Tags

Events

ყოველწლიური მარათონი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 

2013 წლის 29 ივნისს, შაბათს, 11:00 საათიდან – 13:00 სთ-ზე ვაკის პარკიდან კუს ტბის მიმართულებით გაიმართება 5კმ-იანი გარბენი ”თუ ძალადობის მსხვერპლი ხარ – ნუ გაჩუმდები! ”. გარბენის ორგანიზატორებია არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი” და ”ჰელფინგ ჰენდი”. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება პროექტის „გენდერ.ჯი“-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად…

მნიშვნელოვანი

ფროტერიზმი – ძალადობა ტრანსპორტში 

ქუჩაში ნებისმერი ქალი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გამხდარა თუ არა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ძალადობის მხსვერპლი, ალბათ, დადებით პასუხს მიიღებთ.

ბევრ მამაკაცს სასაცილოდაც არ ყოფნის, თუმცა გადაჭედილი ტრანსპორტი, ჩხუბი და ხელების ფათური უკვე ყოველდღიურობადაც კი იქცა: როცა სასწავლებელში, სამსახურში, შეხვედრაზე გაგვიანდება და სავსე ტრანსპორტში ცალ ფეხზე დგომა გიწევს, ასეთ სიტუაციას ვერსად წაუხვალ…

ქორწინება

ხელის “თხოვნა” ქართულად [გამოკითხვა] 

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსააც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

სტილი

კვირის სტილი – თეთრი ბაფთა 

PINK MAGAZINE წარმოგიდგენთ ახალ პროექტს – კვირის რჩევები Polyvore-დან. ყოველ პარასკევს ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნდება სპეციალურად თქვენთვის, ხელით არჩეული 5 სტილი: სახლისთვის, პაემნისთვის, სამსახურისთვის, წვეულებისთვის და თავისუფალი თემა.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

როცა საქმეში მუშტი ერევა [გამოკითხვა] 

არა, ვერ მიმიხვდი… ეს სტატია ცემა-ტყეპაზე არ იქნება.

ამჯერად, მუშტის მხოლოდ აგრესიის სიმბოლოდ გამოყენებას დავჯერდები, რომ ერთხელ კიდევ შეგახსენო: იქ, სადაც ძალადობა ბატონობს, სიმშვიდეს და ჰარმონიას არაფერი ესაქმება.

თანაც, აუცილებელი არ არის, იგი მაინცდამაინც ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ანგარიშსწორებაში გამოიხატებოდეს. პირიქით, განსაკუთრებით საშიში სწორედ მაშინაა, როცა საგულდაგულოდ ინიღბება და გარეგნული ნიშნებით ძალიან ჭირს მისი ამოცნობა.

მნიშვნელოვანი, ურთიერთობები

რატომ თხოვდებიან ქალები? 

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

ურთიერთობები

უნამუსო ქალებისა და ცელქი მამაკაცების შესახებ 

უკვე დიდი ხანია, მამაკაცის ნამუსის საზომად ულვაშს აღარავინ იყენებს, თუმცა მათი ქართველი უმრავლესობა ჯიუტად და შეუვალად მისდევს რწმენას, რომ ქალის სინდისი და პატიოსნება ერთი პატარა ანატომიური წარმონაქმნის… მიხვდით, არა?.. დიახ, დიახ, საქალწულე აპკის არსებობაზეა დამოკიდებული.
მსგავს მიდგომას რაღაც ახსნას კიდევ მოუძებნი, როცა საუბარი 16-17 წლის მოზარდებს ეხება, მაგრამ როცა საზოგადოება 30-40 წლის პიროვნებასაც იგივე მოთხოვნას უყენებს, სიტუაცია წარმოუდგენელ აბსურდამდე მიდის.

მოტივაცია & პოზიტივი

რჩევები ფსიქოლოგისგან 

ამ კვირას გადავწყვიტე ფსიქოლოგს ვსტუმრებოდი

როცა ნაცნობებში გავიკითხე გამოცდილი ფსიქოლოგი, საკმაოდ ბევრმა გაუწია რეკომენდაცია ფსიქოლოგ ლეილა ჯანჯღავას, რომელიც თურმე ერთ დროს ყველასათვის ცნობილ ჟურნალ “კოსმოპოლიტენთან” თანამშრომლობდა.