენ გავჩერდეთ და შევისუნთქოთ ვარდი სურნელი.

სტილი

Tbilisi Street Style (September Session #2) 

თბილისი სრულ ორომტრიალშია გახვეული. გრილი ამინდები, თბილი ქურტუკები, მოკლედ მოსახლეობა ემზადება ჩაის სეზონთან შესახვედრათ. მეც გავეხვიე ხმაურიანი თბილისის ორომტრიალში და შევეცადე ჩემს ობიექტივში მომეხვედრებინა გემოვნებით ჩაცმული თბილისის ცენტრში მოსეირნეები.

ძირითადად თბილი ფერები გახდა ტენდენციური. ტემპერატურის კლებასთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უმრავლესობამ სპორტული ტანსაცმელი დათმო და ის სოლიდური სტილით შეცვალა. აქტუალურია ყელსახვევი, ძირითადაც ღია ფერის.