Tags

თავის მოვლა

რა არის უჯრედისი? 

ჩვეულებრივ მკითხველს, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიასთან შეხება არ აქვს, ალბათ ცოტა ეხამუშება ასე ხშირად ნახსენები “უჯრედისი” (ინგლ. fiber), განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სწორ კვებას, დიეტას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. აქ დაწვრილებით მოგიყვებით თუ რა არის და რატომ გვჭირდება უჯრედისით მდიდარი საკვები. უჯრედისი არის ბოჭკო,…

თავის მოვლა

6 დიეტური ჭეშმარიტება 

გადაწყვიტე, დიეტა დაიწყო?

დიეტა ომია. შენ კი უნდა ეცადო, მისგან მინიმალური დანაკარგი და მაქსიმალური შედეგი მიიღო. ეს რამდენიმე რჩევა აუცილებლად დაგეხმარება, უფრო ადვილად და ეფექტურად დაიკლო წონაში.

თავის მოვლა

იოგა თუ პილატესი? 

„Mens sana in corpore sano“ (ლათ. “ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”)

ეს ფრთიანი გამოთქმა საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სინონიმია. თუმცა ის მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას არ გულისხმობს. ჯანმრთელი ცხოვრების წესი ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ სიჯანსაღე არის. როდესაც ფიზიკურ და გონებრივ სიჯანსაღეზეა საუბარი, მე პირადად იოგას ვანიჭებ უპირატესობას. იმიტომ კი არა რომ გადასარევად ვასრულებ ასანებს, უბრალოდ ბავშვობიდან ასე დამამახსოვრდა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრები წიგნიდან ხათხა იოგას ვვარჯიშობთ.

თავის მოვლა, მნიშვნელოვანი

უსაფრთხო სილამაზე, ანუ ლამაზი ფრჩხილები და ჯანსაღი ღიმილი 

ალბათ ბევრისგან გსმენიათ, რომ პირველი შეხვედრისას ადამიანის ფრჩხილებს აკვირდება. ფრჩხილების მდგომარეობა ხომ პირდაპირ მეტყველებს, რამდენად მოვლილია შენი ახალი ნაცნობი. გარდა ამისა, შესაძლებელია მისი ცხოვრების სტილის და, ხშირად, ინტერესების განსაზღვრაც. ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად, იტალიაში ცხოვრებაზე ოცნებობს და ზაფხულობით იტალიის დროშის ფერებში უსვია ხოლმე ლაქი. მისი ფრჩხილები ყოველთვის ძალიან ადვილად იპყრობენ ყურდღებას. თუმცა, ფრჩხილებზე იტალიის დროშის გამოსახვა და, ზოგადად, მათი მოვლა ცოტა არ იყოს რთულია, ამიტომ იგი ხშირად სტუმრობს სალონს მანიკურისა და პედიკურის გასაკეთებლად.

მოტივაცია & პოზიტივი

ბედნიერების ჰორმონები 

ზოგიერთი ჩვენგანი, საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული, უბრალოდ ქუჩაში სეირნობისას განიცდის დადებით ემოციებს. ზოგიერთს ერთი გაღიმება, ერთი კოცნა ან მეზობლის ხალისიანი მისალმება აყენებს კარგ განწყობაზე. დანარჩენს კი ბედნიერების შეგრძნების მისაღწევად გარემოს იდეალურამდე სრულყოფა და პრობლემების 100% გადაწყვეტა ესაჭიროება.

თავის მოვლა

როგორ დავიკლოთ და აღარ დავაგროვოთ კილოგრამები 

გასკვირი არაა, რომ გახდომის მსურველთთათვის დიეტები ასეთი პოპულარობით სარგებლობს. დიახ, ბევრი წამოეგება ანკესზე, რადგან იმედოვნებს, რომ მისი სამეგობროს ან სამეზობლოს ფართოდ რეკლამირებული, სწრაფად წონის დასაკლები დიეტებით გადაწყვეტს სიმსუქნის პრობლემას. თუმცა სამწუხარო სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არასწორი დიეტებით ადამიანთა ძალისხმევა ხშირად ფუჭია.

თავის მოვლა

როგორ წარმოიქმნება ზედმეტი კილოგრამები? 

სუსტი სქესის (და არა მარტო ) ძირითადი პრობლემა და საზრუნავი მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლა, იდეალური სხეულის შექმნა და შენარჩუნებააა. თუმცა რაც უფრო წინ მიდის ცხოვრება, ადამიანები შინ უფრო და უფრო იშვიათად იკვებებიან და უპირატესობას სწრაფ კვებას ან ნახევარფაბრიკატებს ანიჭებენ.

Quiz, დასვენება

გიყვართ თუ არა გართობა? 

ადამიანები განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, ყველას როდი უყვარს გართობა. ეს ტესტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რამდენად ხართ გართობის მოყვარული.

მთავარი პირობა, კითხვებს უპასუხეთ გულწრფელად – კი ან არა. ყოველ დადებით (კი) პასუხზე დაიწერეთ ერთი ქულა.

თავის მოვლა

როგორ ვივარჯიშოთ სწორად 

ფიზიკური ვარჯიში ძალიან კარგი საშუალებაა სხეულის კორექციისა და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. სასურველი შედეგის მისაღწევად ვარჯიშის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინო შემდეგი პუნქტები:

თავის მოვლა

ნიახურის საიდუმლო! [გამოკითხვა] 

ნიახურის სასარგებლო თვისებების შესახებ რომ გავიგე, პირადად მე გაკვირვებული დავრჩი. ჩემთვის ნიახური ერთი რიგითი მწვანილი იყო, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცოდი, ახლა კი იმედი მაქვს, მისი სასარგებლო თვისებებით შენც გაგაკვირვებ.