Tags

თავის მოვლა

ამოირჩიე ვარცხნილობა სახლიდან გაუსვლელად 

გარეგნობისთვის ვარცხნილობას რა მნიშვნელობა აქვს, ნამდვილმა ქალმა ნებისმიერ ასაკში იცის. თუმცა ოპტიმალური ვარცხნილობის შერჩევა მშვენიერი სქესისაგან საკმაოდ დიდ ძალას, ენერგიას, ნერვებს და მოთმინებას მოითხოვს, რაც, საბოლოოდ, შეიძლება ვარცხნილობას ძალიანაც წაადგეს, მაგრამ ხასიათს კი გვარიანად აფუჭებს.

თავის მოვლა

აუცილებელი ფუნჯები მაკიაჟისთვის 

კარგი მაკიაჟი არამარტო მოხდენილი ფერებით იწყება, არამედ მაკიაჟის ეფექტურობას სწორად შერჩეული ფუნჯები განაპირობებს.

თუ ფუნჯებით არ გისარგებლიათ, თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ რომ რთულია მათი ხმარება, მაგრამ ცოტაოდენი პრაქტიკის შემდეგ თავადვე დარწმუნდებით თუ რამდენად დაგეხმარებათ ლამაზად და სწორად გადაინაწილოთ ფერები სახეზე, თვალებზე, ჯანსაღი ფერი შემატოთ ლოყებს, და სხვა უამრავ წვრილმანს კარგად გაართვათ თავი.

თავის მოვლა

როგორ შევარჩიოთ სწორი ფერები: ცივი და თბილი ფერების თეორია 

ყველას სხვადასხვა კანის ფერი გვაქვს, ზოგს ცოტა მუქი, ზოგს ღია, მაგრამ საბოლოო ჯამში ექსპერტებმა კანის ფერი ორ ჯგუფად დაყვეს: ცივი და თბილი.

თბილი ჯგუფი მოიცავს მოყვითალო ტონალობებს, ხოლო ცივი – მოვარდისფროს.

დაადგინეთ თქვენი კანის ტონალობა და მიხვდებით თუ როგორ გაგიადვილდებათ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსარგები ფერები მაკიაჟისთვის.

თავის მოვლა

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი 5 წუთში 

საშუალოდ ქალებს მაკიაჟის გასაკეთებლად დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდებათ. კარგი და გემოვნებიანი მაკიაჟი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თუმცა ჩვენ ხშირად ამ ეტაპების დაცვა გვეზარება და შედეგად, სახეც გვიჭრელდება.

თუ თქვენ ყოველთვის ჩქარობთ და მხოლოდ ხუთი წუთი დაგრჩათ სახლიდან გასვლამდე, მიჰყევით ჩვენს 5 წუთიანი მაკიაჟის რეცეპტს!

აქ არის რამდენიმე მარტივი საფეხური თუ როგორ დაზოგოთ ძვირფასი დრო და ისწავლოთ მაკიაჟის სწრაფად გაკეთება, რათა მიიღოთ სრულყოფილი გარეგნობა. გადახედეთ ჩვენს რჩევებს თუ როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალურ დროში!

თავის მოვლა, წარმატება

საოფისე მაკიაჟი 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ორგანიზაციის HR-ში მოვხვდი, სადაც მუდამ ხალხი ირევა. იმ დღესაც დერეფანში გასაუბრებაზე მოსულთა კოლონა დამხვდა. არაფერი განსაკუთრებული შესვლის დროს, მაგრამ როდესაც საქმეს მოვრჩი და საკმაო დრო დამრჩა, თვალი კანდიდატთა ჩაცმულობასაც შევავლე. ნამდვილად არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსუბუქად რომ ვთქვა, საშინელება იყო!

სტილი

Tbilisi Street Style (September Session #2) 

თბილისი სრულ ორომტრიალშია გახვეული. გრილი ამინდები, თბილი ქურტუკები, მოკლედ მოსახლეობა ემზადება ჩაის სეზონთან შესახვედრათ. მეც გავეხვიე ხმაურიანი თბილისის ორომტრიალში და შევეცადე ჩემს ობიექტივში მომეხვედრებინა გემოვნებით ჩაცმული თბილისის ცენტრში მოსეირნეები.

ძირითადად თბილი ფერები გახდა ტენდენციური. ტემპერატურის კლებასთან და სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით უმრავლესობამ სპორტული ტანსაცმელი დათმო და ის სოლიდური სტილით შეცვალა. აქტუალურია ყელსახვევი, ძირითადაც ღია ფერის.

სტილი

მაკიაჟის ტენდეციები შემოდგომა – ზამთარი 2011 

გავიდა ზაფხული და მოვიდა შემოდგომა რომელიც გრილ ამინდებთან იგივდება. ეს კი გარანტიაა იმისა, რომ ტონალური არ დაგვადნება და ლაინერი არ ჩამოითხაპნება.

ეს ის დროა როცა თამამად შეგვიძლია ჩავატაროთ ექსპერიმენტები შემოდგომის საუცხოო ფერებით და კლასიკური “smoky eye”-ს გამოყენებით.

სტილი

Tbilisi Street Style 

თბილისური მოდის ტენდენცია ძალიან ერთგვაროვანია – თბილისის ცენტრში ფერადი სამოსით გამოწყობილ ადამიანს ერთი-ორს თუ გამოარჩევ. ტანისამოსებში ძირითადად ჭარბობს შავი ფერი. უცხოეთს რომ შევადაროთ საქართველოს მოდის მდგომარეობა, ისინი არ ერიდებიან სამოსში თამამად გამოიყენონ ყვითელი, ჭრელი, ღია ცისფერი, წითელი შეუხამონ სხვა ფერებს.

თავის მოვლა

7 რჩევა მაკიაჟისთვის 

დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი ხმარობს მაკიაჟს, მაგრამ შეიძლება ბევრი სასარგებლო რჩევა არ იცოდეთ. გთავაზობთ ჩვეულებრივი სადა მაკიაჟის რჩევებს.