რას ვიზამთ, ცუდი განწყობა ჩვენი ხშირი თუ იშვიათი თანამგზავრია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ მოტეხილი ქუსლი, ან პაემანზე ნახევარ-საათიანი უშედეგო ლოდინი (რა სირცხვილია!) ხანდახან კი უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვართ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.