Tags

თავის მოვლა

ჯანსაღი მოქტეილები ზაფხულისთვის 

ხილის სეზონი მოდის, ამასთანავე საზღვაო სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა ყველას გვინდა, ამიტომ გთავაზობ ძალიან სასარგებლო და მარტივი მოქტეილების (smoothie) რეცეპტებს. კიდევ ერთი იდეა: შეგიძლია საზაფხულო წვეულებაზე მეგობრებთან თავი შენ მიერ მომზადებული ამ ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი მოქტეილებით მოიწონო.

თავის მოვლა

დუკანის დიეტა 

სანამ სამეფო ქორწილი შედგებოდა, აგორდა ჭორი, რომ მომავალი პრინცესა და მისი დედა გახდომას ცდილობდნენ და მიმართეს ე.წ. დუკანის დიეტას. (ამბობენ, რომ ჟიეზელმა და ჯენიფერ ლოპესმაც გამოსცადეს ეს დიეტა ).

ეს დიეტა შექმნა ფრანგმა ექიმმა, პიერ დუკანმა. ამბობენ, სწორედ კვების ამ რეჟიმის წყალობით რჩებიან ფრანგი ქალები საოცარ ფორმაში ვარჯიშისა და მკაცრი დიეტების გარეშე.

ახლა კი ვნახოთ რა გვჭირდება იმისათვის, რომ ფორმაში ჩავდგეთ:

თავის მოვლა, შენი ხელით

თამრის 50 მარტივი რეცეპტი: რა მივირთვათ საუზმედ 

უკვე 2 წელია, რაც ჩემი დილა აუცილებელი რიტუალით – საუზმით იწყება. ახლა რომ მკითხო, მის გარეშე დაწყებული წარმატებული დღე ვერც კი წარმომიდგენია, თუმცა იყო დრო, შუადღემდე ლუკმასაც არ ვჭამდი. ჰოდა, მინდა გითხრა, რომ იმ მცირერიცხოვან ცხოვრებისეულ შეცდომათა შორის, რომელიც კი ოდესმე დამიშვია, პირველ სამეულში ეს ამბავი სამარცხვინოდ იწონებს თავს.

თავის მოვლა, მოტივაცია & პოზიტივი, წარმატება

17 ჯანსაღი ჩვევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშაო 

ზოგიერთი ჩვევა მანამდე უნდა შეიძინო, სანამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ. შემდეგ კი მთელი ცხოვრება უნდა მისდიო მათ. ჩვენ გთავაზობთ 17 ჩვევას, რომელიც უნდა გამოიმუშაო უკეთესი ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის. 1. იპოვე ვარჯიშის ის სახეობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებს ვარჯიში კარგად აისახება შენს ხასიათზე, ძილზე და ფიგურაზე. იმისთვის, რომ რეგულარულად…

სახლი, შენი ხელით

5 DIY რჩევა: როგორ გამოიყენო ყინულის ფორმები 

ყინულის ფორმები მშვენიერი გამოგონებაა, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ ბევრ რამეში შეიძლება, იდეალურია მინი დესერტების მოსამზადებლად. ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადო ორიგინალური, მარტივი და გემრიელი დესერტი.

სახლი, შენი ხელით

საბავშვო საუზმის 12 სახალისო DIY იდეა 

სამწუხაროდ დღეს ბევრ ოჯახში საუზმეს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისთვისაა, რადგან თუ ისინი დილის კვებას გამოტოვებენ, ფაქტიურად 18 საათის განმავლობაში (ძილის საათების ჩათვლით) მოუწევთ ჭამის გარეშე დარჩენა. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. თუ ბავშვი უარს ამბობს დილის საკვებზე, მიეცი უფლება ჭამოს ის, რაც უნდა. თუ თვითონ არაფერს ირჩევს, შესთავაზე ფოტოებზე ასახული მხიარული საუზმე – კალორიებით გაჯერებული, შესანიშნავი აპლიკაციებით გაფორმებული ნოყიერი და გემრიელი. მსგავს ცდუნებას ვერც ერთი ბავში ვერ გაუძლებს და საუზმის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.

სახლი, შენი ხელით

თამრის 50 მარტივი რეცეპტი: გემრიელობები ფენოვანი ცომისგან 

ინტერნეტში მარტივ ფოტო-რეცეპტებში ძალიან ხშირად წააწყდებით ფენოვან ცომს. და მართლაც, მისგან შეიძლება ბევრი საინტერესო რამ დამზადდეს დაწყებული ცნობილი და უკვე ბანალური ფენოვანი ხაჭაპურიდან, დამთავრებული ბანანისა და Nutella-ს პატარა ნამცხვრებით. მაგრამ თავად ფენოვანი ცომის მომზადება საკმაო დროს, ცოდნას და ენერგიას მოითხოვს, ზელვის პროცესი კი არაფრით ჩამოუვარდება 1-საათიან ვიზიტს…

მოტივაცია & პოზიტივი

9 მარტივი წვრილმანი განწყობის ასამაღლებლად 

ზამთარი და სიცივე ხშირად თითქოს დეპრესიაში გვაგდებს და მოღუშული თუ წვიმიანი დღეები მუშაობისა თუ გართობის სურვილს გვიკლავს. ასეთ დროს არც ყავა გვშველის გამოსაფხილზლებლად და არც მხიარული მუსიკის მოსმენა. არის კიდევ რამოდენიმე საშუალება, რომ განწყობა გაიუმჯობესო და უბრალოდ იყო ბედნიერი. 1. მიირთვი ხილი და ბოსტნეული ბრიტანეთის უნივერსიტეტის…

სახლი, შენი ხელით

თამრის 50 მარტივი რეცეპტი: კექსი 

კულინარიაში დიდი დივა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პატარა საიდუმლო რეცეპტები, რომლებიც ისე კარგად გამომდის, რომ სავიზიტო ბარათადაც მექცა. სწორედ ასეთია თამრის ცნობილი კექსი, რომელსაც ჩემი მეგობრები უკვე ახლოს იცნობენ. დროა, თქვენც გაიცნოთ! ამ კექსის მომხიბვლელობა იმაშია, რომ ერთი და იგივე მასალით და მხოლოდ 1…

თავის მოვლა

ხილის სალათები 

ხილის სალათები შედარებით უცხოა ჩვენი სუფრისათვის. ჩვენთან უფრო მიღებულია ხილი ნატურალური სახით იყოს სუფრაზე, არადა ხილის სალათები მშვენიერი დესერტია და საშუალებას გვაძლევს ვიფანტაზიოროთ.