Tags

Events, მნიშვნელოვანი, სიახლეები

მსვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 

ხვალ, 25 ნოემბერს, 13:00-ზე პუშკინის სკვერში ქალები შსს-ს სპეც.დანაყოფის შექმნის მოთხოვნით იკრიბებიან. “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებული ივენთის ლინკი: შეუერთდი აქ. ქალზე ძალადობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. 2015 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 15 910 გამოძახება დაფიქსირდა. პოლიციამ გამოძიება მხოლოდ 949 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 2 727 შემთხვევაზე…

მნიშვნელოვანი

ამოიცანი მოძალადე! 

დამთრგუნველია, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით: განვითარებულ ათასწლეულში ჯერ კიდევ არსებობენ მოძალადე მამაკაცები და მსხვერპლი ქალები. ნიშანდობლივია, რომ ძალადობა ოჯახში ან სექსუალური ძალადობა ქალზე ტაბუირებული თემებია. ამაზე არ ლაპარაკობენ და ხშირ შემთხვევაში ითმენენ. ყველაზე ცუდი ისეთი შემთხვევებია, როდესაც ქალები ვერც აცნობიერებენ მათზე განხორციელებული ძალადობის ზოგიერთ სახეს. პირველი ეტაპი ძალადობისგან თავის დასაღწევად იმის გაცნობიერებაა, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ. ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ძალადობის სახეები, რათა იოლად შევძლოთ თავის დაცვა ან თავის დაღწევა სიტუაციიდან.