კარადასთან მიდიხარ, აღებ და იწყებ ფიქრს, რა ჩაიცვა. საკიდებზე უამრავი ტანსაცმელი კიდია, თაროებზე ალიაქოთია, მაისურები, სვიტრები, ჯინსები,შარვლები… მაგრამ, მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, შენ არ იცი, რა შეიძლება ჩაიცვა და იწყებ იმაზე წუწუნს, რომ გარდერობი თითქოს სავსეა, ჩასაცმელი კი არაფერი არ გაქვს.