Tags

სტილი

JULES: მამაკაცების ტანსაცმელი 

სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში მისვლისას , კარის მარჯვნივ თქვენ დაინახავთ დიდ პლაკატს, რომელზეც დაახლოებით ასეთი ფრაზა წერია: “ამბობენ მამაკაცებს მოდა არ აინტერესებთ. (ამბობენ)” ზუსტად ამ პლაკატის მეორე მხარეს, პირველ სართულზე, არის მაღაზია JULES. მაღაზია განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის. ვფიქრობ რამდენიმე ათეული დასახელების პროდუქტი შეგხვდებათ, ხოლო თითოეულში კი საკმაოდ…

სტილი

OVS: დიდი ზომის ტანსაცმელი 

ვერ გეტყვით ვისთვის არის შოპინგი თერაპია, ალბათ იმ ადამიანებისთვის ვისაც ყველაფერი ერგება რასაც არ უნდა დაადოს ხელი მაღაზიაში, მე კი დღეს ვერაფრით ვისიამოვნე.

პაემანი, შენი ხელით

ვალენტინობის საჩუქარი მამაკაცისთვის 

მოკლედ როგორც ჩვენს ერთ-ერთ ანონიმ სტუმარს შევპირდი , ვწერ პოსტს იმის თაობაზე თუ რა შეიძლება ვაჩუქოთ ბიჭს 13 წლიდან ზემოთ .

აქ ვეცდები დავწერო უნივერსალური , პიკანტური და ორიგინალური საჩუქრების შესახებ , ხოლო არჩევანი შემდეგ უკვე თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლო(ბელი)ა ის მამრი.

სტილი

ფეხსაცმლის ხე 

რატომ ჩნდება ამის აუცილებლობა? რატომ გვჭირდება ქალებს 2-3 წყვილ ფეხსაცმელზე მეტი? როგორ უნდა შევიკავოთ თავი, როცა ვიტრინაში ულამაზეს ფეხსაცმელს ვხედავთ ფასდაკლებით? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვინაიდან ფეხსაცმელები ჩემი დიდი ხნის „ტკივილია“ და უკვე აკვიატებული ჰობიც კი, ჩემი აზრით, უფლება გვაქვს, როცა გვინდა მაშინ და რამდენიც გვინდა, იმდენი ფეხსაცმელი ვიყიდოთ.

ურთიერთობები

საუზმე ორისთვის 

აეროპორტიდან ტაქსით წამოვედი. ჩემი ქუჩის დასაწყისში ტაქსიდან გადმოვედი, ნარინჯისფერკოპლებიანი თავსაფარი მოვიხვიე და საპირისპირო მიმართულებით წავედი, არ მინდოდა ცარიელ სახლში ასვლა.

გათენებამდე ვიხეტიალე და კაფეს შევეხიზნე. მიმტანს ვთხოვე, ორი ადამიანისთვის გაეწყო მაგიდა. ჩემთვის ლატე და ფრანგული ფუნთუშა, მისთვის – სენდვიჩი ლორითა და ყველით, ბერძნული სალათი და ფორთოხლის წვენი შევუკვეთე.

ურთიერთობები

ორმაგი სტანდარტი 

ჩემი დაქალის – ანანოს ზარმა გამომაღვიძა.

„მე და ლაშა დავშორდით!“ – ძილბურანში სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმა. ჩავიცვამ და ამოვალ-მეთქი, ჩავილუღლუღე, მაგრამ ჩამეძინა.

მეორედ გუგას ბუზღუნმა გამომაღვიძა. ფართხა–ფურთხით ჩავიცვი, გუგას დავპირდი, დღეს აუცილებლად გაგყვები შოპინგზე-მეთქი, მისი ფინჯნიდან მოსვი ჩაი და ანტრესკენ გავეშურე, სადაც თამო და ანანო უკვე მელოდნენ.

სტილი

ხელთათმანები 

ზამთარია, უკვე ძალიან აცივდა და შენ თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენია ხელთათმანები, ნამდვილად დროა, სახლიდან გაუსვლელად, თბილ სავარძელში მოკალათებულმა შეუკვეთო ონლაინ მაღაზიებს.

დასვენება

Retail Me Not – იშოპინგე ჭკვიანურად! [გამოკითხვა] 

ალბათ ყველას გიყიდიათ ონლაინ მაღაზიაში რამე. ჰოდა, თუ ონლაინ შოპინგის მოყვარული ხართ, ისიც გეცოდინებათ, ხანდახან მაღაზიები სხვადასხვა აქციებსა თუ ფასდაკლებებს რომ აწყობენ.

თუმცა ყველა მაღაზიის პრომო–აქციებისთვის თვალყურის დევნება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც გამოიგონეს მშვენიერი საიტი ფასდაკლებების, კუპონებისა და ვაუჩერების თავის მოსაყრელად.

დასვენება

ჯგუფური ფასდაკლების სერვისები საქართველოში [გამოკითხვა] 

ბოლო დროს ქართულ ინტერნეტში ძალზედ მომრავლდა ჯგუფური ფასდაკლების სერვისები. მათ მიერ შემოთავაზებული 40-დან 90%-მდე ფასდაკლებები ხანდახან შოკში გვაგდებს და ჩვენც მაშინვე პლასტიკურ ბარათებისკენ გაგვირბის ხელები.