Tags

სახლი

ორგანიზების დღე #19: გასაღებების სათავსო 

თუ გასაღებები ყოველთვის გეკარგება, ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური სივრცე უნდა შექმნა. შემოსასვლელ კარებთან მდგომ რომელიმე ტუმბოზე პატარა ლანგარი ან ლამბაქი დადე, სადაც შემოსვლისთანავე დადებ გასაღებებს, სათვალეს და მოყოლილ ხურდა ფულს. ექსპერტული რჩევა: ჩვენ უკვე ვისაუბრეთ შინასამმართველო კუთხის შექმნაზე. შეგიძლია გასაღებების სათავსო სწორედ ამ კუთხეში მოაწყო.

სახლი

ორგანიზების დღე #18: ჩექმის ყელი 

კარადაში შელაგებულ ჩექმებს ფორმა რომ არ დაეკარგოთ, შეგიძლია შიგ დახვეული ძველი ჟურნალები ჩატენო. რაც უფრო სქელია ჟურნალი, მით უფრო კარგად დაიჭერს ჩექმის ყელს, ამიტომ ჯობია პრიალა ჟურნალები გამოიყენო.

სახლი

ორგანიზების დღე #17: ნაგავსაყრელი ქოთნები 

თუ გენერალური დალაგებისთვის დრო არ გაქვს, სახლში შექმნილი არეულ-დარეულობა შეგიძლია თუნუქის ან თიხის ქოთნებში მიმალო. სტრატეგიუილ ადგილებში მათი განთავსება სახლს ერთი-ორად გაახალისებს. შეგიძლია ქოთნები შემოდგა წიგნების თაროებზე და კომოდებზე. შიგ კი სხვადასხვა თვალში მოხვედრილი ნივთები ჩაყარო, მაგალითად ტელეფონის დამტენები, ტელევიზორის პულტები და სხვა…

სახლი

ორგანიზების დღე #16: ფერადი გასაღებები 

თუ შენს აცმაზე ბევრი გასაღები კიდია და ყოველთვის ეძებ საჭირო მათგანს, შეგიძლია ფერების მიხედვით გაარჩიო. საღებავად კი ჩვეულებრივი ფრჩხილის ლაკი გამოიყენო. როგორ გავაკეთოთ: აარჩიე 3-4 სხვადასხვა ფერი და მიანიჭე ნიშვნელობა. მაგალითად: მწვანე – სახლის, წითელი – სარდაფის, ლურჯი – გარაჟის და ა.შ.. მოხსენი გასაღებები აცმიდან…

სახლი

ორგანიზების დღე #15: სამკაულების დაფა 

თუ შენი სამკაულების ყუთი გადავსებულია ყელსაბამებით და ისინი მუდამ ერთმანეთში იხლართება, შეგიძლია კედელზე კორპის დაფა ჩამოკიდო და შენი სამკაულები ზედ მიამაგრო. როგორ გავაკეთოთ: მოაგროვე – კორპის დაფა (ყველაზე იაფად – 20 ლარად – ჩვენ შეგვხვდა “ფორმატში“), სტეპლერის თოფი და სასურველი ქსოვილი. გამოჭერი ქსოვილი დაფის ზომაზე…

სახლი

ორგანიზების დღე #14: საღებავის მოხუფვა 

რემონტის მერე ხშირად რჩება საღებავი, რომლის შენახვა თავის ორიგინალ კონტეინერში ისე, რომ არ გაშრეს ცოტა რთულია. არადა შეიძლება მომავალში რომელიმე კედელზე პატარა მონაკვეთის გადაღებვა დაგვჭირდეს და ზუსტი ფერის საღებავი ვეღარ ვიშოვოთ. ამისათვის ჩვეულებრივი ნახევარ ლიტრიანი ქილები, ხუფები და სახუფავი დაგჭირდება. ჩვენ გთავაზობთ, საღებავი მინის ქილებში…

სახლი

ორგანიზების დღე #13: საათი აბაზანაში 

ორგანიზებულობა მხოლოდ სახლის ნაგვისგან გასუფთავებას არ გულისხმობს. ეს ასევე მოიცავს რეჟიმში ყოფნას. ძალიან ადვილია დილით აბაზანაში შესვლისას დროის აღქმა დაგვეკარგოს, ამიტომ კარგი იქნება თუ სააბაზანო ოთახში საათს მოათავსებ. როგორ გავაკეთოთ: დადგი პატარა საათი სააბაზანოში ისეთ ადგილას სადაც წყალი არ მოხვდება; თუ დასადგმელი ადგილი არ გაქვს,…

სახლი

ორგანიზების დღე #12: შინასამმართველო 

გამოყავი სახლში პატარა “შინასამმართველო” კუთხე გადასახადების ქვითრების, წერილების, შეტყობინებების, ფოსტის და სხვადასხვა მასალის შესანახად. ამისათვის შეგიძლია გამოიყენო ყუთები, კალათები და საოფისე დაფები (ვაითბორდი და პინბორდი). როგორ გავაკეთოთ: ყველაზე იაფად რაც კი ჩვენ შეგვხვედრია პინბორდები და ვაითბორდები “ფორმატში” იყიდება. თითოეული 20 ლარი ღირს. ვაითბორდს შეგიძლია ფერადი…

სახლი

ორგანიზების დღე #11: აქსესუარები 

არ გადაყარო ძველი ყინულის ფორმები. ისინი შეიძლება თმის აქსესუარებისა და ბიჟუტერიის შესანახად გამოდგეს. როგორ გავაკეთოთ: შეაგროვე ყინულის ფორმები და მოათავსე რომელიმე უჯრაში. ყინულის თითოეულ ფორმაში შეგიძლია თმის რეზინები, წკაპები, “უჩინარი” სამაგრები ან სულაც ბეჭდები და წვრილ-წვრილი კულონები შეგიძლია ჩააწყო.

სახლი

ორგანიზების დღე #10: თეთრეულის მოწესრიგება 

პირსახოცების, ტილოების, თეთრეულის და სხვადასხვა სააბაზანო მარაგების გროვაში შეიძლება მარტივად ჩაიკარგო და ყველაფერი ერთ დიდ არეულ კარადად გადაიქცეს. გადაწყვეტილება – კალათების გამოყენებაა. როგორ გავაკეთოთ: შეაგროვე სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა მოწნული კალათები. გამოჭერი ლამაზი მუყაოსგან მრგვალი იარლიყები. წააწერე ზედ კალათების დანიშნულება და ბაფთებით მიამაგრე კალათებზე. Expert tip:…